Ms. page: P93R მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რაოდენ-იგი განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა ზედა, ვინაჲთ დღითგან გამოხუედ ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე მოსლვადმდე ადგილსა მას, ურჩებით აღასრულეთ უფლისა მიმართ.
და ქორებსცა განარისხეთ უფალი ღმერთი და განრისხნა თქუენ ზედა მოსრვად თქუენდა.
და აღსლვასა მას ჩემსა მთად მოღებად ორთა მათ მცნებათა შჯულისათა, რომელი-იგი დაგიდვა შჯული უფალმან, და ვიყავ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, Ms. page: P93V პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ.
და მომცნა მე უფალმან ორნი ფიცარნი ქვისანი, დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა, და მას წერილ იყვნეს ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ.
და იყო, მეორმეოცესა დღესა და მეორმეოცესა ღამესა მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი შჯულისანი.
და მრქუა მე: აღდეგ და გარდაგუალე ამიერ ადრე, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, და გარდაჰჴდეს გზისა მისგან, რომელი ამცენ მათ, რამეთუ იქმნეს თავისა თჳსისა კერპი.
და მრქუა მე [უფალმან]: გეტყოდე შენ ერთ-გზის და ორ-გზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, და აჰა ესერა ქედ-ფიცხელი არს.
მაცადე და მოვსრნე იგინი და აღვჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე; და გყო შენ ნათესავად დიდად და უძრიელჱს ამათსა ფრიად.
და მოვიქეც და გარდამოვჴედ მიერ მთით, და მთაჲ იგი ეგზებოდა ცეცხლითა. და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
და ვიხილე, რამეთუ სცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იქმენით თავისა თქუენისა კერპი და გარდაჰჴედით გზისა მისგან, რომელი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
და მოვიხუენ ორნი იგი ფიცარნი და დავსთხიენ ორთაგანვე ჴელთა ჩემთა და დავმუსრენ იგინი წინაშე თქუენსა.
და ვევედრე წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი პირველ, მეორედ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ ყოველთა ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ სცოდეთ ყოფად ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა განრისხებად იგი.
და შეშინებულ ვარ გულის-წყრომისა მისისა და რისხვისა, რამეთუ განრისხნა უფალი თქუენ ზედა სრულიად მოსრვად თქუენდა. და შეისმინა ჩემი უფალმან მას ჟამსა შინა.
და აჰრონის ზედა განრისხნა უფალი ფრიად მოსპოლვად მისა; და ვილოცე აჰრონისთჳს მას ჟამსა შინა.
და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, Ms. page: P94R ჴბოჲ იგი მოივიღე და დავწჳ იგი ცეცხლითა, შევმუსრე და მოვგალე ფრიად, ვიდრემდის იქმნა იგი ვითარცა მტუერი, და შთავაბნიე ჴევსა მას, რომელი გარდამოვალს მთისა მისგან.
და ცეცხლით შემწუარსა მას და გამოცდასა მას და საფლავთა მათ ზედა გულის-თქუ მისათა განმარისხებელ იყვენით უფლისა ღმრთისა თქუენისა.
და ოდეს წარგავლინნა თქუენ უფალმან კიდჱთ ბარნისაჲთ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელი მიგეც თქუენ, და ურჩ ექმნენით უფალსა ღმერთსა თქუენსა და სიტყუათა მისთა და არა გრწმენა მისი, არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ;
და ურჩ ექმნენით უფალსა, ვინაჲთგან გამოგიცხადა თქუენ.
და ვევედრე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რაოდენ-იგი ვევედრე, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.
და ვილოცე უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო ღმერთო, მეუფეო ღმერთთაო, ნუ მოსრავ ერსა შენსა და ნაწილსა შენსა, რომელ იჴსენ ძალითა შენითა დიდითა, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
მოიჴსენე აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, მსახურნი შენნი, ნუ ჰხედავ სიფიცხესა ამის ერისასა, უღმრთოებასა და ცოდვასა მათსა.
