) ს[ი]ნანულსა განვფენ რომელი და{დგრომილ}.
და ჰრქუა უფალმან
Ms. page: P81V და ჰრქუა უფალმან ღმერთმან სამოელს: ვიდრემდის ეგლოვ შენ საულს, რამეთუ მეცა განმიშორებიეს იგი არღარა მეფობად ისრაჱლსა შორის? და ჰრქუა უფალმან ღმერთმან სამოელს: აღავსე რქაჲ ეგე შენი ზეთითა და მოვედ და მიგავლინო შენ [იესჱსა] ბეთლემდ, რამეთუ ვიხილე ძეთა შორის მისთა ჩემდა მეფედ.
და ჰრქუა სამოელ: ვითარ მივიდე? და ესმეს საულს და მომკლას მე. ჰრქუა მას უფალმან: წარიბ ჴელითა შენითა დეაკეული ძროხათაჲ და თქუ, ვითარმედ: მსხუერპლისა შეწირვად უფლისა მივალ.
და ხადო იესეს და ძეთა მისთა მსხუერპლსა მას ზედა და გაუწყო, რაჲ ჰყო შენ; და სცხო მეფედ ჩემდა, რომლისაჲ გრქუა შენ.
და ყო ეგრე სამოელ, ვითარცა ეტყოდა მას უფალი. და მივიდა Ms. page: P82R ბეთლემდ, და განუკჳრდა მოხუცებულთა მის ქალაქისათა მისლვაჲ იგი მისი, და ჰრქუეს: მშჳდობით არსა შემოსლვაჲ ეგე შენი, მხილველო?
და ჰრქუა: მშჳდობით, მსხუერპლისა შეწირვად უფლისა მოვალ; განწმიდენით და ინაჴ-იდგით დღეს ჩემ თანა მსხუერპლსა ამას ზედა, და განწმიდნა იესე და ძენი მისნი და ხადა მათ მსხუერპლსა მას ზედა.
და იყო მოსლვასა მას მათსა, იხილა ელიაბ და თქუა, ვითარმედ: წინაშე უფლისა-მე არსა ცხებული მისი?
ჰრქუა უფალმან სამოელს: ნუ ხედავ პირსა მაგისასა, ნუცა ქმნულებასა სიმწჳსისა მაგისისასა, რამეთუ შეურაცხ-ვყავ ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცმან იხილის, ეგრე ხედავნ ღმერთი, რამეთუ კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა.
და მოუწოდა იესე ამინადაბს, და მოვიდა წინაშე პირსა სამოელისსა და თქუა: არცა ესე გამოირჩია უფალმან.
და წამოიყვანნა იესე შჳდნი ძენი მისნი წინაშე სამოე[ლისა], და ჰრქუა სამოელ იესეს: არა გამოირჩია უფალმან ამათგან.
ჰრქუა სამოელ იესეს: ესოდენ არიან ყრმანი შენნი? ჰრქუა იესე: არს-ღა ერთი უმცირჱსი, და მწყსის იგი სამწყსოსა. და ჰრქუა სამოელ იესეს: მიავლინე და მოიყვანე იგი, რამეთუ არა ინაჴ-ვიდგა ვიდრე მოსლვადმდე მისა აქა.
და მიავლინა იესე, და მოიყვანა დავით წინაშე სამოელისა. და იყო იგი მწითურ პირითა და შუენიერ თუალითა და კეთილ ხილვითა უფლისაჲთა. და ჰრქუა უფალმან სამოელს: აღდეგ და სცხე მაგას ...
... წინაშე ძმათა მისთა, და მოიწია სული წმიდაჲ დავითის ზედა მიერ დღითგან და მერმეცა. და აღდგა სამოელ და წარვიდა არმათემდ.
და სული უფლისაჲ განეშორა საულს, და შეიპყრა იგი სულმან ბოროტმან უფლისა მიერ და შეაშთობდა მას.
და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა ესერა სული ბოროტი უფლისა მიერ შეგაშთობს შენ.
თქუედ, უფალო, მონათა შენთა წინაშე შენსა, და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი, Ms. page: P82V რომელმან იცოდის გალობაჲ ქნარითა. და რაჟამს იყოს სული იგი ბოროტი შენ ზედა ღმრთისა მიერ, და გალობდეს ქნარითა მისითა, და კეთილ იყოს შენდა და განგისუენოდის შენ.
და ჰრქუა საულ მონათა თჳსთა: მიძიეთ მე კაცი, რომელმან იცოდის გალობაჲ და მოიყვანეთ იგი ჩემდა.
მიუგო ერთმან მონათა მისთაგანმან და ჰრქუა მას: მე ვიხილე ძეთაგან იესჱსთაჲ ბეთლემს, რომელმან იცის გალობაჲ, და კაცი იგი არს გულისხმის-მყოფელი, მჴნე ბრძოლასა, ძრიელ ძალითა და ბრძენ სიტყჳთა და კეთილ საქმითა, არამედ უფალი არს მის თან.
და მიავლინა საულ მოციქული იესჱსა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძჱ შენი, რომელი არს სამწყსოსა გარე.
და მოიბა იესე კარაული და აჰკიდა მას სათუელი პურისაჲ და თხიერი ღჳნითა და თიკანი ერთი თხათაჲ და მიუძღუანა ჴელითა დავითისითა, ძისა თჳსისაჲთა, საულს.
და წარდგა წინაშე მისსა, და იყო დავით მიმრთუმელ მშჳლდ-კაბარჭისა მისისა.
და მიავლინა საულ იესჱსა და ჰრქუა: დეგინ დავით წინაშე ჩემსა, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემსა.
და არნ, ოდეს მოიწიის სული იგი ბოროტი უფლისა მიერ საულის ზედა, მოიღის დავით ქნარი ჴელითა თჳსითა და გალობნ; და განისუენის საულ, და კეთილ არნ მისა, და განეშორის მისგან სული იგი ბოროტი.
და იყო განთიად
Ms. page: P82V და იყო განთიად, წარიყვანა ბალააკმან ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბალაამისასა და აჩუენა მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაგანი.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადენ შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი.
და ყო ეგრე ბალააკ, ვითარცა ჰრქუა ბალაამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა შენსა ზედა, და წარვიდე. და Ms. page: P83R გამომეცხადოს მე ღმერთი ჩუენებით, და სიტყუაჲ, რომელი გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალააკ შესაწირავსა მას მისსა ზედა.
და ბალაამ მივიდა კითხვად მისა ღმრთისა, და მივიდა მართლ. და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა ბალაამ: შჳდნი ბომონნი მიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
და მოსცა უფალმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და [ჰრქუა]: ესრე არქუ.
და მიიქცა მისსა, ხოლო იგი დგა მრგულიად-დასაწუველთა მათ მისთა ზედა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა. და იყო სული ღმრთისაჲ მის ზედა.
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: შუამდინარით მომხადა მე ბალააკ მეფემან მოაბისამან მთავართაგან აღმოსავალისათა და თქუა: მოვედ და დაწყევე იაკობი, და მოვედ და დაწყევე ისრაჱლი.
რაჲ ვსწყეო, რომელსა არა სწყევს უფალი? ანუ რაჲ დავწყეო, რომელსა არა სწყევს ღმერთი?
არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი ბორცუთაგან განვიცადო იგი; აჰა ესერა ერი მარტოჲ დაეშჱნოს და შორის წარმართთა შეირაცხოს.
ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი ანუ ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ? მოკუედინ სული ჩემი სულისა თანა მართალთაჲსა, და იყავნ ნათესავი ჩუენი ვითარცა ნათესავი მათი.
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და აჰა ესერა აკურთხენ კურთხევით.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
და ჰრქუა მას ბალააკ: მოვედ ჩემ თანა მერმეცა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო, და დაწყევე იგი მიერ.
და წარიყვანა იგი Ms. page: P83V აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა მაგას შენსა ზედა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე არქუ.
და მოიქცა იგი. და ბალააკ დგა მრგულიად-დასაწუველსა მას მისსა ზედა, და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას: რაჲ გრქუა შენ ღმერთმან?
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: აღდეგ, ბალააკ, ისმინე და ყურად-იღე მოწამემან, ძემან სეფორისმან.
არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძჱ კაცისაჲ რისხვად. მან თქუას [და] არა ყოს? თქჳს და არა დაადგრის?
აჰა ესერა კურთხევად მიწყიეს; ვაკურთხო და არა მოვაქციო.
არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა. არა იხილოს სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა არს და დიდებულნი მთავარნი შორის მისა.
ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანა იგი ეგჳპტით ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ.
რამეთუ არა არს ზმნაჲ შორის იაკობსა, არცა მისნობაჲ შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
აჰა ესერა ერმან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბრდღუენდეს; არა დაიძინოს, ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას და ნუცა კურთხევით აკურთხევ მას.
მიუგო ბალაამ ბალააკს და ჰრქუა მას: არა გეტყოდეა შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას Ms. page: P84R ღმერთმან, იგი ვყო?
და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო სხუასა ადგილსა, სთნდეს თუ ხოლო ღმერთსა და დაწყევე იგი მიერ.
