Page of ms. L: 673R და ვითარ წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა ზედა, მათეოზ იყო სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და მეყუსეულად Page of ms. L: 673V აღდგა იგი და მისდევდა მას.
და ვითარცა ინაჴით იჯდა იგი სახლსა შინა, მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნიცა სხდეს იესუის თანა.
იხილეს ფარისეველთა და ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჭამს და სუამს მოძღუარი თქუენი?
ვითარცა ესმა იესუს, ჰრქუა მათ; არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ მე წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათუის ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა [გლოვად] ...?
Page of ms. L: _ Page of ms. P: 252V და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელსა შორის მათსა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სნეულთა და უძრულთა ერსა შორის.
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი Page of ms. P: 253R -- მცირედ.
ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მუშაკნი სამკალისანი.