ნუუკუე იტყოდიან მკჳდრნი მის ქუეყანისანი, ვინაჲ-იგი გამომიყვანენ ჩუენ, და თქუან, რამეთუ: ვერ შეუძლო უფალმან შეყვანებად ქუეყანასა მას, რომელი ჰრქუა მათ მიცემად, რამეთუ სძულდეს იგინი და მისთჳს განიყვანნა მოსრვად უდაბნოსა ზედა.
და ესე ერი შენი და ნაწილი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა.
მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ფიცარნი ქვისანი, ვითარცა პირველნი იგი, და აღმოგუალე ჩემდა მთად და ქმენ შენ კიდობანი ძელისაჲ.
და დავწერენ ფიცართა Ms. page: P94V მათ სიტყუანი იგი, რაოდენნი წერილ იყვნეს ფიცართა მათ პირველთა, რომელ შეჰმუსრენ, და დასხენ იგინი კიდობანსა მას.
და ვქმენ კიდობანი იგი ძელთაგან ულპოველთაჲ, და გამოვჰკუეთენ ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა პირველნი იგი, და აღვედ მე მთად. და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
და დაწერნა ფიცართა მათ წერილისა მისებრ პირველისა ათნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა. და მომცნა მე იგინი უფალმან.
და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და შთავსხენ ფიცარნი იგი კიდობანსა მას. რომელ ვქმენ. და იყვნეს იგინი მუნ, ვითარცა მამცნო მე უფალმან.
და ძენი ისრაჱლისანი აღიძრნეს ბეროთით ძეთაგან იოაკიმისთა. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა, და მღდელობდა ელიაზარ, ძჱ მისი, მის წილ.
და მიერ აღიძრნეს კადკადდ და [კად]კადით -- იტაბედ, ქუეყანად ჴევისა მის ნაწილთაჲსა.
მას ჟამსა შინა განაჩინა უფალმან ტომი ლევისი აღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა წარდგომად წინაშე უფლისა მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე აქა დღედმდე.
ამისთჳს არა არს ლევიტელთა ნაწილი და სამკჳდრებელ შორის ძმათა მათთა, უფლისა ღმრთისა ნაწილ არს მათა, ვითარცა ჰრქუა მათ.
და მე ვდეგ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და შეისმინა ჩემი უფალმან მას ჟამსა შინა და არა ინება მოსრვაჲ თქუენი.
და მრქუა მე უფალმან: ვიდოდე, წარვედ წინაშე ერისა მაგის და შეხჳდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.
{!} და აწ თქუენცა სამე
Ms. page: P94V და აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართ: ანუ თქუენ თანა აღესრულა სიბრძნჱ.
რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრი Ms. page: L135A -ვე არს არა უუგნურეს Ms. page: L135B ვარ თქუენსა.
რამეთუ მართალი კაცი და უბრალო იქმნა საკითხელ.
რამეთუ ჟამ[ად] დაწესებულად განმ[ზადებულ ი]ყო დაცემა[დ სხუათაგან] და სახლნი [გამოტყუ]ენვად [უშჯულოთ]აგ[ან].
ხოლო [ნუ]ვინ ესავნ, რომელი უკეთური იყოს, ვითარცა უბიწო იყო; რომელი-იგი განარისხებს უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მისი არა იყო.
არამედ ჰკითხეთღა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲ გა[უ]წყონ თქუენ.
მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ გრქუას რაჲმე, გინა გამო-[რა]ჲ-გითხრან თე[ვზთა ზ]ღუისათა.
ვინმ[ე არა უ]წყის ამათ ყოველთ[ა შორის], რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე?
არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოელთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?
რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოი ცნის ჭამადისაჲ:
მრავლით ჟამით Ms. page: L136A ნუ რაჲ არს [სი]ბრძნ[ისა] პოვნამ ანუ დაძუე[ლე]ბითა დღეთაჲთა მეც[ნი]ერებაჲ.
მის მიერ არს სიბრძნეჲ და [ძალი, მისი] არს ზრა[ხვაჲ და გულის]ხმის-[ყოფაჲ.
უკუეთუ] მან და[ა]მჴ[უას, ვინ აღა]შენოს? ანუ [დაჴშას] კაცთათჳს, ვინ სხუამან განაღოს?
უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქუეყანაჲ; უკუეთუ მოუტეოს, ერთბამად წარწყმიდოს იგი და დააქციოს.
