და შემდგომად
Ms. page: P85R და შემდგომად დღეთა მათ აღესრულა მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ.
და ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე, წარვედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა.
ხოლო მოსე წარიყვანა ცოლი თჳსი და ყრმანი მისნი და დასხნა კარაულსა და მიიქცა ეგჳპტედ, და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისა მიერ ჴელითა თჳსითა.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რაჲ-ხჳდოდი შენ და მიიქცე ეგჳპტედ, იხილე, ყოველი ნიშები, რომელი Ms. page: P85V მივეც ჴელსა შენსა, ჰქმნე იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი, და არა გამოუტეოს ერი იგი.
ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძჱ ჩემი პირმშოჲ -- ისრაჱლი.
გამოუტევე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე. ხოლო [უკუეთუ] შენ არა ინებო გამოვლინებაჲ მათი, იხილე, ნუუკუე მოვკლა ძჱ ეგე შენი პირმშოჲ.
და იყო, გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა ანგელოზი უფლისაჲ, ეგულებოდა მოკლვაჲ მისი.
და მოიღო სეფორა ქარსი და წინადასცჳთა ძესა თჳსსა და შეურდა ფერჴთა თჳსთა და თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისაჲ.
და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: დადგა სისხლი წინადაცუეთისა ყრმისა ჩემისაჲ.
და ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შემთხუევად მოსჱსა უდაბნოდ. და განვიდა შემთხუევად მისა მთასა მას ღმრთისასა და ამბორს-უყო მას.
და უთხრნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა, და ყოველნი სასწაულნი, რომელნი ამცნნო მას.
მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.
და ეტყოდა აჰრონ ყოველთა სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს, და ქმნა სასწაულები წინაშე ერისა მის.
და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა და იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანის-სცეს უფალსა.
და ამისა შემდგომად მოვიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
და ჰრქუა ფარაო: ვინ არს უფალი, რომლისაჲ ვისმინო ჴმისა მისისაჲ, რაჲთამცა განუტევენ ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, და ისრაჱლი მე არა განუტეო.
ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ სამისა დღისა გზასა, რაჲთა შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შეგუემთხჳოს ჩუენ სიკუდილი Ms. page: P86R ანუ მახჳლი.
ჰრქუა მათ ფარაო, მეფემან მეგჳპტელთამან: რაჲსათჳს, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა ჩემსა საქმისაგან? წარვედით კაცად-კაცადი საქმესა თჳსსა.
და თქუა ფარაო: აჰა ესერა განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისაჲ. ნუუკუე დავაცადოთ მათ საქმისაგან.
და ბრძანა ფარაო საქმის მაწუეველთა მათ და მწიგნობართა.
არღარა შესძინოთ მიცემად ბზჱ ალიზისა საქმესა, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძუღუანდელსა დღესა, იგინი წარვიდენ და შეკრიბონ თავისა თჳსისა ბზჱ,
დაწესებული იგი ალიზისა საქმისაჲ, რომელსა იქმედ დღითი დღედ, დასდევით (!) მათ, ნურარას დააკლებთ; რამეთუ სცალს და მის გამო ღადადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
და დაამძიმეთ საქმჱ ეგე კაცთა მაგათ და ზრუნვიდენ მას, და ნუ ზრუნვენ სიტყუათა ცუდთა.
და ასწრაფებდეს საქმის მაწუეველნი იგი და მწიგნობარნი ერსა მას და ჰრქუეს: ამას იტყჳს ფარაო: არღარა გეცეს თქუენ ბზჱ.
და წარვედით და შეკრიბეთ თავისა თქუენისა ბზჱ, სადაცა ჰპოოთ, და არა დააკლოთ დაწესებული თქუენი არცა ერთი.
და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.
ხოლო საქმის მაწუეველნი იგი ასწრაფებდეს და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმჱ თქუენი განწესებული, ვითარცა-იგი ოდეს ბზჱ გეცემოდა.
და იტანჯნეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი იყვნეს დადგინებულ მათ ზედა მაწუეველთა მათგან ფარაოჲსთა, და ეტყოდეს: რად არა აღასრულეთ წესი იგი ალიზისაჲ, ვითარცა-იგი გუშინ და ძუღუან, ეგრევე დღეს?
შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლი\სათანი Ms. page: P86V წინაშე ფარაოჲსა, ღაღადებდეს და ეტყოდეს: რაჲსათჳს ესრჱთ უყოფ მონათა შენთა?
ბზესა არა გუცემენ და ალიზსა მასვე გუეტყჳედ საქმედ? და აჰა ესერა მონანი შენნი ტანჯულ არიან; ავნებ ერსა შენსა.
ჰრქუა მათ ფარაო: გცალს და მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ვმსახუროთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
ხოლო აწ წარვედით და იქმოდეთ, რამეთუ ბზჱ არა გეცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზისაჲ მომცეთ მე.
