) შენ მეუფესა და უფალსა:
და აღიხილნა იაკობ
Ms. page: P108R და აღიხილნა იაკობ თუალნი თჳსნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.
ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი ღმრთისაჲ არს ესე. და უწოდა ადგილსა მას სახელი ბანაკებ.
წარავლინნა იაკობ მოციქულნი წინაშე ესავისა, ძმისა მისისა, ქუეყანად სეირდ, სოფელსა ედომისასა.
ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონაჲ შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე აქამომდე.
და მოვიგე ზროხაჲ და ცხოვარი, მონაჲ და მჴევალი და მივავლინე თხრობად უფლისა ჩემისა ესავისა. რაჲთა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.
და მოვიდეს მოციქულნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასი კაცი მის თანა.
ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და ზრუნვიდა და განყო ერი იგი მისთანაჲ და ცხოვარი და ზროხაჲ ოთხად ბანაკად.
და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს ესავ ბანაკსა ამას ერთსა და Ms. page: P108V მოსრას იგი, მეორეჱ(??) ბანაკი განერეს.
და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ისაკისო, ღმერთო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა და კეთილი გიყო შენ.
კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჴედ მდინარესა ამას. აწ ესერა ვიქმენ ორად ბანაკად.
განმარინე მე ჴელთაგან ძმისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედაჲ შვილთა ზედა.
და შენ სთქუ: კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლითა.
და დაიძინა მას ღამესა მუნ. და მოიღო, რომელი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა:
თხაჲ ორასი, ვაცი ოცი, ცხოვარი ორასი, ვერძი ოცი.
აქლემი ჴდალი და კიცუები მათ თანა ოც და ათი, ზროხაჲ [ფური ორმეოცი და] კუროჲ ათი, ვირი და კიცჳ მათი ოცი.
და მისცა ჴელთა მონათა სამწყსოჲ თჳსი და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და განაშორეთ სამწყსოჲ სამწყსოსა.
და ამცნო პირველსა და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ ანუ ვიდრე ხუალთ, ანუ ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა,
არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი მიუძღუანა ესავს და აჰა იგი შემდგომად ჩემსა მოვალს.
ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისსა, და ჰრქუა: მის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ ესავს, რაჟამს გპოვნეს თქუენ მან.
და არქუთ მას: აჰა მონაჲ შენი იაკობ მოვალს შემდგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო პირი მისი ძღუენითა მით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ Ms. page: P109R იცის, შემემთხჳოს მე.
და წინა-უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისსა. ხოლო მან დაიძინა მას ღამესა სავანესა მას.
და აღდგა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი მისნი და ათერთმეტნი ყრმანი მისნი და წარმოიყვანნა იგინი და წიაღმოჴდა წიაღმოსავალსა მას იაბუკისასა.
და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
და დადგა მუნ მარტოჲ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
ვითარ იხილა, ვითარმედ ვერ უძლავს მისა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბუშა ვრცელი ბარკლისა იაკობისი ბრძოლასა მას მის თანა.
და ჰრქუა კაცმან მან: განმიტევე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი. ხოლო იაკობ ჰრქუა მას: არა განგიტეო, ვიდრემდის არა მაკურთხო მე.
და მან ჰრქუა მას: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
მან ჰრქუა მას: არა გერქუას ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი, რამეთუ განძრიელდი ღმრთისა თანა და კაცთა თანა ძრიელ [იყო].
ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს სახელი შენი? და თქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი.
და უწოდა სახელი ადგილსა მას ხილვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვიხილე ღმერთი პირისპირ, და ცხონდა სული ჩემი.
უკუეთუ სჯდე უშიშად.
Ms. page: P109R უკუეთუ სჯდე უშიშად, უშიშად სჯდე, და თუ გეძინოს განსუენებით, განსუენებით გეძინოს.
და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედა-მოსლვასა, უღმრთოთა ზედა მოწევნულსა.
რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რაჲთა არა შეიძრა.
ნუ დააყენებ კეთილის ყოფასა ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნაჲ.
ნუ ეტყჳ: "წარვედ აწ და ხვალე მოვედო და გცე", ძალ-თუ-გედვას კეთილის ყოფად შენ.
და ნუ ჰზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა.
ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე გაქმნიოს ბოროტი.
ნუ მოიგებ კაცსა ბოროტსა მაყუედრებელად, ნუცა ჰბაძავ გზასა მათსა,
რამეთუ არა წმიდა არს წინაშე უფლისა და მართალთა თანა არა დაადგრის იგი.
წყევაჲ უფლისაჲ სახლსა შინა უღმრთოთასა, და საყოფელნი მართალთანი იკურთხნენ.
უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღიმაღლეს გინებაჲ.
ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისხმის-ყოფასა.
რამეთუ ნიჭსა კეთილსა მოგანიჭებ თქუენ. შჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებთ და დაუტეობთ.
რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისაჲ, მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა,
რომელნი მსწავლიდეს მე და მეტყოდეს მე: და დასჯერდინ სიტყუაჲ ჩემი გულსა შენსა, და დაიცვენ მცნებანი და ნუ დაივიწყებ;
ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა;
ნუცა დაუტევებ მათ, და შეგეწინენ შენ; ეტრფიალე მათ, და დაგიცვეს შენ.
გარე-მოიზღუდენ იგინი, და აღგამაღლონ შენ; პატივ-ეც, რაჲთა შეგიწყნაროს შენ
და მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა დიდებისაჲთა შეგამკოს შენ.
Ms. page: P109V და იყოს, მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, მხადოს მე მან "ქმარი ჩემი" და არღარა ხადოს მან "ალაამის".
[და მოიღოს სახელი ბალაამისი] პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა და მფ\რინველთა Ms. page: P110R ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა; მშჳლდი და ბრძოლაჲ და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით და დაგამკჳდრო შენ სასოებით.
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით და განკითხვით და წყალობით.
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით და იცნა შენ უფალი.
და იყოს, მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, ვისმინო მე ცისაჲ და ცამან ისმინოს ქუეყანისაჲ;
და ქუეყანამან ისმინოს იფქლისაჲ და ღჳნისაჲ, და მათ ისმინონ ეზრაელისაჲ (!).
და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არაშეწყალებული იგი და ვჰრქუა "არა ერსა ჩემსა": ერი ჩემი ხარი შენ; და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.
Ms. page: P110R და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და თქუა:
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მწყემსთა მისთა: ამას იტყჳს ადონა უფალი მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა: არა თავთა თჱსთა აძოებენ მწყემსნი იგი, არცა ცხოვართა ჩემთა აძოებენ მწყემსნი იგი.
აჰა, ეგერა, სძესა შეშჭამთ და მატყლსა შეიმოსთ და მსუქანსა მას დაჰკლავთ და ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.
უძრული იგი არა განაძრიელეთ და სნეული იგი არა განასუქეთ, და განტეხილსა მას არა შეუხჳეთ და შეცთომილი იგი არა მოაქციეთ და წარწყმედული იგი არა მოიძიეთ და ძრიელი იგი შრომით იქმნიეთ.
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი, რამეთუ არა აქუნდა მწყემსი, და იქმნნეს შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა.
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი ყოველთა ზედა მთათა და ყოველთა ბორცუთა მაღალთა და განიბნინეს პირსა ყოვილისა ქუეყანისასა და არა\ვინ Ms. page: P110V იყო მეძიებლ და არცა მომაქცეველ მათა.
ამისთჳს ისმინეთ, მწყემსნო, სიტყუაჲ უფლისაჲ:
ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონა უფალი, ამსთჳს, რამეთუ იქმნნეს ცხოვარნი ჩემნი წარსატყუენველ და შესაჭმელ მჴეცთა ქუეყანისათა, რამეთუ არა იყვნეს მწყემსნი და არა გამოიძინეს მწყემსთა მათ ცხოვარნი ჩემნი, და აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა და არა ცხოვართა ჩემთა,
ამისთჳს, მწყემსნო, ამას იტყჳს ადონა უფალი:
აჰა, ესერა, მწყესთა ზედა გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და მოგიხუნე იგინი ჴელთაგან თქუენთა და მოვაქცინე იგინი, რაჲთა არღარა ჰმწყსიდეთ ცხოვართა ჩემთა; და არღარა აძოებდეთ მერმე მწყემსნი, და განვარინნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა და არღარა იყვნენ შესაჭმელ მათა.
Ms. page: L144A რამეთუ ესრე იტყუის უფალი ...
გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბ\ნე Ms. page: L144B იგინი სოფელთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათა და ვაძოებდე მათ მთასა ზედა ისრაჱლისასა;
და ჴევნებსა და ყოველსა [შინა] სამკუიდრებელსა ქუეყანისასა საძოარსა კეთილსა ვაძოვნე იგინი; და იყვნენ სადგურნი მათნი მუნ; დაიძინონ და განისუენონ განსასუენებელსა კეთილსა და საძოარსა პოხილსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.
ამას იტყუის ადონაჲ უფალი ...
წარწყმედული მოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და განტეხილსა შეუხუიო, და მკელობელი განვაძლიერო, და ძლიერი დავიცვე და ვაძოვნე სამართალითა.
და განვაქარვო მჴეცი ბოროტი ქუეყანით, დაემკუიდრნენ უდაბნოთა და დაიძინონ მაღნართა შინა.
და მივსცე მათ მთის პირი ჩემი; და მოგცე თქუენ წუიმაჲ კურთხევისაჲ.
და ხეთა ველისათა მოვსცე ნაყოფი; და დაემკუიდრნენ იგინი ქუეყანასა მას Ms. page: L145A [მათსა სასოებითა მშუიდობი]საჲ[თა] და ცნან, რამეთუ მე ვა[რ უფალი].
შეგესემინ ღმერთსა ჩემი] Ms. page: P111RB ლოც{ვაჲ}.
კიდითგან ქუეყ{ა}ნისაჲთ შენ{დამი}: