TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 255
Previous part

Chapter: 7  
თავი 7


Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 140v   მე, დანიელ, ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა, ესერა, ოთხნი ქარნი ცისანი ეკუეთნეს ზღუასა მას დიდსა.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ოთხნი მჴეცნი აღმოვიდოდეს მიერ ზღჳთ, უმჯობჱსი ერთი-ერთისა.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირველი იგი ვითარცა ლომი ძუვი, და ესხნეს ფრთენი ვითარცა ორბისანი; ვხედევდ ვიდრემდის მოეფხურნეს ფრთენო მისნი, და გამოვიდა ქუეყანად და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა, და გული კაცისაჲ მოეცა მას.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა, ესერა, მჴეცი იგი მეორჱ გამოვიდოდა, მსგავსი დათჳსაჲ, და ერთ კერძო დადგა იგი, და სამნი ფერცხალნი პირსა შინა მისსა შორის კბილთა მისთა; და ესრჱთ ეტყოდეს მას: Page of ms. P: 141r   აღდეგ და შეჭამენ ჴორცნი მრავალთანი.
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მისა შემდგომად ვხედევდ, და აჰა, ესერა, სხუაჲ მჴეცი ვითაცა ვეფხი. და მას ესხნეს ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ბეჭთა ზედა მისთა, და ოთხნი თავნი მის მჴეცისანი, და ფლობაჲ მოეცა მას.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისა შემდგომად ვხედევდ, და აჰა მჴეცი მეოთხჱ გამოვიდოდა საშინელი და განსაკჳრვებელი და ძრიელი უმეტჱს ყოველთასა, კბილნი მისნი რკინისანი; ჭამდა და დააწურილებდა და ნეშტსა მას ფერ ჴითა დასთრგუნვიდა. ესე იყო უფროჲს და უმეტჱს ყოველთა მათ მჴეცთა, უწინარჱსღა მისთა, და ათნი რქანი ედგნეს მას.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა, ესერა. რქაჲ ერთი მცირჱ აღმოვიდოდა შორის რქათა მათ მისთა და განიფხურნეს სამნი რქანი წინაშე მისსა პირისაგან მისისა; და აჰა, ესერა, თუალნი ვითარცა კაცისანი რქასა მას მისსა, და პირი, რთმელი იტყოდა დიდ-დიდსა.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვხედევდ ვიდრემდე საყდარნი დაიდგნეს, და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა; სამოსელი მისი სპეტაკ იყო ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ - ვითარცა მატყლი წმიდაჲ; საყდარი მისი - ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, ურმის-თუალნი მისნი ცეცხლებრ მოტყინარენი.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მდინარჱ ცეცხლისაჲ იქცეოდა წინაშე მისსა; ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მისსა და ბევრნი ბევრთანი მსახურებდეს მას; სასჯელი დაეგო და წიგნნი მატიანისანი განეხუნეს.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვხედევდ მაშინ ჴმისა მისგან სიტყუათაჲსა დიდ-დიდსა, რომლისა რქაჲ იგი იტყოდა, ვიდრემდის წარწყმდა მჴეცი იგი და მოისპო, და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლისა.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სხუათა მჴეცთა მთავრობაჲ მიიცვალა და სიბრძჱ ცხორებისაჲ მოეცა ვიდრე მრავლად ჟამადმდე.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა, ესერა, ღრუბელთა თანა ცისათა ვითარცა ძჱ კაცისაჲ მოვიდოდა და ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა მოიწია Page of ms. P: 159v   წინაშე მისსა.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მას მთავრობაჲ მოეცა და პატივი სუფევისაჲ და ყოველნი ტომნი და ერნი და ენანი მსახუ-რებდეს მას; და ჴელმწიფებაჲ მისი ჴელმწიფება საუკუნო, რომელი არა წარჴდეს; და სუფევაჲ მისი არა განირყუნეს.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შეძრწუნდა გული ჩემი გუამსა შინა ჩემსა და მე, დანიელს, ხილვაჲ იგი თავისა ჩემისაჲ შემაძრწუნებდა მე.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოუჴედ ერთსა მას წინაშემდგომარეთაგანსა და გამოჭეშმარიტებულესად ვეძიებდ ამის ყოვლისათვს; და მითხრა მე ჭეშმარიტად და შეტყუებაჲ სიტყუათაჲ მაუწყა მე და მრქუა:
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესე ოთხნი მჴეცნი - ოთხნი მვფენი - აღდგენ ქუეყანას ზედა.
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარიღონ სუფევაჲ წმიდათა მაღლისათა და დაიპყრან უკუნისამდე.
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამოვეძიებდ ჭეშმარიტად მჴეცისა მისთჳს მეოთხისა, რომელი-იგი იყო უდიდჱს და უფროჲს ყოველთა მჴეცთა მათ და საშინელ უმეტჱს, კბილნი მისნი რკინისანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი; ჭამდა და დააწურილებდა და ნეშტსა მას ფერჴთა დასთრგუნვიდა;
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რქათა მათ მისთა, რომელნი იყვნეს თავსა მისსა, და ერთისა მისთჳს რქისა, რომელი აღმოვიდოდა უკუანაჲსკნელ და განფხურნა სამნი იგი პირველნი, რომელსა-იგი თუალნი ესხნეს და პირი, რომელი იტყოდა დიდ-დიდსა და ხილვაჲ მისი უდიდჱს სხუათა მათ მჴეცთა,
Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვხედევდ და მჴეცი იგი ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმარა მაღლისათა, რამეთუ განძრიელდებოდა მათ ზედა,
Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდრემდე მოვიდეს ძუელი იგი დღეთაჲ, და სასჯელი წმიდათა მაღლისათა მოეცა, და ჟამი მოიწია და დაიპყრეს სასუფეველი წმიდათა.
Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მჴეცი იგი მეოთხჱ მეუფებაჲ მეოთხჱ იყოს ქუეყანას ზედა, რომელმან ჰმატოს ყოველთა მეუფეთა და შეჭამოს ყოველ ქუეყანაჲ და დათრგუნოს იგი Page of ms. P: 142r   და მოსრას.
Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ათნი იგი რქანი - ათნი მეფენი აღდგენ, და შემდგომად მათსა აღდგეს სხუაჲ, რომელმან ჰმატოს სიბოროტითა სხუათამათ, რომელნი იყვნეს უწინარჱ მისსა, და სხუანი იგი მეფენი დაამდაბლნეს;
Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სიტყუასა მაღლისა მიმართ იტყოდის და წმიდათა მაღლისათა ჰბრძოდის; და ჰგონებდეს, ვითარმედ ცვალნეს ჟამნი და შჯული, და მიეცეს ჴელსა მისსა ვიდრე ჟამადმდე ერთად და ჟამთა და კერძოთა ჟამისათა.
Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სასჯელი დააგოს და მთავრობაჲ ცვალოს განსარყუნელად და წარწყმედად.
Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ და დიდებულებაჲ მეფეთაჲ მათ, რომელნი იყვნეს ყოველსა ქუეყანასა, მოეცეს წმიდათა მაღლისათა, და სუფევაჲ საუკუნოჲ და ყოველნი მთავრობანი ჰმონებდენ მას და ერჩდენ.
Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აქამომდე დასასრულ სიტყჳსაჲ ამის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.