TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 50
Previous part

Chapter: 11  
თავი 11


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მოვავლინო ფარაოჲს ზედა და ყოველსა ეგჳპტესა ზედა და მისა შემდგომად განგავლინნეს თქუენ ამიერ. ხოლო რაჟამს განგავლინებდეს თქუენ, განსხმით განგასხნენ თქუენ ყოვლითურთ.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე ფარულად ყურთა ერისათა და ითხოოს კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თჳსისა და დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და გამოტყუენენით მეგჳპტელნი იგი.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე მეგჳპტელთა მათ ფრიად და წინაშე ფარაოჲსა და მსახურთა მისთა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოსე: ამას იტყჳს უფალი: შუაღამეს ოდენ მე შევიდე ეგჳპტესა შორის.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოწყდეს ყოველი პირმშოჲ ეგჳპტისაჲ პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს ღაღადებაჲ ყოველსა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ იყოს მერმე.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო ყოველთა შორის ძეთა ისრაჱლისათა არა გაძრას ძაღლმან ენაჲ თჳსი კაცითგან მიპირუტყუადმდე, რაჲთა იხილოთ, რაოდენი-რაჲ ყოს უფალმან შორის ეგჳპტესა და შორის ძეთა ისრაჱლისათა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოვიდოდიან ჩემდა ყოველნი და თაყუანის-მცემდენ და მეტყოდიან: განვედ შენ და ყოველი ერი შენი, რომელსა უძღუ. და მისა შემდგომად განვიდე. და განვიდა მოსე ფარაოჲსგან გულის-წყრომით.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ისმინოს თქუენი ფარაო, რაჲთა განვ\ამრავლნე Page of ms. P: 147R   სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ეგჳპტესა ზედა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ხოლო მოსე და აჰრონ ყვეს სასწაულები და ნიშები ესე ქუეყანასა მას ეგჳპტისასა წინაშე ფარაოჲსა, ხოლო გან-ვე-აფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი და არა ინება გამოვლინებად ძენი ისრაჱლისანი ქუეყანისაგან მეგჳპტელთაჲსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.