Page of ms. P: 367R მათ დღეთა შინა მოვიდა იოჰანე ნათლის-მცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსელი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მისთა: ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
მაშინ გამოვიდოდა მისა იურუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები ჰურიასტანისაჲ.
და ნათელს-იღებდე მისგან იორდანეს მდინარესა და აუარებდეს ცოდვათა მათთა.
და ვითარცა იხილნა ფარისეველნი და სადაუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?
ყავთ აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
და ნუ გნებავნ სიტყუად, ვითარმედ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
ხოლო მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძრიელჱსი ჩემსა, რომლისა არა Page of ms. P: 367ar ღირს ვარ მე აღკიდებად ჴამლთა მისთა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა.
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოჰანესა ნათლის-ღებად მისგან.
ხოლო იოჰანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრე ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლჱ. მაშინ მიუშუა მას.
და ნათელ-იღო იესუ. და მუნთქუესევე აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით მეყსეულად განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
და აჰა ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.