Page of ms. L: _ Page of ms. P: 371V ხოლო იესუ ქრისტჱს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, და ა[ჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
სადა არს ახლად შობილი იგი მეუფჱ ჰურიათაჲ]? რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ვასრკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა.
ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა იგი, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და ჰკითხვიდა მათ: სადა შობად არს ქრისტჱ?
ხოლო მათ ჰქრუეს: ბეთლემს ჰურისატანისასა. რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:
და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არსადა უმრწემჱს ხარ შენ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
მაშინ ჰეროდე ფარულად მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის მასკულავისაჲ.
და წარავლინნა ბეთლემს და ჰრქუა მათ: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივედე და თაყუანის-ვსცე მას.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისაგან, წარვიდეს, და აჰა ესერა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდის მოვიდა და დაადგრა ქუაბსა მას ზედა, სადა იყო ყრმაჲ იგი.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა.
და მოვიდეს სახლსა მას და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას და აღაღეს საფასეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
და ბრძანებაჲ მოიღოს ჩუენებით ანგელოზთაგან, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
და ვითარცა განეშორნეს იგინი, Page of ms. P: 378ar და აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოკლვად ყრმაჲ ეგე და წარწყმედად.
ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე. და წარვიდეს ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.
რაჟამს იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდნა ყოველნი ყრმანი ბეთლემისანი და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგან და ვიდრე უდარჱსამდე, მსგავსად ჟამისა მის, რომელი-იგი გამოიკითხა მოგუთა მათგან.
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
ჴმაჲ ისმა ჰრამაჲთ ტირილისა და გოდებისაჲ; ჰრაქელ სტიროდა შვილთა თჳ[სთა და არა] უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა იოსებს ჩუენებით
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
აღდგა იოსებ და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად თჳსა იერუსალჱმდ.
და ვითარცა ესმა, ვითარმედ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანსა ზედა ჰეროდჱს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ, და ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.
და მუნ დაეშჱნა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს მას.