Page of ms. L: 600R წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
აბრაჰამ შვა ისაკი; ისაკმან შვა იაკობ; იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი;
ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; ფარეზ შვა ეზრომ; ესრომ შვა [არამ];
[არამ შვა] ამინადაბ; ამინადაბ შვა ნასომ; ნასომ შვა სალმონ;
სალმონ შვა ბოოზ რაქაბისგან; ბოს შვა ობედ როთისგან; ობედ შვა იესე;
იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ;
სოლომონმან შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასაფი;
ასაფ შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; Page of ms. L: 600V იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
ეზიკია შვა მანასე; მანასე შვა ამონია; ამონია შვა იოსია;
იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვანისასა.
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორაბაბელ;
ზორაბაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
აზორ შვა ზადუკ; ზადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
ელიუდ შვა ელიაზარ; ელიაზარ შვა მატათან; მატათა[ნ] შვა იაკობ;
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა რქჳან ქრისტე.
ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ, და Page of ms. L: 601R წარტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
Page of ms. L: 4V ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვამდე მათა იპოა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ.
და ვითარ ამას ზრახვიდა იგი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით ეჩუენა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ, რომელი-იგი მისგან შობად არს, სულისაგან წმიდისა არს იგი.
შვე[ს] ძჱ, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან.
ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს Page of ms. L: 5R სიტყუაჲ იგი უფლისაჲ წინაწარმეტყუელისაგან თქმული:
აჰა, ესერა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა არს ღმერთი.
განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან; და მიიყვანა ცოლი თუისი,
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი იესუ.