ყოველსა ქუეყანასა:
ცანი უთხრობენ დი{დებასა}.
შვილო უკუეთუ ბრძენ
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.
და იყვნეს ბაგეთა ჩემთა სიტყუანი პირსა შენსა, უკუეთუ [იყვნენ წრფელ].
ნუ ჰბრძავნ გული შენი ცოდვასა, არამედ შიშსა ღმრთისასა იყავნ გული შენი ყოველთა დღეთა.
უკუეთუ დაიმარხნე იგინი, გექმნენ ნაშობ, და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს.
ისმინე, შვილო, და ბრძენ იქმენ და წარიმართე გონიერებაჲ გულსა შენსა.
ნუ იყოფი მოღჳნე, ნუცა ხედავ თანა-ზიარება[სა] სხუათასა და ჴორცის სყიდასა,
რამეთუ ყოველი მომთრვალჱ და მეძავი და მოძილი დაგლახაკნეს, და შეიმოსოს დაბეპკული.
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისაჲ, რამეთუ გშვა შენ; და ნუ შეურაცხ-ყოფ, რამეთუ დაბერდა დედაჲ შენი.
კეთილად განზარდნეს შვილნი მამამან მართალმან და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გულითა.
იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი შენ ზედა და მხიარულ იყავნ მშობელი შენი.
მომეც მე, შვილო, გული შენი, და თუალნი შენნი გზათა ჩემთა სცვიდედ,
რამეთუ ჭური განჴურეტილნი არს სხვსა სახლი და ჯურღმული იწროჲ და უცხოჲ;
რამეთუ მეყსეულად ადრე წარწყმდეს, და ყოველივე უსჯულოჲ მოიჴოცოს.
ვისა შფოთი? ვაჲ, ვისი შფოთი, ვისა სასჯელი? ვისა ურვანი და ჭირნი? ვისა შემუსრვანი ცუდნი? ვისნი ლბილნი არიან თუალნი
ანუ არა მათნი, რომელთა-იგი დაყოვნიან Ms. page: P135R ღჳნოსა, რომელნი-იგი იკულევედ ღჳნოსა, სადა-ძი სუმანი არიან? ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ხედევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთას სლვასა შინა.
) ამის გამო
დეკენბერსა: კჱ :
) მუნვე ჰპოო
ყოველთა წარმართთა აიპყ{რენით}.
და იყო მათ დღეთა
Ms. page: P135R და იყო, მათ დღეთა შინა თავადი შევიდა მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
და ოდეს განთენა, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე,
მათეოზ და თომა, იაკობ ალფჱსი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,
და იუდა იაკობისი და იუდა ისაკრიოტელი, რომელიც იყო მიმცემელი.
და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლჱ ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,
რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათა მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდა ყოველთა.