და ვითარცა იხილნეს მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა თავნი თჳსნი ბოროტსა შინა, იტყოდეს რაჲ: არა დააკლოთ განწესებული იგი ალიზი დღისაჲ,
შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რაჲ-ვიდოდეს შემთხუევად, ვითარცა გამო-ოდენ-სრულ იყვნეს ფარაოჲსგან.
და ჰრქუეს მათ: იხილენ თქუენი უფალმან და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმნენით სულნელებანი ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მათთა და მოკლვად ჩუენდა.
მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რად ბოროტი უყავ ერსა მას, რაჲსათჳს მომავლინე?
ვინაჲთგან მოვედ ფარაოჲსა სიტყუად მისა სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფენ ერსა მას და არა მოიჴსენე ერი შენი.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: იხილე, რაჲ უყო მე ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოვიყვანნე მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ღმერთი ვარი მათი, და სახელი ჩემი უფალ არს, არა ვაუწყე მათ.
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათა მიმართ მიცემად მათა ქუეყანაჲ იგი ქანანისაჲ, რომელსა ზედა მწირობდეს, [რომელსა იყოფოდეს] მას ზედა.
და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარ-იგი მეგჳპტელნი დაიმო ნებდენ მათ, და მო\ვიჴსენე Ms. page: P87R აღთქუმაჲ იგი თქუენი.
მივედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა: მე ვარ უფალი და გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან მეგჳპტელთაჲსა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა სასჯელითა დიდითა.
და ვიყო მე თქუენდა ღმრთად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან მეგჳპტელთაჲსა.
და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამსა, მიგცე თქუენ იგი ნაწილად მე, უფალმან.
ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ესრჱთ, და არა ისმინეს მისი სულმოკლეობისაგან მათისა და საქმეთა ფიცხელთა.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
მივედ და ეტყოდე ფარაო მეფესა, რაჲთა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო, რამეთუ უტყუ ვარ?!
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს და უბრძანა ფარაოჲსა მიმართ, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, რაჲთა გამოიყვანნენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
და აღმოვიდა ანგელოზი
Ms. page: P87R და აღმოვიდა ანგელოზი უფლისაჲ გალგალით სალონდ, ბეთელდ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ: აღმოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მიცემად თქუენდა და გრქუა თქუენ: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი უკუნისამდე.
და თქუენ არა ჰყოთ აღთქუმაჲ მსხდომთა ამათ ქუეყანისათაჲ და არცა ღმერთთა მათთა თაყუანის-სცეთ, არამედ კერპნი მათნი შეჰმუსრნეთ და საკურთხეველნი მათნი დაარღჳნეთ. და არა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, ოდეს ესე ჰყავთ.
და მე ვთქუ: არღა\რა Ms. page: P87V შევსძინო ცვალებად ერსა, რომელთაჲ ვთქუ განჴდაჲ მათი პირისაგან თქუენისა, და იყვნენ იგინი თქუენდა საცთურ.
და იყო, რაჟამს იტყოდა ანგელოზი იგი სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა მიმართ ისრაჱლისათა, აღიღეს ჴმაჲ მათი ერმან მან და ტიროდეს.
ამისთჳს ეწოდა სახელი მას ადგილსა ტირილის. და შეწირეს მუნ შესაწირავი უფლისა.
და განუტევა ისუ ერი იგი, და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სახიდ თჳსა.
და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი [უფალსა] ყოველთა დღეთა ისუჲსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს შემდგომად ისუჲსა, რომელთა უწყოდეს საქმჱ ღმრთისაჲ, რომელ ყო ისრაჱლისათჳს.
და აღესრულა ისუ, ძჱ ნავჱსი, მონაჲ ღმრთისაჲ, ას და ათისა წლისა.
და დაჰფლეს იგი საზღვართა შინა სამკჳდრებელისა მისისათა თამნაქარს შინა, მთასა ეფრემისასა, ჩრდილოჲთ კერძო მთასა გაზსა.
და ყოველნი იგი ნათვსავნი შეეძინნეს მამათა და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს უფალი და საქმენი, რომელ ქმნნა ისრაჱლსა ზედა.
და ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა და მსახურებდეს იგინი ბალაამსა.
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთაჲ, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდოდეს იგინი კუალსა ღმერთთა უცხოთასა, რომელნი იყვნეს გარემოჲს მათსა, და განარისხეს უფალი.
და მსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა.
და განრისხნა გულის-წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა და წარტყუენნეს იგინი. და მისცნა იგინი ჴელთა მტერთა მათთასა შორის ყოველთა, რომელთა თანა ისიძვიდეს.
და ჴელი უფლისაჲ იყო მათა ბოროტე\ბად. Ms. page: P88R ვითარცა თქუა და ვითარცა ფუცა. და აჭირვა მათ ფრიად.
და აღუდგინა მათ მსაჯული და განარინნა იგინი ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთაჲსა.
და მსაჯულთაჲ მათ არავე ისმინეს, რამეთუ ისიძვიდეს კუალსა ღმერთთა უცხოთასა და თაყუანის-სცემდეს, და განარისხეს უფალი და გარდააქციეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი სმენად მცნებათა უფლისათა, და არა ყვეს ეგრე.
და აღუდგინა მათ უფალმან მსაჯული, და იყო უფალი მსაჯულისა მის თანა, და განარინნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთაჲსა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა, რამეთუ განისუენა ღმერთმან კუნესისაგან მათისა პირისაგან მაჭირვებელთა მათთაჲსა.
და ვითარ მოკუდის მსაჯული იგი, მიიქციან და კუალად განიხრწნნიან უფროჲს მამათა მათთაჲსა სლვად ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათა და თაყუანის-ცემად, და გზისაგან მათისა ფიცხლისა არა მოიქციან.
და განრისხნა უფალი გულის-წყრომით ისრაჱლსა ზედა და თქუა: რამეთუ რაოდენ -გზის დაუტევა ნათესავმან ამან აღთქუმაჲ იგი ჩემი, რომელი ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისაჲ.
და მე არღარა შევსძინო მოსპოლვაჲ კაცისაჲ პირისაგან მათისა ნათესავთა მათგან, რომელნი დაუტევნა ისუ.
და დაუტევნა, რაჲთა მათ შორის გამოცადოს ისრაჱლი, და-ძი-იმარხნენ გზანი უფლისანი მას შინა, ვითარ-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა, ანუ არა.
და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ესე და არა მოსრნა იგინი ადრე და [არა] მისცნა იგინი ჴელთა ისუჲსთა.
და ესე არიან ნათესავნი, რომელნი დაუტევნა ისუ, რაჲთა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი ყოველთა, რომელ\თა Ms. page: P88V არა უწყოდეს ყოველნი ბრძოლანი ქანანისანი.
ნათესავთათჳს ძეთა ისრაჱლისათა, რაჲთა ასწაონ მათ ბრძოლაჲ, ხოლო პირველთა მათ არა უწყოდეს.
ესე ხუთნი მთავარნი უცხოთესლთანი და ყოველი ქანანელი და სიდონელი და ეველი, რომელი მკჳდრ იყო ლიბანს, მთით გალბანა ერმონისაჲთ ვიდრე ლობებამდე.
და იყო მათ შორის, რაჲთამცა განცადა ისრაჱლი ხილვად, ისმინენ თუ მცნებანი უფლისანი, რომელნი ამცნნა მამათა მათთა ჴელითა მოსჱსითა.
და ძენი ისრაჱლისანი დაეშჱნნეს შორის ქანანელისა, ქეტელისა და გერგესეველისა, ამორეველისა და ფერეზეველისა და იობოსელისა.
და მოიყვანნეს ასულნი მათნი ცოლად თავისა თჳსისა და ასულნი მათნი მისცნეს ცოლად ძეთა მათთა, და მსახურებდეს ღმერთთა მათთა წინაშე უფლისა.
და დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და მსახურებდეს ბალაამს და სერტყებსა.
და განრისხნა უფალი გულის-წყრომით ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა ქუსარსათომისთა, მეფისა ასურეთისათა, მოსოპოტომიაჲსა მდინარეთაჲსა, და ჰმონებდეს რვა წელ.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, და აღუდგინა მაცხოვარი ისრაჱლსა, და განარინნა იგინი [გოთონიელ] ძემან კენეზისმან, ძმისა ქალებისმან უმრწემჱსმან.
და ისმინეს მისი. და იყო მის ზედა სული ღმრთისაჲ, და განვიდა ბრძოლად; და მისცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათომი, მეფჱ ასურეთისაჲ; და დამძიმდა ჴელი მისი მის ზედა.
Ms. page: P88V ნუ გეშინინ, ქუეყანაო, გიხაროდენ და იხარებდ, რამეთუ განადიდა უფალმან ყოფად.
ნუ გეშინინ პირუტყუთა მაგათ, რამეთუ განმწუანდეს ველნი უდაბნოჲსანი, რამეთუ ხე\მან Ms. page: P89R გამოიღო ნაყოფი თჳსი და ლეღუმან მოსცეს ძალი თჳსი.
და შვილთა სიონისათა გიხაროდენ და მხიარულ იყვენით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცა თქუენ საზრდელი სიმართლედ; და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა-იგი პირველ.
და აღივსნენ კალონი თქუენნი იფქლითა, და გარდაეცემოდიან საწნეხელნი თქუენნი ღჳნითა და ზეთითა.
და მოგაგო წელთა მათ წილ, რომელთა შეჭამა მკალმან და ბუზმან და გესლმან და ჭიამან, ძალმან ჩემმან დიდმან, თქუა უფალმან, რომელი გამოვავლინე თქუენ ზედა.
და განსძღეთ და აქებდეთ სახელსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელმან ყო საკჳრველი თქუენ თანა; და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.
და სცნათ, რამეთუ ისრაჱლსა შორის მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არავინ არს ჩემსა გარეშჱ, და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.
შენ უფალო გესავ ნუ მრცხუე{ნებინ}.
მოყავ ჩემდა ყუ{რი}.