)
დიდსა: პარასკევსა:
არს სარწმუნოებაჲ
Ms. page: P130R არს სარწმუნოებაჲ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა.
რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი.
სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნენი იგი სიტყჳთა ღმერთისაჲთა, არასაჩინოჲსაგან ხილულად შექმნულისა.
ამის ყოფასა სარწმუნოებით უმრავლჱსი Ms. page: P130V მსხუერპლი შეწირა აბელმან კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა მით მსხუერპლთა მათ მისთათჳს: და მისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე.
სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან; და პირველად ცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-ეყო ღმერთსა.
ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოვალს ღმრთისა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა კუალად სასყიდლისმომცემელ ეყვის.
სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად თავისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.
სარწმუნოებით აბრაჰამსა უწოდა რაჲ, ერჩდა იგი გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა მიერ, და არა უწყოდა, ვიდრე ვიდოდა.
სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისაკის და იაკობის თანა, თანამკჳდრთა მისვე აღთქუმისათა;
რამეთუ მოელოდა, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა ხუროჲთ მოძღუარ და შემოქმედ მისა ღმერთი არს.
სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მოიღო შესაწყნარებლად თესლისა და გარდასრულმან ჟამთამან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას.
ამისთჳსცა ერთისაგან იყვნეს და ესენი მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი სიმრავლითა და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ.
სარწმუნოებით მოწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო Ms. page: P131R აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუეყანასა ზედა;
რამეთუ რომელნი ამას იტყჳან, გამოაჩინებენ, რამეთუ სოფელსა ეძიებენ.
და თუმცა ამას მოიჴსენებდეს, აქუნდამცა ჟამი მუნვე მიქცევისაჲ.
ხოლო აწ უმჯობჱსსა გული ეტყჳს; ესე იგი არს ზეცისაჲ; ამისთჳსცა არაჲ სირცხჳლ-უჩნდა ღმერთსა სახელის-დებად მათა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ საყოფელად ქალაქი.
სარწმუნოებით შეწირა ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან-იგი აღთქუმაჲ მოიღო,
რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.
ესრჱთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისაგან იგავით მოიყვანა იგი.
სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი.
სარწმუნოებითა იაკობ, მო-რაჲ-კუდებოდა, თითოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოეჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.
სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თთუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს, მკჳრცხედ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისთჳს მეფისა.
სარწმუნოებით მოსე, გან-რაჲ-მწჳსნა, უარ-ყო სახელის-დებად შვილად ასულისა ფარაოჲსა,
უფროჲს გამოირჩია თანაძჳრისხილვაჲ ერსა ღმრთისასა, ვიდრე რაჲთა აქუნდეს მას საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ;
უფროჲსად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგჳპტისა საფასეთა ყუედრებაჲ იგი ქრისტჱსი, რამეთუ ხედვიდა სასყიდლის კუ\ალადმოგებასა. Ms. page: P131V
სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულისწყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა.
სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ.
სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს.
სარწმუნოებით ზღუდენი იგი იერიქოჲსანი დაეცნეს გარემოდგომითა შჳდ დღე.
სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით.
და
Ms. page: P131V და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან ქუეყანასა მას, რომელსა წიაღხუალთ მუნ დამკჳდრებად მას ზედა, და მოგცეს კურთხევაჲ მთით გერაზნით და წყევაჲ მთით გებალით.
ანუ არა აჰა ეგერა იორდანესა უკუანა კერძო გზასა მზის დასავალისასა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელი დამკჳდრებულ არს მზის დასავალით, მახლობელად მუხასა მას მაღალსა?
რამეთუ თქუენ წიაღხუალთ იორდანესა. შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად ყოველთა დღეთა, რაოდენ ცოცხალ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა ზედა.
წარწყმედით წარწყმიდეთ თქუენ ყოველი ადგილი, რომელსა მსახურებდეს მუნ წარმართი კერპთა მათთა მთათა ზედა მაღალთა, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მაღნარისათა.
დაარღჳეთ ბომონები მათი და მოკაფეთ სერტყები მათი და გამოქანდაკებულნი კერპნი მათნი დაწუენით ცეცხლითა და წარწყმიდეთ სახელები მათი მიერ ადგილით.
ხოლო თქუენ არა ესრჱთ უყოთ Ms. page: P132R უფალსა ღმერთსა თქუენსა;
არამედ ადგილსა მას, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ერთსა შინა ტომსა თქუენსა სახელების-დებად სახელი მისი მუნ და გამოიძიეთ და შევედით მუნ.
და შეწირეთ მსხუერპლი იგი თქუენი მუნ და შესაწირავი და პირველთა ნაყოფთა თქუენთანი და ნებსითნი თქუენნი და აღსაარებისა თქუენისანი, პირმშონი ზროხათა თქუენთანი და საცხოვართა თქუენთანი.
და სჭამდეთ თქუენ მუნ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იხარებდეთ ყოველსა ზედა, რომელსა მიჰყოთ ჴელი თქუენი, თქუენდა იყოს სახლი თქუენი, ვითარცა-იგი გაკურთხა შენ უფლალმან ღმერთმან შენმან.
არა ჰყოთ ესრჱთ, ვითარცა-ესე ჰყოფენ დღეს აქა კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა წინაშე მისსა;
რამეთუ არღა მოსრულ ხართ თქუენ აქამომდე განსასუენებელსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.
წიაღჴედით იორდანესა და დაემკჳდრენით ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და განგისუენოს თქუენ მტერთაგან თქუენთა გარემო, და დაემკჳდრნეთ კრძალულებით.
და იყოს ადგილი, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირვიდეთ ყოველსა, რაოდენსა გამცნებ თქუენ დღეს: მსხუერპლები თქუენი და შესაწირავები თქუენი და პირველი ნაყოფი ჴელთა თქუენთაჲ და მისაცემელი თქუენი და ყოველივე რჩეული ძღუენთა თქუენთაჲ, რაოდენიცა აღუთქუთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა თქუენ და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, მონანი თქუენნი, ლევიტელი, რომელი იყოს ბჭეთა თქუენთა, რამეთუ არა არს მისა ნაწილ, არცა სამკჳდრებელ თქუენ შორის: უფალი ღმერთი ნაწილ არს მათა.
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შესწირო მსხუერპლი შენი ყოველსავე ადგილსა, სადაცა იხილო;
არამედ ადგილსა მას, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან Ms. page: P132V ერთსა ქალაქთა შენთაგანსა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რაოდენსა გამცნებ შენ.
არამედ ყოვლითა გულს-მოდგინებითა შესწირო და შჭამო ჴორცი კურთხევისა მისებრ უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი მოგცა შენ ყოველთა შინა ქალაქთა: არა-წმიდაჲ იგი შენ შორის და წმიდაჲ იგი ერთბამად შჭამო ვითარცა ქურციკი და ირემი.
გარნა სისხლი არა შჭამო; ქუეყანასა დასთხიო იგი ვითარცა წყალი.
ვერ ჴელ-გეწიფების ჭამად ქალაქთა შინა შენთა ათეული იფქლისა შენისაჲ და ღჳნისა შენისაჲ, და ზეთისა შენისაჲ და პირმშოჲ ზროხათა შენთაჲ და ყოველივე აღნათქუემი შენი, რაოდენიცა აღუთქუთ, და აღსაარებისა თქუენისაჲ და პირველი ნაყოფი ჴელთა თქუენთაჲ.
არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა შჭამოთ ადგილსა მას, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და ძემან შენმან, [და ასულმან შენმან], მონამან და მჴევალმან შენმან, და მწირმან მან, რომელი იყოს ქალაქთა შენთა, და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ყოველსა ზედა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი.
ნუუკუე დაუტეო ლევიტელი იგი, რაოდენ ცოცხალ იყოს ქუეყანასა ზედა.
უკუეთუ განავრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, და სთქუა: "ვჭამო ჴორცი", უკუეთუ გული უთქუმიდეს სულსა შენსა ჭამად ჴორცისა ყოვლითა გულისთქუმითა სულისა შენისაჲთა, შჭამო ჴორცი.
უკუეთუ შორს იყოს ადგილი იგი, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ, და შესწირო ზროხათა შენთა და ცხოვართა შენთა და რაოდენიცა მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-იგი გამცნო შენ, და შჭამო ქალაქთა შინა შენთა მსგავსად გულის-თქუმისა შენისა.
ვითარცა-იგი იჭამების Ms. page: P133R ქურციკი და ირემი, ეგრჱთ ჭამე იგი; არა-წმიდაჲ შენ შორის და წმიდაჲ იგი შენ შორის ეგრჱთვე შჭამდეთ.
ეკრძალე ფრიად არა ჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი მისი სული არს, და არა იჭამოს სული ჴორცისა თანა.
არა შჭამოთ იგი; ქუეყანასა დასთხიოთ იგი ვითარცა წყალი.
არა შჭამოთ იგი, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და ძეთა შენთა შემდგომად შენსა, უკუეთუ ჰყოთ კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
ხოლო წმიდაჲ იგი შენი და რაოდენი-რაჲ იყოს შენი და აღნათქუემი შენი მიიღო და მიხჳდე ადგილსა მას, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ.
და ჰყო მსხუერპლები იგი შენი მუნ და ჴორცი შესწირო უფლისა ღმრთისა შენისა საკურთხეველსა ზედა, ხოლო სისხლი მოაპკურო გარემოჲს საკურთხეველსა და ჴორცი იგი შეშჭამო.