მის მ[ი]ერ არს სიმტკიცჱ და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ.
წარ[სცნის მ]ზრახვალნი ტყუ[ედ და] მსაჯულნი ქუეყანი[სანი] განაკუირვნის.
დასხნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისაჲ.
განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.
დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი Ms. page: L136B და გულისხმის-ყოფაჲ მოხუცებულთაჲ იცის.
მიჰფინის უპატიოებაჲ მთავართაჲ და მდაბალნი განკურნნა.
სიღრმენი ბნელისანი გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.
შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი; გარდამოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარუძღუის მათ.
დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.
ვიდოდიან იგი ბნელსა და ნუ ნათელსა, და შესცთეს იგინი ვითარცა მთრვალნი.
აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურსა ჩემსა.
და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უგულისხმო ვარ თქუენსა.
არა ხოლო ეგრე, არამედ უფლისა მიმართ [ვი]ტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს.
ხოლო თქუენ Ms. page: L123A ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი.
იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ.
ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედვიდით.
ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყუით და მის წინაშე ზრახავთ ზაკუასა?
ანუ მერიდებით თქუენვე და თუით მსაჯულ იქმნენით?
კეთილმე არსა, უკუეთუ თქუენიცა გამოიკულიოს? დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას,
არავე რაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს.
არამე შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ?
და გექმნეს თქუენ ეგე ზახება სწორად ნაცრისა და ჴორცნი თქუენნი Ms. page: L123B _ თიჴანი.
დადუმენით, რაჲთა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან.
ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა და სული ჩემი დავდვა ჴელთა ზედა ჩემთა.
უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყის, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისა.
და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუაჲ არა შევიდეს.
ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი, ისმინნეთ, რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ ჩემსა.
აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა: მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ.
ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ დავდუმნე და მოვაკლდე.
დაყუდებად ჯერ-არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო.
ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე.
და მაშინ მიწოდე მე Ms. page: L124A და მე ვისმინო შენი, და მეტყოდე მე და მე მიგიგო შენ სიტყუაჲ.
რავდენ რაჲ არიან ცოდვანი ჩემნი? მასწავენ მე, ვინაჲ არიან?
რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხიე მე, ვითარცა წინააღმდგომი შენი?
ანუ ფურცლისა, ქარისა აღძრულისა მეშინოდის? ანუ ვითარცა ვითაჲ, რომელი მოაქუნ ნიავქარსა, წინააღმიდგები მე?
რამეთუ ასწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძუირნი, _ სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი;
დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა, დამიმარხენ ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა ეწიე,
რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული.
რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ მცირედ ცხორებული და სავსჱ რისხვითა,
გინა თუ ვითარცა ყუავილი რაჲ ყუავინ და დასცუივის, Ms. page: L124B წარჴდა ვითარცა აჩრდილიღა და არა დგას.
ანუ მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ?
არამედ ჴორცნი მისნი იზმდოდეს ხოლო სული
.... რაჲმეთუ კერპთა
Ms. page: P95R რამეთუ კერპთა შორის წარმართთაჲსა მოხედვაჲ იყოს, რამეთუ დაბადებულთაცა შორის სარგებელ არს და საცთური სულთათჳს კაცთაჲსა ვითარცა საფრჴჱ ფერჴთა უგუნურთასა.
რამეთუ დასაბამი განდგომილისაჲ მის კერპისაჲ და პოვნაჲ მათი და განხრწნაჲ ცხორებისაჲ.
და არა იყო სადა დასაბამითგან და არცა იყოს.
რამეთუ უცნებაჲ კაცთაჲ შემოჴდა სოფლად, მის გამო მწრაფლი აღსასრული მათ ზედა მოივლინა.
რამეთუ უჟამოსა გლოასა ზედა გოდებდა მამაჲ ადრე მიღებისათჳს შვილისა და ხატი შექმნა ოდესმე მომკუდრისა კაცისაჲ, აწ ვითარცა ღმერთსა პატივ-სცემს და მისცა მის ქუეშე მყოფთა საიდუმლოჲ მსახურებისაჲ.
და მერმე ჟამად-ჟამად დამტკიცნა უღმრთოებაჲ იგი და ჩუენებაჲ ესრჱთ, ვითარცა რჩული დაიდვა და მძლავრთა ბრძანებითა იმსახურებოდეს კერპნი,
რომელთა პირსპირ ვერ უძლეს პატივის-ცემად კაცთა შორის ყოფითა, შორისა იგი პირი გამოსახეს და ქმნეს გამოჩინებული ხატი მეფისაჲ, რაჲთა ვითარცა მუნ მყოფსა შორიელსა ექენებოდიან წრაფითა მით ბრძანებად რჩულისა,
ვიდრე უმეცართაცა მისა შემდგომად ხუროჲსა პატივის-ყოფამან მოიყვანნა იგინი,
რომლისაგან, ვინმე უწყის, მთავრისაჲ მის უნდა სათნო-ყოფაჲ და იარებოდა ხუროებით მსგავსებასა უმჯობესად.
რაჲთა სიმართლჱ იგი მოიძულოს უკეთჱსითა მით საქმითა, უწინარჱს მცირედისა ჟამისა პატივცემული კაცი სამსახურებელად შეჰრაცხა.
და ესე ქმნა სოფლისა ამის საცთურ, რამეთუ ბოროტსა რასმე, გინა მძლავრებასა ჰმონებენ კაცნი და უზიარებელი სახელი ქვათა და ძელთა დასდვეს.
და მერმე კუალად ვერ კმა-ეყო საცთური ესე ღმრთისა მიმართ უმეცრებისაჲ, არამედ დიდსა შინა ცხონდებოდეს უმეცრებისა ბრძოლასა და ესოდენსა ბოროტსა მშჳდობა ჰქჳან.
და შვილთა Ms. page: P95R კუალსა კერპთათჳს და ნუ ფარულსა საიდუმლოსა და ნუ სიცილსა ცვალებულთა რჩულთა და კრებასა ჰყოფდეს.
და არა ცხორებასა, არცა ქორწილსა წმიდასა და-მერმე-იმარხვენ, მოყუასი მოყუასსა ანუ შობასა მოჰკლავს.
და ყოველივე აღრეულად აქუს და სისხლი და კაცის-კლვაჲ და პარვაჲ და ზაკუვაჲ და ხრწნილებაჲ და ურწმუნოებაჲ,
და სულთა შეგინებაჲ, ქორწილისა უწესოებაჲ, და მრუშებაჲ და უწესოებაჲ;
და უწესოთა კერპთა მსახურებაჲ ყოვლისა ბოროტისა დასაბამი ბრალი, დასასრულ არს.
და ანუ იხარებედ რაჲ და სცთებიედ, ანუ წინაჲსწარმეტყულებედ ნაცილსა, ანუ ცხონდებიედ სიცრუვით, ანუ ცილსა ფუცვედ ზედაჲსზედა.
რამეთუ უსულოთა ესვენ კერპთა და ბოროტად ფუცვენ და ვნებასა არა მოელიედ.
ხოლო ორთავე ერთბამად მოუჴდეს მათ სამართალი, და რამეთუ ბოროტად იზრახეს ღმრთისათჳს და ხედვიდეს რაჲ კერპთა და ბოროტად ფუცვიდეს.
[არა] მათი ძალი იყოს მათა მიმართ, არამედ რომელნი ცოდვიდეს; სარჩელი მოვალს ცრუთა მათთჳს რჩულისა გარდასლვისათჳს.
ხოლო შენ, ღმერთო ჩუენო, ტკბილ ხარ და ჭეშმარიტ, სულგრძელ და წყალობით განაგებ ყოველსა.
და ღათუ ვცოდოთ, შენნი ვართ და ვიცით ძალი შენი; ხოლო არა თუ ვცოდოთ, ვიცით, რამეთუ შენდად შერაცხილ ვართ.
რამეთუ ცნობაჲ შენი ყოვლადვე სიმართლით არს, და სიმართლჱ შენი ძირი არს უკუდავებისაჲ.
ქრისტე შობად. ღამის თევასა:
აღგიაროთ შენ ღმერთსა აღგი{აროთ}.
მიუთხრობდეთ საკჳრველებათა.