ჰრქუა უფალმან
Ms. page: P124V ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთვე განთიად და დადეგ წინაშე ფარაოჲსა, რამეთუ აჰა იგი გამოვალს წყალთა მათ მდინარის კიდესა, და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებაჲ მათი, აჰა მე მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და სახ\ლთა Ms. page: P125R თქუენთა ზედა ძაღლის-მწერი და აღვავსნე სახლნი მეგჳპტელთანი ძაღლის-მწერითა.
და ვადიდო მას დღესა შინა ქუეყანაჲ იგი გესემისაჲ, რომელსა ზედა არს ერი ჩემი. და არა იყოს მუნ ძაღლის-მწერი, რაჲთა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისაჲ.
და მოვსცე განჩინებაჲ შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე.
და ყო უფალმან ეგრჱთ, და მოიწია ძაღლის-მწერი, სიმრავლჱ ფრიად სახლსა ფარაოჲსსა და სახლსა მსახურთა მისთასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და მოისრა ქუეყანაჲ ძაღლის-მწერითა მით.
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: წარვედით და შეწირეთ უფლისა ღმრთისა თქუენისა მსხუერპლი ქუეყანასავე თქუენსა.
ჰრქუა მას მოსე: ვერ შესაძლებელ არს ეგრჱთ ყოფად, საძაგელი ეგჳპტისაჲ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ საძაგელი ეგჳპტისაჲ შევწიროთ წინაშე მისსა, ქვითა განვიტჳნნეთ.
არამედ უდაბნოდ განვიდეთ და მუნ შევწიროთ ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მრქუა ჩუენ უფალმან.
და თქუა ფარაო: მე განგავლინნე თქუენ და მსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა უდაბნოს. არამედ არა შორად გასწურთეთ განსლვად. და ილოცეთ უკუე ჩემთჳსცა უფლისა მიმართ.
ჰრქუა მას მოსე: აჰა ესერა მე განვიდე შენგან და ვილოცო ღმრთისა მიმართ და წარვიდეს ძაღლის-მწერი შენგან და ერისა შენისაგან ხვალე. არამედ ნუღარა სცთები, ფარაო, ვითარმცა არა განუტევე ერი მსახურებად უფლისა.
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან და ილოცა ღმრთისა მიმართ, ვითარცა თქუა მოსე.
და მოისპო ძაღლის-მწერი იგი მისგან და მსახურთა მისთაგან და ერისა მისაგან და არა დაშთა მისგანი არცა ერთი.
და დაიმძიმა გული ფარაო მას ჟამსა შინა და Ms. page: P125V არა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.
ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ებრაელთაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერი ჩემი, არამედ მერმეცა კუალად იპყრო-ღა,
აჰა ესერა ჴელი უფლისაჲ იყოს საცხოვარსა შენსა ზედა, რომელ არს ველსა გარე, ცხენებსა ზედა და კარაულებსა ზედა, აქლემებსა, ცხოვარსა და ზროხასა სიკუდილი დიდი ფრიად.
და ვიდოდი მე შორის ცხოვართა ძეთა ისრაჱლისათასა და არა მოკუდეს საცხოვართა განი ძეთა ისრაჱლისათაჲ არცა ერთი.
და მოსცა უფალმან განჩინებაჲ და თქუა: ხვალევე ყოს უფალმან სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.
და ყო უფალმან სიტყუაჲ და მოისრა ყოველი საცხოვარი მეგჳპტელთაჲ, ხოლო საცხოვართაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა მოკუდა ერთიცა.
და იხილა ფარაო, რამეთუ არა მოკუდა საცხოვართაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არცა ერთი. და დაიმძიმა გული ფარაო და არა გამოავლინა ერი იგი.
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მოიღეთ თქუენ ჴელითა სავსჱ ნაცარი საჴუმილისაგან და აღაფქურიეთ იგი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა.
და იყავნ მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და იყოს კაცთა და ოთხფერჴთა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
და მოიღეს ნაცარი იგი საჴუმილისაგან წინაშე ფარაოჲსა და აღაფქურიეს ცად. და იყო ფაქლი გამომტკუფოლვარჱ გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერჴთა.
და ვერ ეძლო გრძნეულთა მათ წინა-დადგომად მოსესა ფაქლისა მისგან, რამეთუ იყო ფაქლი იგი გრძნეულთა მათ ზედაცა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
განფიცხნა გული ფარაოჲსი და არა ისმინა მისი, Ms. page: P126R ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე ხვალე წინაშე ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოავლინე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა,
რამეთუ აწ ჟამსა ამას მოვავლინო შენ ზედა ყოველნივე შემთხუევანი ჩემნი გულსა შენსა და მსახურთა შენთასა და ერსა შენსა ზედა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ არავინ არს ჩემებრ ყოველსა ქუეყანასა ზედა;
ხოლო აწ მივავლინო შენ ზედა ჴელი ჩემი და დაგცე შენ ქუუეყანით.
რამეთუ და-ვე ამისთჳს-იმარხე, რაჲთა ვაჩუენო ძალი ჩემი შენ ზედა, და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა;
რამეთუ კუალად მერმეცა იპყრობ-ვეღა შენ ერსა ჩემსა არა გამოვლინებად მათა.
აჰა ესერა მე ვაწჳმო ამას ჟამსა ოდენ ხვალე სეტყუაჲ დიდძალი ფრიად, რომელ ეგევითარი არასადა იყო ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა, ვინაჲთ დღითგან დაებადა ვიდრე აქა დღედმდე.
ხოლო აწ შენ იწრაფე და შეკრიბე საცხოვარი შენი და რაოდენი-რაჲ არს ველსა გარე, და რომელი არა შევიდეს სახლსა, დაეცეს მას და მოკუდეს.
რომელთა-იგი ეშინოდა სიტყჳსა მის უფლისაგან მსახურთა მათ ფარაოჲსთა, შეკრიბეს საცხოვარი მათი სახლებსა.
ხოლო რომელი არა ერჩდა გონებითა სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს საცხოვარი მათი ველსა ზედა.
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ზეცად და იყოს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, კაცსა ზედა და საცხოვარსა და ყოველსა მწუანვილსა ველისასა.
განირთხა ჴელი თჳსი მოსე ზეცად და უფალმან მოსცა ქუხილი და სეტყუაჲ და მიმოვიდოდა წყალი ქუეყანასა ზედა; და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
იყო სეტყუაჲ იგი, და ცეცხლი სეტყუასა მას შინა აღადყდებოდა. ხოლო სეტყუაჲ იგი იყო დიდ ფრიად, რომელ არა ყოფილ იყო ეგჳპტეს, ვინაჲთგან იყო ნათესავი მას ზედა.
და დასცა სეტყუამან მან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუ\ადმდე Ms. page: P126V და ყოველი მწუანვილი მოსრა სეტყუამან და ყოველი ხჱ ველისაჲ შემუსრა სეტყუამან.
ხოლო ქუეყანასა მას გესემისასა, სადა-იგი იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ.
მიავლინა ფარაო და მოუწოდა მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: ვცოდე აწღა უფლისა მიმართ. უფალი მართალ არს, ხოლო მე და ერი ჩემი შეცოდებულ ვართ.
ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ და დასცხრენ ყოფად ქუხილნი ესე უფლისანი და სეტყუაჲ და ცეცხლი, და განგავლინნე თქუენ და არღარა შესძინოთ დადგომად.
ჰრქუა მას მოსე: ვითარცა განვიდე ქალაქით, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ, და ჴმანი ესე დასცხრენ, და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა იყოს მერმე, რაჲთა სცნათ, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.
ხოლო შენ და მსახურნი შენნი გიცნი, რამეთუ არა გეშინის ღმრთისა.
სელი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი წარმო-ოდენ-დგომილ იყო და სელი თესლოოდა.
ხოლო იფქლი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.
გამოვიდა მოსე გარე ქალაქით ფარაოჲსგან და განიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ, და ქუხილი იგი დასცხრა, და სეტყუაჲ და წჳმაჲ არღარა დასწუთა ქუეყანასა ზედა.
ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ ქუხილნი იგი დასცხრეს და სეტყუაჲ და წჳმანი, შესძინა ცოდვად და დაიმძიმა გული მისი და მსახურთა მისთაჲ.
და განიფიცხა გული ფარაო და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს.
ცხოველ არს უფალი
Ms. page: P126V ცხოველ არს უფალი, რომელმან ესრჱთ დამსაჯა მე, და ყოვლისა-მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი.
ვიდრე საშუმინველი ესე ჩემ თანა-ღა იყოს და სული საღმრთოჲ ცხჳრთა შინა ჩემთა,
ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუვესა.
ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკო\ებაჲ, Ms. page: P127R
ვიდრე სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებისა საქმჱ.
არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყვნეს მტერნი ჩემნი და დაქცევაჲ უღმრთოთაჲ, და რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ვითარცა წარწყმედაჲ უსჯულოთაჲ.