ვიდრემდის დააშრობთ
Ms. page: P133R ვიდრემდის დააშრობთ სულსა ჩემსა და დამჴსნით სიტყჳთა?
გარნა ცანთ ხოლო. რამეთუ უფალმან მიყო მე ესრჱთ. ძჳრსა ჰზრახავთ ჩემთჳს და ურცხჳნოდ ზედა-დამესხმით მე.
ჰჱ, ჭეშმარიტად შეცთომილ ვარ, და ჩემ ზედა დადგრომილ არს საცთური სიტყუად სიტყუათა, რომელი არა ჯერ-იყოს. სიტყუანი ჩემნი ცთებიან და არა ჟამსა.
უტევენ, რამეთუ ჩემ ზედა ჰმაღლოვით და ზედა-მომივალთ ყუედრებით.
ცანთ, რამეთუ უფალი არს, რომელმან ესრჱთ აღძრნა, ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა.
აჰა ესერა ვიცინოდი ყუედრებასა და არა ვიტყოდი, ვღადადებ, და არა არს სამართალი.
გარემო ჩემსა მოზღუდვილ არს, რამეთუ პირსა ჩემსა ბნელი დამდვა
და დიდებაჲ ჩემი განმძუარცა ჩემგან და მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.
დამარღჳა გარემოჲს ჩემსა და წარვჴედი. მოჰკუეთა, ვითარცა ხჱ, სასოებაჲ ჩემი,
და ბოროტად რისხვით მიჴმია მე. Ms. page: P133V შეურაცხიე მე ვითარცა მტერი.
და ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა; გზათა ჩემთა გარე-მომადგეს მე მზირნი.
ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნნეს.
არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე
მოძმეთა სახლისა ჩემისათა და მსახურთა ჩემთა, უცხო ვიყავ წინაშე მათსა.
მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, და პირი ჩემი ექენებოდა
და ევედრებოდა ცოლსა ჩემსა. მოვხადე ძეთა ხარჭთა ჩემთა.
ხოლო მათ უკუნისადმდე განმწირეს მე. რაჟამს აღვდგი, ჩემთჳს ძჳრსა ზრახვედ.
მომიძაგეს მე, რომელთა მიცოდეს მე; და რომელთა ვჰყუარობდი, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.
ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.
შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
რაჲსათჳს მდევნით მე ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?
ვინ მომცეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დადებად იგინი წიგნსა შინა უკუნისამდე
საწერელითა რკინისაჲთა და ბრპენისაჲთა, გინა თუ კლდესა ზედა გამოწერად?
ვიცი, რამეთუ საუკუნჱ არს, რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების ქუეყანით.
აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესე, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესე ჩემ ზედა,
რომელნი თავით ჩემით მიცნობიან, რომელი თუალმან ჩემმან იხილა და არა სხუამან, რამეთუ ყოველნი აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.
უკუეთუ სთქუათ: რასა-მე ვიტყოდით წინაშე მისსა? რამეთუ ძირნი სიტყუათანი ვპოვნეთ მას შინა.
გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლჱ.
ნუ ჰმძლავრობ დარდომილსა
Ms. page: P133V ნუ ჰმძლავრობ დარდომილსა, რამეთუ გლახაკ არს, და შე\ურაცხ-ჰყოფ Ms. page: P134R უძრულსა ბჭეთა ზედა,
რამეთუ უფალმან საჯოს სასჯელი მისი და იჴსნე უზღვეველად სული შენი.
ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულ-მწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანა-ექცევი,
ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახჱ სულისა შენისაჲ.
ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლითა პირისაჲთა.
უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს? განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.
შუენიერი კაცი და მალჱ საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად და არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.
უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძრიელისასა, ცნობით ცან წინა-დაგებული შენი და ეგრჱთ მიყავ ჴელი შენი.
უწყოდე, რამეთუ ეგრჱთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ.
ნუ გული-გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა.
ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე.
უკუეთუ მიადგნე [თუალნი შენნი], არასადა ჩნდეს იგი. რამეთუ განმზადებულ არიან მისა ფრთენი ვითარცა ორბისანი და მიიქცეს სახიდ ზედა-მადგინებელისა თჳსისა.
ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული-გითქუამნ საჭმელთა მისთა;
რამეთუ ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრჱთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა; ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა შჭამ პურსა მის თანა,
რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყჳთა შენითა კეთილითა.
ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ, ნუუკუე შეურაცხ-ყვნენ სიტყუანი შენნი გონიერნი.
ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ,
რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძრიელი არს და საჯოს სასჯელი მათი შენ თანა.
მიეც სწავლასა Ms. page: P134V გული შენი და სასმენელნი შენნი განმზადენ სიტყუათა მეცნიერები სათა.
ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა: უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.
შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.
)
მარხვათა: გ : ხუთშაბათსა:
შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ.
უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემი{საო}.