TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 107
Previous part

Chapter: 19  
თავი 19


Verse: 9   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 258R   ... სიტყუაჲ ღმრთისაჲ იყო მესამესა წელსა ელიაჲსა მიმართ და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ, ელია, აქა?
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
[და ჰრქუა ელია]: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, წინაჲსწარ -მეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს მახჳლითა და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე შენ მთასა მაგას წინაშე ღმრთისა. და აჰა უფალი წარვიდოდის, და ქარი დიდი ძრიელი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შეჰმუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა; და არა ქარსა მას [შინა] უფალი; და შემდგომად ქარისა მის - ძრვაჲ; და არა ძრვასა მას [შინა] უფალი;
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შემდგომად ძრვისა მის - ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას [შინა] უფალი. და შემდგომად ცეცხლისა მის - ჴმაჲ ნიავისა წულილისაჲ. და მაშინღა - უფალი.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი მისი ხალენითა, გამოვიდა და დგა ქუეყანასა მას თანა. და აჰა იყო მისა ჴმაჲ და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ, ელია, აქა?
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და თქუა ელია: შემშურდა მე შური უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ, რამეთუ დაუტევეს აღთქუმაჲ შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს მახჳლითა და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მიხჳდე გზასა მას უდაბნოჲსასა დამასკით კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა;
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იუს, ძესა ნამესისსა, სცხო მეფედ ისრაჱლსა ზედა; და ელისეს, ძესა საპატისსა, სცხო წინაჲსწარმეტყუელად შენ წილ.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისსა, Page of ms. P: 258V   მოკლას იგი იუ, და რომელი განერეს მახჳლსა იუჲსსა, მოკლას იგი ელისე.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და დაუტეო შენ ისრაჱლისაგანი შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთა, რომელთა არა შეუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა, და ყოველი პირი, რომელთა არა თაყუანის -უცემიეს მას.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.