და რაჲ-მე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულ-პყრობილ არს? ესვიდეს-ღა თუ უფალსა, გან-მე-ერესა?
ანუ ვედრებაჲ ჩემი ისმინოსა უფალმან? ანუ მო-ღათუ-ესმეს მას ურვაჲ,
აქუნდეს-მე რაჲ კადნიერებაჲ წინაშე მისსა? გინა თუ ხადოდის, ისმინოს მისი?
არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი არს ჴელთა შინა უფლისათა, და რაჲ-იგი არს ყოვლისა-მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.
აჰა ესერა ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედა-დამესხმით მე.
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძრიელთაჲ მოიწიოს ყოვლისა-მპყრობელისა მიერ მათ ზედა.
და დათუ განმრავლდენ ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ. გინა თუ განმწჳსნენ, პურის მთხოველვე იქმნენ; ხოლო რომელნი ცოცხალღა იყვნენ, შვილნი მათნი სიკუდილითა მოესრულნენ.
ქურივი მათი არავინ შეიწყალოს.
და ღათუ შეიკრიბონ ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ვითარცა თიჴაჲ შეიკრიბონ ოქროჲ,
ესე ყოველი შეიკრიბონ მართალთა და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად აღიპყრან.
და იქმნას სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი.
მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს; თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს.
რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი, და ღამე წარიღო იგი არმურმან.
აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.
და დაესხას მის ზედა და არა ერიდოს, ჴელისაგან მისისა სივლტოლით ივლტოდის.
დაიტყუელნეს მის ზედა ჴე\ლნი Ms. page: P127V მისნი, და წარიღოს იგი ადგილით მისით.
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი არს ოქროჲსაჲ, ვინაჲ გავალს.
რამეთუ რკინაჲ ქუეყანით გამოვალს, და რვალი ვითარცა ქვაჲ გამოირღუევის.
წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს: ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ,
განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან; ხოლო რომელთა დაივიწყნენ გზანი მართალნი, მოუძრულდენ კაცთაგან
უმჯობჱს არს სიბრძნჱ.
მარხვათა: ბ : კჳრიაკჱსა:
Ms. page: P127V ქადაგეთ ესე წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვიდოდეთ ყოველნი კაცნი მბრძოლნი.
დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლად და მანგლები თქუენი ლახურად; უძრული იგი იქადოდენ, ვითარმედ: ძალ-მიც.
შეკერბით და მოვედით ყოველნი თესლნი გარემოჲს და შეკერბით მუნ; მშჳდი იგი იყავნ მბრძოლ.
აღდეგით და აღვიდოდეთ ყოველნი ნათესავნი ღელესა იოსაფატისასა, რამეთუ მუნ დავჯდე გასჯად თესლებსა გარემოჲს.
გამოავლინენით მანგალნი, რამეთუ შემოწევნულ არს სთულებაჲ; შევედით და წნეხდით, რამეთუ სავსე არიან საწნეხელნი, და გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლებულ არიან უკეთურებანი მათნი.
ოხრით ოხრიდენ ღელვსა მას სასჯელისასა.
მზჱ და მთოვარჱ დაბნელდენ, და ვარსკულავთა დაიფარნენ ბრწყინვალებანი.
ხოლო უფალმან სიონით დაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი და შეიძრნენ ცანი და ქუეყანაჲ; ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძრიელნეს ძენი ისრაჱლისანი.
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელი დამკჳდრებულ ვარ სიონს, მთასა წმიდასა ჩემსა; და იყოს იერუსალჱმი [წმიდა], და უცხო თესლი არღარა განვიდეს მიერ.
და იყოს, Ms. page: P128R მას დღესა შინა გამოადინებდენ მთანი სიტკბოებასა და ბორცუნი -- სძესა, და ყოველთა გამოსატევებელთა იუდაჲსთა დიოდიან წყალნი, და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდოდის და მოჰრწყვიდეს ჴევსა მას ნაწილთასა.
ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ -- ველად განრყუნისა სიცრუვეთაგან ძეთა იუდაჲსთა, ამისთჳს რამეთუ დასთხიეს სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა ზედა.
ხოლო ჰურიასტანი უკუნისამდე ეგოს და იერუსალჳმი თესლით თესლამდე.
და შურ ვიგო თესლისაგან მათისა და არა უბრალო ვყვნე იგინი, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა.
ნეტარ არიან რომელნი და ვიდრე გაქებდენ
რაჲმეთუ საყუარე{ლ} ვიდრე ცხოველისა: