) მიჴსენ მე უფალო ღმერთო ჩემო რაჲმეთუ
და იყო რაჲჟამს
Ms. page: P89R და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა მისთა თანა, განსძუარცეს იოსებს სამოსელი ყუავილოანი, რომელი ემოსა,
და მიიყვანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცარიელ იყო, წყალი არა დგა.
და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და აჰა ვაჭარნი იხილნეს მოგზაურნი ისმაიტელნი, მომავალნი გალადით, და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს მკურის-კევითა და შთახშითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.
ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვკლათ ძმაჲ ესე ჩუენი და დავსთხიოთ სისხლი მისი?
მოვედით და მივჰყიდოთ Ms. page: P89V ისმაიტელთა იმათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.
და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყვანეს იოსებ ისმაიტელთა მათ და შთაიყვანეს იგი ეგჳპტედ.
მიაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა ჯურღმულსა მას შინა და დაიპო სამოსელი თჳსი.
და მიაქცია ძმათა თჳსთა და თქუა: ყრმაჲ იგი იქა არა არს და ვიდრე-მე ვიდა?
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი მისი სისხლითა.
და მოუძღუანეს სამოსელი იგი ჭრელი, შეართუეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისაჲ არს.
და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისაჲ არს. მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იგი, მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი
და დაიპო სამოსელი იაკობ და ძაძაჲ შეიმოსა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.
შეკრბეს ყოველნი ძენი და ასულნი მისნი და მოვიდეს ნუგეშინის-ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემის. და თქუა: შთავიდე ძისა ჩემისა თანა ჯოჯოხეთა. და სტიროდა მას მამაჲ მისი.
ხოლო ისმაიტელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა მატაკარანსა.
და მას ჟამსა ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათაგან თჳსთა და მივიდოდა იგი კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.
და იხილა მუნ იუდა ასული ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავა, და მოიყვანა და შეირთო იგი ცოლად.
მიუდგა და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი ჱრ.
და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი ავნან.
და შესძინა მერმე Ms. page: P90R და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.
და მოჰგუარა იუდა პირმშოსა ძესა თჳსსა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა თამარ.
და იყო პირმშოჲ იგი ძჱ მისი ჱრ უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი ღმერთმან.
ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.
გულისხმა-ყო ავნან, ვითარმედ მისად არა იყო თესლი იგი. და ყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა მისისა, დასთხია თესლი ქუეყანასა, რაჲთა არა მისცეს ძმასა მისსა.
ბოროტ იყო წინაშე ღმრთისა საქმჱ ესე, რამეთუ იყო ესრჱთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.
ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა თჳსისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძჱ ჩემი, რამეთუ თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა ქურივად სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
მას ჟამსა მოუწოდა
Ms. page: P90R მას ჟამსა მოუწოდა ისუ ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძოსა ტომსა მანასჱსსა.
და ჰრქუა: თქუენ გესმა ყოველი, რომელი გამცნო მოსე, მონამან უფლისამან, და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი გამცნო თქუენ.
და არა დაუტევნეთ ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უმრავლჱსთა ვიდრე დღენდელად დღედმდე. დაიმარხენით მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი.
ხოლო აწ დააცხრვნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ჩუენნი, ვითარცა ჰრქუა მათ; აწ უკუე მიიქეცით და წარვედით სახიდ თქუენდა ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელი-იგი მოგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა.
არამედ დაიმარხეთ ფრიად ყოფად მცნებათა მათ და რჩულთა, რომელ გამცნო მოსე, მონამან უფლისამან, რაჲთა გიყუარდეს უფალი ღმერთი თქუენი Ms. page: P90V და ხჳდოდით ყოველთა გზათა მისთა, და ეკრძალნეთ მცნებათა მისთა, და იყვნეთ სამკჳდრებელ და ჰმსახურებდეთ მას ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.
და აკურთხნა იგინი ისუ და წარგზავნნა, და წარვიდეს ვანად თჳსა.
და კერძოსა ტომსა მანასჱსსა მისცა მოსე ბასანით კერძო და წარავლინნა. და, რაჟამს წარავლინნა იგინი ვანად თჳსა, აკურთხნა იგინი ისუ.
და ესრეთ ჰრქუა მათ. ხოლო იგინი საფასითა დიდითა წარვიდეს ვანად თჳსა და საცხოვარი დიდძალი ფრიად, რამეთუ განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთაჲ ძმათა თანა.
და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და კერძო ტომი მანასჱსი ძეთაგან ისრაჱლისათა სელემით, ქუეყანით ქანანისაჲთ, მისლვად გალადდ, ქუეყანასა მას სამკჳდრებელისა მათისასა, რომელი-იგი დაიმკჳდრეს ბრძანებითა უფლისაჲთა ჴელითა მოსჱსითა.
და მივიდეს იგინი გალადდ იორდანისასა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, და აღაშჱნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძომან ტომმან მანასჱსმან ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვად.
და ესმა ძეთა ისრაჱლისათა და თქუეს: აჰა ესერა აღაშჱნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძომან ტომმან მანასჱსმან ბომონი საზღვართა ქუეყანისა ქანანისათა გალადს იორდანისასა წიაღ ძეთა ისრაჱლისათა.
და შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი სელომს აღსლვად და ბრძოლად მათა.
და მიავლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა მიმართ რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძოჲსა მის ტომისა Ms. page: P91R მანასჱსა ქუეყანად გალადისა ფინეეზ, ძჱ ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, მღდელთ-მოძღურისაჲ.
და ათნი მთავარნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან მამათაჲსა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა; მთავარნი სახლთა მამათანი იყვნეს ათასისთავნი ისრაჱლისანი.
და მივიდეს იგინი ძეთა თანა რუბენისთა და ძეთა თანა გადისთა და კერძოჲსა მის ტომისა მანასჱსა ქუეყანად გალადისა და ეტყოდეს მათ და ჰრქუეს:
ამას იტყჳს კრებული ძეთა ისრაჱლისათაჲ: რაჲ არს ცოდვაჲ ესე, რომელი სცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა გარე-მოქცევად დღეს უფლისაგან, და აღაშჱნეთ თქუენ თავისა თქუენისა ბომონი და განსდეგით თქუენ უფლისაგან?
მცირე-მე არსა თქუენდა ცოდვაჲ იგი ფოგორისაჲ, რამეთუ არა განწმედილ ვართ მისგან ვიდრე აქამომდე, რამეთუ იყო რისხვაჲ მისთჳს კრებულსა ამას უფლისასა?
და თქუენ გარე-მიიქეცით უფლისაგან, და უკუეთუ გარე-მიიქეცით თქუენ დღეს უფლისაგან, და ხვალე ყოველსა ზედა ისრაჱლსა იყოს რისხვაჲ.
და აწ უკუეთუ მცირე არს ქუეყანაჲ ეგე მკჳდრობისა თქუენისაჲ, წიაღმოვედით ქუეყანასა ამას სამკჳდრებელისა უფლისასა, სადა დამკჳდრებულ არს კარავი იგი უფლისაჲ, და დაიმკჳდრეთ ჩუენ შორის და უფლისაგან ნუ განსდგებით ამისთჳს, რამეთუ აღაშჱნეთ თქუენ ბომონი გარეშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.
ანუ არა აქარ, ძემან ზარაჲსმან, ცოდვაჲ ცოდა შენაჩუენებისა მისგან, და ყოველსა კრებულსა ზედა ისრაჱლისასა იყო რისხვაჲ ღმრთისაჲ და ესე მარტოღა იყო, ნუუკუე მარტოჲ მოკუდაა მისითა მით ცოდვითა?
მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძომან Ms. page: P91V ტომმან მანასჱსმან ათასის თავთა მათ ისრაჱლისათა და ჰრქუეს:
ღმერთი ღმერთი უფალი არს და ღმერთმან ღმერთმან უფალმან იცის და ისრაჱლი თავადმან იცის, უკუეთუ განდგომილებით ვცოდეთ წინაშე უფლისა, ნუმცა მიჴსნის ჩუენ უფალი ამას დღესა.
უკუეთუ ვაშჱნოთ თავისა ჩუენისა ბომონი, რაჲთა განვდგეთ უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა შევწიროთ მის ზედა შესაწირავი მსხუერპლთაჲ ანუ ვყოთ მის ზედა შესაწირავი ცხორებისაჲ, თავადმან უფალმან იძიენ.
არამედ მოშიშითა სიტყჳთა ვქმენით ესე და ვთქუთ: ნუუკუე ხვალე თქუან შვილთა თქუენთა შვილთა მომართ ჩუენთა: "რაჲ არს თქუენი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა თანა?
და რამეთუ საზღვარი დადვა უფალმან შორის თქუენსა და ჩუენსა იორდანე, და არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა თანა"; და უცხო ქმნენ ძეთა თქუენთა ძენი ჩუენნი, რაჲთა არა მსახურებდენ უფალსა.
და ვთქუთ ესრე ყოფად, რაჲთა ვაშჱნოთ ბომონი ესე არა თუ მსხუერპლთათჳს, არცა შესაწირავთა,
არამედ რაჲთა იყოს ესე საწამებელად შორის თქუენსა და ჩუენსა და შორის შვილთა თქუენთა და ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რაჲთა მსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა ნაყოფთაგან ჩუენთა და მსხუერპლთა ჩუენთა და შესაწირავთა ჩუენთა, და არა თქუან შვილთა თქუენთა შვილთა მომართ ჩუენთა, ვითარმედ: არა არს თქუენდა ნაწილ უფლისა თანა.
და ვთქუთ: უკუეთუ იყოს, სადა-მე იყოს და იტყოდიან ჩუენდა მომართ გინა თუ ნათესავთა ჩუენთა მომართ ხვალე? და თქუან: იხილეთ აწ მსგავსები საკურთხევე ლისა უფლისაჲ, რომელი ქმნეს მამათა ჩუენთა არა ნაყოფთათჳს და არცა მსხუერპლ თათჳს, არამედ საწამებელ არს შორის ჩუენსა და თქუენსა და შორის შვილთა ჩუენთა და თქუენთა.
ხოლო ნუ იყოფინ განდგომაჲ ჩუენი უფლისაგან დღენდელსა Ms. page: P92R ამას დღესა, ვითარმცა განვდეგით უფლისაგან და ვაშჱნეთ საკურთხეველი ნაყოფთათჳს და შესაწირავთა მშჳდობისათა და მსხუერპლთათჳს ცხორებისათა თჳნიერ საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.
და ვითარცა ესმა ესე ფინეეზს მღდელსა და ყოველთა მთავართა კრებულისათა, რომელნი იყვნეს მის თანა, სიტყუანი ესე, რომელთა ეტყოდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და კერძო ტომი მანასჱსი, სთნდეს სიტყუანი ესე.
და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძოსა ტომსა მანასჱსსა: დღეს ვცან, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი, ამისთჳს რამეთუ არა სცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ცოდვაჲ.
და მიიქცა და წარვიდა ფინეეზ მღდელი და მთავარნი იგი მათ თანა ძეთაგან რუბენისთა და ძეთაგან გადისთა და კერძოჲსა ტომისა მანასჱსისა ქუეყანით გალადით ქუეყანასა მას ქანანისასა ძეთა მიმართ ისრაჱლისათა და უთხრნეს მათ სიტყუანი ესე.
და სათნო უჩნდა მათ სიტყუაჲ ესე, და აკურთხეს ღმერთი ძეთა ისრაჱლისათა; და ეტყოდა ფინეეზ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ნუღარა ახუალთ ბრძოლად მათა და მოსრვად ქუეყანისა მის ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძოჲსა მის ტომისა მანასჱსა, და დაეშჱნნეს იგი მთასა ზედა.
და დასდვა ისუ სახელი ბომონსა მას ბომონი რუბენისი და გადისი და კერძოჲსა მის ტომისა მანასჱსი და ჰრქუა მათ, ვითარმედ: საწამებელ არს ესე შორის მათსა, რამეთუ უფალი ღმერთი ღმერთი მათი არს.
გულის სიტყუანი
Ms. page: P92R გულის-სიტყუანი მართალნი მსჯავრ არიან, ხოლო უღმრთონი იწურთიდენ ზაკუვასა.
სიტყუანი უღმრთოთანი ზაკუვით, ხოლო პირმან მართალმან Ms. page: P92V იჴსნნეს იგინი.
ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს, ხოლო სახლნი მართალთანი დაადგრენ.
პირი გონიერი იქებოდის კაცთაგან, ხოლო გულ-სნეული იგი შეურაცხ-იქმნეს.
უმჯობჱს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს და ნაკლულევან იყოს პურითა.
სწავლობნ მართალი სულთა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწილნი უღმრთოთანი უწყალო.
რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან, რომელთა დასჯერებიეს ღჳნოსა ზედა ქცევაჲ, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტეოს საყუედრელი.
გულის-თქუმანი უკეთურისანი ბოროტ არიან, ხოლო ძირნი ღმრთის მსახურთანი -- ძრიელებათა შინა.
ცოდვისაგან ბაგეთაჲსა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან. ხოლო რომელი ხედვიდეს სიწრფოებით, შეიწყალოს; ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა, მან აჭირვოს კაცსაცა.
ნაყოფისაგან სული კაცისაჲ განძღეს პურითა, და მისაგებელი ბაგეთაჲ მოეცეს მას.
გზანი უგუნურთანი მართალ ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.
უგუნური იგი დღითი დღედ მოუთხრობნ რისხვასა, ხოლო იფარავნ უპატიობასა გონიერი.
განცხადებული სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამჱ ცრუთაჲ -- ზაკულ.
არიედ, რომელნი იტყჳედ განმკუეთებელ ვითარცა მახჳლი. ხოლო ენამან ბრძენმან განკურნის.
ბაგეთა მართალთამან წარიმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა ცრუსა ენაჲ აქუნ ცრუჲ.
ზაკუვაჲ გულსა შინა მოქმედსა ძჳრისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობისა ყოფაჲ, იხარებენ.
არა სთნავს სამართალსა Ms. page: P93R არარაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა.
საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკუვარნი, ხოლო რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ მის მიერ.
კაცი გულისხმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისაჲ, ხოლო გული უგუნურთაჲ შეემთხჳოს წყევასა.
ჴელმან რჩეულთამან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარტყუენულ.
Ms. page: P93R ამას იტყჳს მაღალი იგი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს _ წმიდაჲ წმიდათა შორის და სახელი მისი უფალ და მაღალ და წმიდათა შორის განსუენებულ, და სულმოკლეთა მოსცეს სულგრძელებაჲ და მოსცის ცხორებაჲ დამდაბლებულთა გულითა.
და არა უკუნისამდე გულმანკიერ ვიქმნე შურის-გებად, არა მარადის განგირისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემ მიერ გამოვიდეს, და ცხორებაჲ მე შევქმენ.
ცოდვისათჳს მცირედ რაჲ მე შევაწუხე იგი, ვტანჯე და გარემივიქციე პირი ჩემი მისგან, შეწუხნა და ვიდოდა გზათა მისთა მწუხარჱ.
და გზანი მისნი ვიხილენ და განვკურნენ და მივეც მას ნუგეშინის-ცემაჲ ჭეშმარიტი,
მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა და რომელნი მახლობელ არიან ...
უფალსა შეგესმინ ჩ{ემი}.
ხადილსა ჩემსა: