ვღაღად ვყავ ყოვლითა
ჴმა ვყავ შენდამი ვიდრე შენნი:
ისმინე შვილო და
Ms. page: P135R ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რაჲთა იყვნენ შენდა მრავალ გზა ცხორებისა.
რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ Ms. page: P135V და დაგაწესენ ალაგნი სიმართლისანი.
უკუეთუ ხჳდოდი, არა დაგეჴსნენ სლვანი შენნი; და ჰრბიოდი თუ, არა დაშურე.
ეკრძალე სწავლასა შენსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაჰმარხე იგი თავისა შენისა ცხორებად.
გზასა უღმრთოთასა ნუ ხუალ და ნუცა ჰბაძავ.
რომელსა ადგილსა განეწყობოდიან, ნუ მიხუალ მუნ, მოაქციენ მისგან და დაუტევენ იგი.
რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან; მიღებულ არს ძილი მათი მათგან, და არა დაიძინიან,
რომელნი ეზიარებიან საჭმლითა უღმრთოებისაჲთა და ღჳნითა უსჯულოებისაჲთა დაითრვნიან.
ხოლო გზანი მართალთანი ვითარცა ნათელნი ბრწყინვენ, წინა-უძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრემდის წარემართოს დღჱ.
ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა ცნან, ვიდრემდის წარსცენ ფერჴი.
Ms. page: P135V მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი და არავინ არს მერმე სხუაჲ.
მე შევქმენ ნათელი და ბნელი, მე დავჰბადე მშჳდობაჲ და ბოროტი; მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან ვქმენ ესე ყოველი.
იხარებდედ ცანი ზეგარდამო, და ღრუბელნი ცროდედ სიმართლესა; და აღმოაცენენ ქუეყანამან წყალობაჲ და სიმართლჱ ერთბამად აღმოსცენდენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან შეგქმენ შენ და დაგბადე შენ.
და მერმე უმეტჱს შეგმზადე შენ ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ. ნუუკუე დღე ყოველ ჴნავნ მჴნველი ქუეყანასა, ანუ ჰრქჳსმეა თიჴამან მეკეცესა, ვითარმედ: რასა ჰზამ ანუ რასა იქმ? ანუ ქმნულმან ჰრქუას, ვითარმედ: არა გასხენ ჴელნი? ანუ სიტყუაჲ მიუგოს დაბადებულმან დამბადებელსა?
ვაჲ, რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა: რაჲსათჳს მშევ? ანუ დედასა თჳსსა: რაჲსათჳს გელმოდა ჩემთჳს?
რამეთუ ესრჱთ იტყჳს უფალი ღმერთი, წმიდაჲ Ms. page: P136R იგი ისარაჱლისაჲ, რომელმანცა დაგბადა შენ, რომელმან შექმნა მოწევნადნი იგი ჟამთანი; მკითხეთ მე ძეთა ჩემთათჳს და ქმნულთა ჴელთა ჩემთათჳს მომცენით მე.
მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი მას ზედა; მე ჴელითა ჩემითა დავამყარენ ცანი და ყოველთა ვარსკულავთაჲ ვბრძანე ყოფაჲ.
მე აღუდგინე მას სიმართლით მეუფჱ, და ყოველნი გზანი ჩემნი წრფელ არიან. რამეთუ მან აღაშჱნოს ქალაქი ჩემი და ტყუჱ ერისა ჩემისაჲ მოაქციოს არა საჴსრითა, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან ყოვლისა მპყრობელმან.
ამისთჳს
Ms. page: P136R ამისთჳს განიშორეთ ტყუვილი, იტყოდეთ კაცად-კაცადი ჭეშმარიტსა მოყუსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ.
გული გიწყრებოდის, და ნუ სცოდავთ; მზჱ ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა.
ნუცა სცემთ ადგილსა ეშმაკსა.
მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ ჴელითა თჳსითა კეთილსა, რაჲთა აქუნდეს მოცემად, ვისი-იგი უჴმდეს.
ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი არს კეთილ აღსაშჱნებელად საჴმარისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.
და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითა აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.
ყოველი სიმწარჱ და გულისწყრომაჲ, რისხვაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენგან ყოვლითურთ უკეთურებით.
იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტჱს მიერ მოგუმადლა ჩუენ.
იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,
და ვიდოდით სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს შესა\წირავად Ms. page: P136V მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად.
ღმერთო შეწევნასა ჩემს{ა}. ვიდრე
კაცი ვინმე იყო
Ms. page: P136V კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა იგი მარადის ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა იგი ბრწყინვალედ.
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი იდვა ბჭეთა მისთა სალმობითა ძჳრ-ძჳრადითა, ხედავნ და ეჴუებინ.
და გულმან ჰრქჳს განძღებად ნაბიჭევისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდიან და ჰლოშნიდიან წუთხსა მისსა.
და იყო, რაჟამს მოკუდა გლახაკი იგი, წარიყვანეს ანგელოზთა და მიიყვანეს და შთაუსუეს წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.
და ჯოჯოხეთს აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ იგი გუემასა შინა, და იხილა აბრაჰამი შოვრით და ლაზარე წაიღთა მისთა.
აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი, იწყო სიტყუად და იტყოდა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და მოუსუას ბაგეთა ჩემთა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიარები ალსა ამას შინა.
მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა მას: მოიჴსენე, შვილო, რამეთუ შეიწყნარე შენ კეთილი ცხორებასა შენსა, და ეგრეცა ლაზარე ძჳრი იგი თავს-იდვა. აწ ესერა ესე აქა ნუგეშინის-ცემულ არს, და შენ ეგერა იარები.
და მერმე რაჲღა გრქუა, ამათ ყოველსა შორის თქუენსა და ჩუენსა მთხრებლი ერთი არს, ვითარმედ ამიერ თუ ვისმე უნდეს წიაღ-სლვაჲ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფების და ვერცაღა მაგიერ აქა წიაღმოჴდეს.
მერმე იწყო სიტყუად და თქუა: უკუე გევედრები შენ, მამაო აბრაჰამ, რაჲთა მი\ავლინო Ms. page: P137R ეგე სახიდ მამისა ჩემისა,
რამეთუ არიან ჩემნი ხუთნი ძმანი, რაჲთა მივიდეს და უთხრას მათ, და არა მოვიდენ ადგილსა ამას სატანჯველისასა.
ჰრქუა მას აბრაჰამ: მუნ არიან, შვილო, მოსე და წინაწარმეტყუელნი მათი ისმინედ.
ხოლო მან ჰრქუა მას: არა თუ ვინმე მკუდრეთით მივიდეს, არა ჰრწმენეს.
ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, მკუდრეთითცა თუ ვინმე აღდგეს, არავე ჰრწმენეს.
) რომელმან შეიკრიბა
) რომელნი ქერაბინთა სა{იდუმლოსა} :
კეთილი უყავ უფალო
მიწყალე მე ღმერთო დი{დითა}.