ნუ შჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ,
რამეთუ რომლითა საშჯელითა დაშჯიდეთ, მითვე დაისაჯნეთ, [და რომლითა] საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ.
რაჲსა უხილავ წუელსა მას, [რომელი] ძეს თუალსა ძმისა შენისასა და შენისა თუალისა დირესა არა ხედავ?
ანუ ვითარ ეტყჳ ძმასა შენსა: მაცადე მე და აღმოგიღო წუელი ეგე თუალისაგან შენისა, და ეგერა დირჱ თუალსა შენსა გიცს!
ორგულო, აღმოიღე პირველად დირჱ ეგე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ ფერჴითა მათითა, მოგექცენ და განგხეთქნენ თქუენ.
ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს მას.
ვინ-მე იყოს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს შვილი თჳსი პურსა, ქვაჲ ნუ მისცესა?
ანუ -- თევზსა, გუელი ნუ მისცესა?
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით ნიჭი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან, რომელ არს ცათა შინა, მისცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას! Page of ms. P: 18R
ყოველივე რაჲ გინდეს, რაჲმცა გიყვეს თქუენ კაცთა, ეგრევე თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრე აღესრულების შჯული და წინაწარმეტყუელებაჲ.
შევედით იწროსა მას ბჭესა, [რამეთუ] ფართო არს ბჭჱ და ვრცელ არს გზაჲ, რომელმან მიიყვანის წარსაწყმედელად, და მრავალნი არიან, რომელნი მივლენან მას.
სხუაჲ ბჭჱ არს იწროჲ და საჭირველი გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხოვრებად, და მცირენი არიან, რომელთა პოონ იგი.
ეკრძალენით ცრუ-წინაწარმეტყუელთა, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსილითა კრაველითა, და შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
ნაყოფითა საქმეთა მათთაჲთა იცნენით იგინი. მო-მე-ვინ-ისთულისა ძეძჳსაგან ყურძენი ანუ კუროჲს-თავისაგან ლეღჳ?
ეგრეცა ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, და ხემან ბოროტმან ნაყოფი ბოროტი გამოიღის.
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა მწარისა გამოღებად, არცა ბოროტსა ხესა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად.
ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
აწ უკუე ნაყოფთა მათთაგან იცნენით იგინი.
არა თუ ყოველმან რომელმან მრქუას მე: "უფალო, უფალო", იგი შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რომელ არს ცათა შინა.