Page of ms. P: 387V ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოჰანე საპყრობილესა მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაფარნაომდ, ზღჳს-კიდესა, საზღვართა ბაბილოვნისა და ლეფთალემისათა,
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყო[და]:
ქუეყანაჲ ზაბილონისი და ქუეყანაჲ ლეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილეს ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, [ნათელი გამოუბრწყინდა მათ].
მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად: შეინანეთ, რამეთუ მოახ[ლებ]ულ არს სასუფეველი.
და იქცეოდა იესუ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ისათხევლიდეს რაჲ სათხეველითა ზღუასა მას შინა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.
და ჰრქუა მათ: მომდევდით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და შეუდგეს მას.
და წამოვიდეს მიერ, იხილა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, ნავსა შინა ზებედჱს თანა, მამისა მათისა, და უწოდა მათ.
ხოლო მათ დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
და მოჰვლიდა იგი ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და განჰკურნებდა ყოველთა სნეულთა და ყოველთა უძრულთა ერსა შორის.
და განითქუა ამბავი მისი ყოველსა მას ასურეთსა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა, ცისა-ცისა გუემულთა, და განკურნნა იგინი.
და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ-იორდანით, და განკურნნა იგინი.