Page of ms. P: 33V_8 ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ [არა], სასყიდელი არა გაქუნდეს მამისაგან თქუენისა ზეცათაჲსა.
ხოლო შენ რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარ-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთამცა იდიდნეს კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა შენსა, ნუ სცნობნ მარცხენჱ შენი, რასა იქმოდის მარჯუენჱ შენი.
რაჲთა იყოს ქველის-საქმჱ შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენი ცხადად.
და რაჟამს ილოცვიდე, არა ეგრე იყო, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ რაჲთა ეჩუენნენ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა, დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
და რაჟამს ილოცვიდე, ნუ მრავალსა იტყჳ, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა.
ხოლო თქუენ ესრე ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
პური ჩუენი სამარადისოჲ მომეც ჩუენ დღეს.
და მომიტევენ Page of ms. P: 34R ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.
უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენ მამამან თქუენმან ზეცათამან შეცოდებანი თქუენნი.
უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი იგი მწუხარჱ, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა, ვითარცა მმარხველნი. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.
ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე ზეთი თავსა შენსა და პირი შენი დაიბანე.
რაჲთა არა უჩნდე კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.
ნუ იუნჯებთ საფასესა თქუენსა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნეს, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
არამედ იუნჯებდით თქუენ საფასესა თქუენსა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნეს და არცა მპარავთა დათხარონ და განიპარონ.
რამეთუ სადაცა იყვნენ საუნჯენი თქუენნი, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი.
სანთელი გუამისაჲ არს თუალი.
უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე-ღა?
ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერვის ჴელ-ეწიფების Page of ms. P: 35V ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
ამისთჳს გეტყჳ თქვენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ ვჭამოთ ანუ რაჲ ვსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შევიმოსოთ, ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი -- სამოსლისა?
მიხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე თქუენ უმჯობჱს ხართა მფრინველთა?
ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შემძლებელ არს იგი [შეძინებად] ასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდიან! არცა სთესვენ, არცა შურებიან.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა სოლომონმან ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.
უკუეთუ თივაჲ ველისაჲ რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრჱთ შემოსის, არა-მე თქუენ უფროჲს, მცირედ მორწმუნენო?
ნუუკუე ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ და ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?
რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს თქუენ ამათ ყოველთაგანი.
ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
Page of ms. P: 17V_11 ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალე იგი ზრუნავს თავისა თჳსისათჳს. კმა არს დღისა მის როჭიკი მისი.