TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 294
Previous part

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა უპყარ მარჯუენე ჴელი მისი დამორჩილებად წინაშე მისსა წარმართნი, და ძალი მეფეთაჲ განვხეთქო განღებად წინაშე მისსა ბჭენი, და ქალაქნი მას ვერ განუძნელდენ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მე წარვიდე წინაშე შენსა, და მთანი დავავაკნე, და ბჭენი იგი რვალისანი დავფქვნე, და მოქლონნი რკინისანი შევმუსრნე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მიგცნე შენ ფასნი იგი ბნელისანი, და აღგიხუნე შენ ნამალევნი იგი, დაფარულნი, უხილავნი, რაჲთა ჰსცნა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე შენ სახელი ღმრთისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
იაკობისთჳს მონისა მის ჩემისა, და რჩეულისა მის ჩემისათჳს ისრაჱლისა, მე გიწოდე შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარე შენ, ხოლო შენ არა მიცან მე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა ვინ არს მერმე სხუა ღმერთ ჩემსა გარეშჱ: განგაძლიერე შენ და შენ არა გულის-ჴმა-ჰყავ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ცნან მზის-აღმოსავალით და მზის-დასავალით, რამეთუ არა Page of ms. J: A79v  ვინ არს ჩემსა გარეშჱ სხუა ღმერთ./ მე ვარ უფალი ღმერთი, და არა ვინ არს მერმე სხუა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მე განვჰმზადე ნათელი და შევქმენ ბნელი. ვყავ მშჳდობაჲ და დავჰბადე ბოროტი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან ვქმენ ესე ყოველი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
იხარებდით ცანი ზეგარდამო, და ღრუბელნი მიმოდააპკურებდედ სიმართლესა: აღმოაცვნენ ქუეყანამან წყალობაჲ, და სიმართლჱ ერთბამად გამოსცედ. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან დაგბადე შენ, და გქმენ უმჯობჱს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
შეგმზადე შენ, ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ. ნუ უკუჱ დღჱ ყოველ ჴნავნ მჴნველი იგი ქუეყანასა, ანუ ჰრქჳს მეა თიჴამან მან მეკეცესა მას, რასა ჰზამ, ანუ რასა იქმ. და ქმნულმან მან ჰრქჳს მეა, არა გასხენ ჴელნი, ანუ სიტყუა უგოს დაბადებულმან მან დამბადებელსა მას თჳსსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა, რაჲსა მშევ, და დედასა თჳსსა, რაჲსათჳს გელმოდა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ: რომელმან დაჰბადა იგი, რომელმან შექმნნა მოწევნადნი იგი ჟამნი. მკითხეთ მე ძეთა ჩემთათჳს, და ქმნულთა ჴელთა ჩემთათჳს მამცენით მე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი მას ზედა. მე ჴელითა ჩემითა დავამყარენ ცანი, და მე თავადმან მცნებითა ჩემითა განვადასენ ყოველნი ვარსკულავნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მე აღვადგინე იგი სიმართლით სუფევად, და ყოველნი გზანი მისნი წრფელ არიან. ამან აღაშენოს ქალაქი იგი ჩემი და ტყუე ერისა ჩემისაჲ მოაქციოს არა საჴსრითა არცა ქრთამითა, თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ. დაშურა ქუეყანაჲ იგი ეგჳპტისაჲ, და ვაჭარნი იგი ჰინდოეთისანი და საბაითელნი იგი კაცნი მდიდარნი შენ ქუეშჱ დადგენ, და შენ გმონებდენ და კუალსა Page of ms. J: A80r  შენსა მიგდევდენ, კრულნი ჴელთ-ბორკილითა მივი/დენ შენდა, და თაყუანის-გცემდენ შენ. და შენ აღნათქუემსა აღგითქუმიდენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შენ თანა არს ღმერთი, და არა ვინ არს სხუაჲ ღმერთ შენსა გარეშე. შენ ხარ ღმერთი, და ჩუენ არა უწყოდეთ ღმერთი მაცხოვარი იგი ისრაჱლისაჲ, და ჩუენ არა გიცანთ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენოდენ, და კდემულ იყვნენ ყოველნი იგი მტერნი მისნი, და ვიდოდიან სირცხჳლეულნი. განახლდებოდეთ ჩემდა მომართ ჭალაკნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ისრაჱლი იჴსნა უფლისა მიერ ცხორებითა საუკუნოჲთა. არა ჰრცხუენოდის მათ, არცა კდემულ იყვნენ უკუნისამდე ჟამთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი რომელმან შექმნა ცანი, ესე არს ღმერთი რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და შექმნა ესე. ესე არს რომელმან დაჰბადა იგი, და არა ცუდად რაჲ შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად შენებისად შექმნა იგი და დაჰბადა. მე ვარ უფალი, და არღარა ვინ არს სხუაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა ფარულად გეტყოდე, და არცა ქუეყანასა ბნელსა, არა სადა ვარქუ მე ნათესავსა მას იაკობისსა ვითარმედ თქუენ უნდოთა მათ ეძიებდეთ. მე ვარ უფალი რომელი ვიტყჳ სიმართლესა, და გითხრობ ჭეშმარიტებასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შეკერბით ერთად და მოვედით, და ზრახეთ ერთბამად ცხორებულთა მაგათ წარმართთაგანთა, არა იცნეს რომელთა იგი აღეკიდა, და მოაქუნდა ძელი იგი წახნაგებული, გამოტორონტოსებული, და თაყუანის-ღა-ჰსცემდეს, და სახელ-ჰსდებდეს მას ღმერთით, და ვერ განარინებდეს იგინი მათ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ვინ უწყის, გითხრანცა რაჲ-მე-თქუენ-ძი ღმერთსა. მოვიდედ, მომეახლნედ, და ცნედ ერთბამად ვინ სასმენელ ყო ესე დასაბამითგან მაშინ დ<ღ>ითგან ვიდრე მოგეთხრა თქუენ. მე ვარ ღმერთი და არა ვინ არს მერმე ჩემსა გარეშე, მართალ და მაცხოვარ, და არა ვინ არს ჩემსა გარეშჱ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მოიქეცით ჩემდა, და სცხოვნდეთ, რომელნი ეგე ხართ დასასრულსა ქუეყანისასა. მე ვარ ღმერთი, და Page of ms. J: A80v  არა ვინ არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ./

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
თავსა ჩემსა ვფუცავ, რამეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა სიმართლე, და სიტყუანი ჩემნი არა კუალად იქცენ. რამეთუ ჩემდამო შედრკეს ყოველი მუჴლი, და ფუცვიდეს ყოველი ენაჲ ჭეშმარიტსა ღმერთსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და თქუან სიმართლჱ და დიდებაჲ მისა მივიდეს, და ჰრცხუენოდის ყოველთა, რომელნი განაშოვრებენ თავთა თჳსთა უფლისაგან.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ხოლო განმართლდენ, და ღმრთისა მიმართ იდიდებოდიან ყოველნი თესლნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.