და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მოწაფეთა მისთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა უძრულებათა მათთა.
ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი.
ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოზ [მეზუერე]; ძჱ იაკობისი -- ალფეოზ და ლებეოზ, რომელსა ეწოდა თადეოზ.
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნებდა მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ ხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,
არამედ მივედით უფროჲს ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდით, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
უძრულთა განჰკურნებდით, კეთროანთა განსწმედდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდცა მისცემდით.
ნუ მიიღებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლსა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
რომელსა ქალაქსა ანუ დაბნებსა შევხჳდით, ვინ იყოს ღირს, და მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე.
და შე-რაჲ-ხჳდეთ სახლსა, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
და უკუეთუ იყოს სახლი იგი ღირსი, მოვედინ Page of ms. P: 253V მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
უკუეთუ ვინმე არა შეგიწყნარნეს თქუენ, არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით სახლით გინა ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინჱს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქუეყანაჲ იგი.
Page of ms. P: 13R აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიეცნეთ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
და წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად თავისა მათისა და წარმართთა.
ხოლო რაჟამს მიგიყვანებდენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარმედ რასა იტყოდით, Page of ms. P: 13V რამეთუ მოგცე მას დღესა შინა, რაჲ-იგი ღირდეს თქუენდა სიტყუად.
რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენთჳს.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან -- შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს იგი სრულიად, ცხონდეს.
Page of ms. P: 76V არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
კმა არს მოწფისაჲ მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?
ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
რომელი გრქუან თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმას, ქადაგებდით მას უბანთა ზედა.
და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულნი თქუენნი ვერ მოწყჳდნენ. არამედ გეშინოდენ მისა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
ხოლო თქუენნი თმანიცა თავისანი ყოველნი აღრაცხილ არიან.
ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობჱს ხართ თქუენ.
Page of ms. P: 6V ყოველმან რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ [მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ] მე მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
რამეთუ მოვედ მე განყოფად კაცისა მამისაგან და ასული -- დედისაგან და ძის ცოლი -- დედამთილისაგან.
და იყვნენ მტერ მამასახლისისა სახელეულნი თჳსნი.
რომელსა უყუარდეს მამაჲ თდსი, გინა თუ დედაჲ ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ თდსი, გინა თუ ასული თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
რომელმან მოიპოოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
რომელმან შეგიწყნარეს თქუენ, მან მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაწარმეტყუელისაჲ მოიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.
და რომელმან ასუას ამათ მცირეთაგანსა ერთსა სასუმელი წყალი გრილი სახელად მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, ამისიცა სასყიდელი არავე წარწყმდეს.