Page of ms. P: _ Page of ms. L: 570R [და შეახო ჴელსა მისსა და] დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყუითა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა იგინი სიტყუითა.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა, რამეთუ: მან უძლურებანი ჩუენნი იტუირთნეს და სნეულებანი ჩუენნი განკურნეს.
და ვითარცა იხილა ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წარსლვაჲ მიერ კერძო.
მაშინ მოუჴდა მას ერთი მწიგნობართაგანი და ჰრქუა მას: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხუიდოდი.
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყუდელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკო[ს]. Page of ms. L: 570V
ხოლო ერთმან მოწაფეთაგანმან რქუა მას: მოძღუარ, პირველად მიბრძანე მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
ხოლო იესუ რქუა მას: შენ მომდევდი მე და დააცადენ მკუდარნი დაფლვად თუისთა მკუდართა.
და აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი თუისნი.
და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ ზღუასა მას ზედა ვიდრე ნავსა დაფარვადმდე ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
მოუჴდეს მოწაფენი, აღადგინეს უფალი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნეს ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაჲსა გეშინის თქუენ, მცირედმორწმუნენო? Page of ms. L: 571R მაშინ აღდგა იესუ და შეჰრისხნა ქართა და ზღუასა; და მეყუსეულად იქმნა დაყუდება დიდ.
და უკუირდა ყოველთა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა [და] ზღუაჲცა ერჩიან მას!
და მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერ\გესეველთასა, Page of ms. L: 571R და მას შეემთხუინეს ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. Page of ms. L: 570V
და იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: რაჲ ძეს შენი და ჩუენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.
და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოარი.
ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
და ჰრქუა მათ: მივედით! და განვიდეს იგინი კაცთა მათგან და მივიდეს იგინი კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღუისასა და მოწყდეს.
ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს ქალაქად და უთხრეს ყოველი ეშმაკეულთა მათთუის.
მაშინ ყოველი იგი ქალაქი განვიდა შემთხუევად მისა. იხილეს იგი და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს იგი საზღუართაგან მათთა.