TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 273
Previous part

Chapter: 2  
თავი 2


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და უბრძანა უფალმან ღმერთმან ვეშაპსა მას დიდსა შთანთქმაჲ იონაჲსი; და იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იწყო იონა თაყუანის-ცემად უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა მუცლით გამო ვეშაპისაჲთ.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა: ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ვღაღად-ყავ, და ისმინა ჩემი ღმერთმან; უფსრულთაგან ჯოჯოხეთისათა გესმა ჴმაჲ ჩემი.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ შთამაგდეს მე სიღრმესა გულსა ზღჳსასა და მოქცევამან წყლისამან მომიცვა მე; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა-გარდამჴდეს.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ: გან-მე-გდებულ ვარა პირისაგან თუალთა შენთაჲსა, ანუ შე-ღა-მე-ვსძინო აწ მიხედვად ტაძარსა წმიდასა შენსა?
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გარდამეცნეს მე წყალნი ვიდრე სულად ჩემდამდე და უფსკრულთა გარე-მომიცვეს მე, შთაჴდა თავი ჩემი.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნაპრალსა მთათასა შთავჴედი მე, [...] ქუეყანად, სადა ვიხილენ მოქლონ[ნ]ი მისნი, ვითარცა კლიტენი საუკუნენი; აწ გამოედინ განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი შენდამი, უფალო ღმერთო ჩემო.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოკლებასა სულისა ჩემისასა ჴმა-ვყავ და შენ, უფალო, მაცხოვნე მე, და მიიწიენ ლოცვაჲ ჩემი ტაძრად წმიდად შენდა.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მცველნი იგი სიცრუვისანი წარწყმდენ.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მე ჴმითა კურთხევისა და აღსაარებისაჲთა გიგალობდე შენ და შევწირო მსხუერპლი და აღვასრულო აღნათქუემი ჩემი მაცხოვრისა მიმართ.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უბრძანა უფალმან ღმერთმან Page of ms. P: 203r   ვეშაპსა მას დიდსა გამონერწყუვაჲ იონაჲსი ჴმელად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.