)
ქრისტე შობად:
) ეკრძალენით
განცხადებითგან: ვ : დღესა:
) მბრძოლი ჩუენი: მტერი დაჰ{სთრგუნე}. {!}
და იყო
Ms. page: P128R და იყო, შემდგომად სიტყუათა მათ შესცოდა მთავარმა ღჳნის-მნემან მეფესა ეგჳპტისასა და მეპურეთ-მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.
და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნის-მნესა და მეპურეთ-მოძღუარსა,
და მისცნა იგინი საპყრობილედ მზარაულთ-მოძღურისა მის, ადგილსა, სადა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთ-მოძღუარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა, და იყვნეს იგინი საპყრობილესა მას შინა მრავალ დღე.
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ, ღჳნის-მნემან და მეპურეთ-მოძღუარმან, რომელნი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტისანი, და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, და იყვნეს Ms. page: P128V შეძრწუნებულ.
ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოჲსთა, რომელნი იყვნეს მის თანა საპყრობილესა შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან?
ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ არავინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქუმაჲ მათი? მითხართ იგი მე.
და უთხრა ღჳნის-მნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა ვხედევდ, და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა.
და ვენაჴსა მას სამნი ძირნი, და იგი აღმოსცენდა, და აღორძნდა მორჩი, და მწიფე იყვნეს ტევანნი.
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა [და მივეც] სასუმელი იგი [ჴელსა მისსა].
ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
სამნიღა დღენი წარჴდენ, და მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ იგი შენი და კუალად დაგადგინოს ღჳნის-მნეობასავე შენსა, და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირის-მწდე.
და მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გეყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა, და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.
რამეთუ პარვით წარმომიყვანეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ, და აქა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.
და ვითარცა იხილა მეპურეთ-მოძღუარმან მან, რამეთუ მართლ გამოუთარგმანა მას, და ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა, ვითარმედ სამნი ლანკლანი სამინდოჲთა მედგნეს თავსა ჩემსა.
ხოლო ლანკლასა მას ზედაკერძოსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფჱ ფარაო, ქმნული მეპურეთ-მოძღურისაჲ, და მფრინ\ველნი Ms. page: P129R ცისანი შეშჭამდეს ლანკლისა მისგან, რომელი იყო ზედა თავსა ჩემსა.
მიუგო იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი იგი ლაკლანი სამნი დღენი არიან.
სამნიღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს თავი შენი შენგან ფარაო და დამოგკიდოს ძელსა, და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი.
და იყო, მესამესა დღესა დღჱ იყო შობისა ფარაოჲსი და სუმაჲ დიდი ყოველთა მონათა ფარაოჲსთაჲ; და მოეჴსენა პატივი ღჳნის-მნისაჲ მის და პატივი მეპურეთ-მოძ ღუარისაჲ შორის მონათა მისთა.
და კუალად დაადგინა ღჳნის-მნჱ იგი მთავრობასავე თჳსსა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსსა.
ხოლო მეპურეთ-მოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმანა იოსებ.
ხოლო ღჳნის-მნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
Ms. page: P129RB რაჲმე ვყო უკუეთუ
Ms. page: P129R რაჲ-მე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინა თუ მოხედვასა -- და მეტყოდის, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგო?
ანუ ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყვნეს საშოსა შინა; ვიყვენით მასვე შინა მუცელსა?
უძრულთა ოდეს სადა რაჲ უჴმდა, და დავაკლეა? ანუ თუალნი ქურივისანი ოდეს სადა შევაურვენ?
ანუ თუ პური სადა ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც?
რამეთუ სიჭაბუკით ჩემითგან ვზრდიდი მათ ვითარცა მამაჲ, დედის მუცლით ჩემითგან უძეღუ მათ.
ანუ უგულებელს-სადა-მე-ვყავ შიშუელი და დარდომილი არა შევმოსე?
და უძრულნი ყოველნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევისაგან ცხოვართა ჩემთაჲსა განტფებოდეს ბეჭნი მათნი.
ანუ თუ გან-სადა-ვირთხ ჴელი ჩემი ობოლსა ზედა გულ-პყრობით, ვითარმედ მრავალ შეწყნარება არს ჩემ Ms. page: P129V თანა?
წარ-მცა-მვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ.
რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.
გინა თუ დავჰფალ მიწასა შინა ოქროჲ, გინა თუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ?
ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ თუ რიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი?
ანუ თუ არა ვხედევდ მზესა აღმომავალსა და შთამავალსა და მთოვარესა მოკლებულსა და სავსესა, რამეთუ ამათ ზედა არს?
ანუ თუ სადა სცთა იდუმალ გული ჩემი და ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე?
ესეცა უსჯულოებად შემერაცხების დიდად, რამეთუ ვტყუვემცა წინაშე ღმრთისა მაღლისა.
ანუ მო-სადა-მცხრებოდა დაცემაჲ მტერისა ჩემისაჲ და თქუა სადა გულმან ჩემმან: ვაშა?
ესმისმცა ყურსა ჩემსა წყევაჲ ჩემი და მისათხრობელმცა ვარ მე ერისაგან ძჳრად.
მრავალ-გზის სადა მითქუემს მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთა მისთაგან განძღებად? ფრიად ტკბილ ვიყავ მე.
გარეშჱ უცხოჲ არა სადა დადგაა სახლსა ჩემსა, რამეთუ კარი ჩემი ყოველთათჳს მომავალთა განღებულ იყო?
გინა თუ ვცოდე სადამე ნებსით და დავმალე ცოდვაჲ იგი ჩემი?
რამეთუ არა შევიკდიმე მე სიმრავლესა ერისასა თხრობაჲ ჩემი, ანუ თუ უძრული განუტევე ცარიელი წიაღითა?
ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისაგან უფლისა მეშინოდა.
რამეთუ ჴელით-წერილით თუ ვისიმე მაქუნდა, და მჴართა ჩემთა დავიდევ.
და განვხეთქე და მივეც მათ და არარაჲ მოვიღე თანა-ნადებისა მისგანი.
და არცა ქუეყანამან სადა სულთ-ითქუნა ჩემთჳს და არცა ურნატი მისი ტიროდა ერთბამად.
გინა თუ ძალი მისი შევ\ჭამე Ms. page: P130R მე მარტომან, ანუ სადა დავიპყარ ქუეყანაჲ და სული ქუეყანის უფლისაჲ მის შევაწუხე,
იფქლისა მის წილმცა აღმომიცენდების მე ჯინჭარი და ქრთილისა წილ -- მაყუალი.
Ms. page: P130R ... მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი. და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?
უკუეთუ უბრკუმოს კაცმან ღმერთსა? რამეთუ თქუენ მიბრკუმობთ მე. და თქუენ სთქუთ: რაჲთა გიბრკუმობთ? რამეთუ ათეულნი და პირველნი ნაყოფთა თქუენთანი არიან.
და ქუე-გახედვით გამხედავთ მე და თქუენ მიბრკუმობთ მე.
წელიწადი დაესრულა, და შეიღეთ ნაყოფი საუნჯეთა, და იყო ტაცებაჲ სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით ამისგან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რაჲთა განგიხუნე თქუენ გარდამოსაქანელნი ცისანი და მოვჰფინო თქუენ ზედა კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმა იყოს.
და გიბრძანო თქუენ საზრდელად და არა განვრყუნე ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ, და არა მოუძრულდეს ვენაჴი აგარაკისა თქუენისაჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.
და გნატრიდეს თქუენ ყოველი თესლები, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა ზედა ნებიერ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.
შევიყუარე რაჲმეთუ ისმი{ნა}.
რაჲმეთუ მოყო ყური მისი ჩემ{და}.