და წარიყვანა ბალააკმან ბალაამი თავსა მას ზედა ფოგორისასა, რომელი მიიწევის უდაბნოდ.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადენ მე შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი.
და ყო ეგრე ბალააკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ იგი ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად უფლისა, ვითარცა-იგი ჩუეულ იყო ზმნებითა, და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.
და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალაამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნა თესავად და იხილა სული ღმრთისაჲ მის ზედა.
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან, კაცმან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა;
რომელმან ხილვაჲ ღმრთისაჲ იხილა ძილსა შინა ზე მხილვარითა თუალითა თჳსითა:
ვითარ კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, და კარავნი შენნი, ისრაჱლ!
ვითარ მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარეთა ზედა და კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან, და ვითარცა ნაძჳ წყლის კიდესა.
გამოჴდეს ნათესავისაგან მისისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა, და ამაღლდეს მეუფებაჲ მისი და აღორძნდეს.
ღმერთი უძღოდა მათ ეგჳპტეს; ვითარცა მარტორქისა დიდებაჲ მისი; შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხჱ მისი ტჳნითურთ გამოსწოოს და ისრითა მისითა ერეოდის მტერთა.
ინაჴით განისუენოს ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, Ms. page: P84V ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ, და მწყევარნი მისნი წყეულ იყვნენ.
და განრისხნა გულის-წყრომით ბალააკ მის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი, და ჰრქუა ბალააკ ბალაამს: წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და აჰა ესერა კურთხევით აკურთხენ მესამედ.
და აწ ივლტოდე ადგილად შენდა. ვთქუ, ვითარმედ გადიდო შენ, და აწ ჴუებულ იქმენ დიდებისაგან ჩემისა.
და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ-მეთქი.
მო-ღათუ-მცეს ბალააკ სახლი სავსჱ ვეცხლითა გინა ოქროჲთა, ვერ შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რაოდენი მრქუას მე უფალმან, ესე ვთქუა მე.
და აჰა ესერა წარვალ [ადგილდ ჩემდა]; მოვედ და გაზრახო, რაჲ უყოს ერმან მან ერსა მაგას შენსა აღსასრულისა დღეთა.
და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან, რომელსა ჭეშმარიტად ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი.
და მეცნიერ იყო მეცნიერებასა ღმრთისასა და ხილვაჲ ღმრთისაჲ იხილა ძილსა შინა, ზე ხილულ იყვნეს თუალნი მისნი.
უჩინო მას და არა აწ; ჰნატრო და არა მახლობელად. გამობრწყინდეს ვითარცა ვარსკლულავი იაკობისგან, და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი.
Ms. page: P84V და ისმინეთ ესე, რასა უფალი იტყოდა; უფალმან თქუა: აღდეგ და ეშჯოდე მთათა და ისმინეთ ბორცუთა ჴმაჲ.
უფლისაჲ ისმინეთ, ბორცუნო, სასჯელი უფლისაჲ და, ჴევთა, საფუძველოა ქუეყანისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ ერისა მიმართ თჳსისა ისრაჱლისა Ms. page: P85R თანაშეეტყუას.
ერო ჩემო, რაჲ გიყავ თქუენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე, ანუ რაჲთა გაურვე შენ? მომიგე მე სიტყუაჲ!
ამისთჳს რამეთუ აღმოიგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით და სახლისაგან კირთებისა გიჴსენ შენ და გამოვავლინე წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამ.
ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ-იგი ზრახა შენ ზედა ბალააკ, მეფემან მოაბისმან, ანუ რაჲ მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისმან, საბელთაგან ნაწილთაჲსა ვიდრე გალგალადმდე, რაჲთა საცნაურ იყოს სიმართლჱ უფლისაჲ.
რაჲთა-მე წარვეწიო უფალსა და შემწე ვეყო მე ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ ვეწიო მას მსხუერპლებითა ანუ ზუარაკებითა წელიწადეულითა?
უკუეთუ შეიწიროს უფალმან ათასეული ვერძთაჲ ანუ ბევრეული კრავთაჲ მართებულთაჲ? უკუეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უღმრთოებისათჳს და ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ -- ცოდვისათჳს სულისა მათისა?
მე გითხრა შენ, კაცო, რაჲ-იგი არს კეთილ, ანუ რასა ეძიებს უფალი შენგან, არამედ ნაყოფსა სიმართლისასა და რაჲთა გიყუარდეს წყალობაჲ და გამზადებულ ყოფად, რაჲთა ხჳდოდი ღმრთისა შენისა თანა.
ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ეწოდოს და აცხოვნნეს მოშიშნი სახელისა მისისანი.
მომხედენ ჴმასა ლოცვი{სა}.
სიტყუათა ჩემთა: