Page of ms. P: _ Page of ms. L: 353R ვითარცა იხილა იესუ ერი იგი მრავალი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. მოუჴდეს მას მოწაფენი თუისნი.
აღაღო პირი თუისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ არიამ მგლოარენი გულითა, რამეთუ იგინი Page of ms. L: 353V ნუგეშინის-ცემულ იყ[ვნენ].
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკუ[ი]დრონ ქუეყანაჲ.
ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათუის, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწ[ყალნენ].
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილ[ონ].
ნეტარ იყვნენ მშუიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ნაშობ ღმრთის წოდებულ იყვნენ.
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გჴუედნი[დენ] თქუენ და თქუენ ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუე ჩემთუ[ი]ს.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს. Page of ms. L: _ Page of ms. K: 231a რამეთუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყუელნი იგი უწინარჱს თქუენსა.
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე შეიმარილოს? არღარა შემძლებელ არს მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთაგან.
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ შესაძლებელ არს დაფარვად ქალაქი, რომელი მთასა ზედა დაშჱნებულ იყოს.
არცა აღანთიან სანთელი და შედგიან ქუეშე ჴუიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა.
ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
Page of ms. K: _ Page of ms. P: 234V_7 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე დაჴსნად შჯულისა, გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად შჯულისა, არამედ აღსრულებად.
ამენ გეტყჳ თქუენ, ვიდრე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტა ერთი მარტო რქაჲ არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრე ესე ყოველი იქმნეს.
უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმრწემჱს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
ხოლო თქუენ გეტყჳ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შე\ხჳდეთ Page of ms. P: 235R სასუფეველსა ცათასა.
გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სიკუდილისა.
ხოლო მე გეტყჳ თქვენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს საშჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა ცეცხლისასა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, რომელ არს საძაგელ, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად.
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
დაუტევე შესაწირავი შენი საკუთრხეველსა ზედა, მივედ და დაეგე ძმასა შენსა პირველად, და მაშინღა მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
Page of ms. P: 10aR იყავ მართლ განზრახველ მოსაჯულისა შენისათჳს ადრე, ვიდრე გზასაღა იყო მის თანა, ნუუკუე მოსაჯულმან მან შენმან მიგცეს მსაჯულსა, და მსაჯულმან მიგცეს მტარვალსა, და საპყრობილესა შეგაგდონ შენ.
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე შეურაცხი იგი დანგი.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: არა იმრუშო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულის-თქუმით, მუნთქუესვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა.
უკუეთუ თვალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
და თუ ჴელი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
თქუმულ არს: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, ეცინ მას განსატევებელი წიგნი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერად სიძვისა, ამრუშოს იგი; და რომელმან დატევებული ცოლ ყოს, იმრუშებს-ვე.
მერმე გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს პირველთა: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ ჰფუცავთ ყოველსა ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ ერთისა თმისა განთეთრებად, გინა დაშავებად.
არამედ Page of ms. P: 11V იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტჱს ამისა ეშმაკისაგან არს.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
ხოლო მე გეტყჳ: ნუ უჴდებით ბოროტსა, არამედ გცეს თუ ვინმე მარჯუენესა ღაწუსა შენსა, მიუპყარ მარცხენჱცა.
და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართისა შენისა, მიუტევე მას ფიჩჳცა შენი.
და თუ ვინმე წარგიძღუანებდეს შენ მილიონ ერთ, მივედ შენ ორცა.
რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს ვასხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
ხოლო მე გეტყჳ: ჰყუარობდით მტერთა თქუნთა და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით, რომელნი მიგხუეჭდენ და გდევნიდენ თქუენ.
რაჲთა იყვნეთ შვილ მამისან თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზჱ მისი აღმოავლინოს ბოროტთა ზედა და კეთილთა ზედა; და წჳმნ მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა.
უკუეთუ ჰყუარობდეთ მოყუარეთა თქუენთა, რაჲ სასყიდელი გაქუნდეს თქუენ? არა-მე მეზუერეთა ეგრევე ყვიან?
და თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა თქუენთა ხოლო, რაჲ უმეტჱსი ჰყოთ? წარმართთაცა ეგრევე ყვიან.
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი სრულ არს.