Page of ms. P: _ Page of ms. L: 566R ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმა და იხილე[თ]:
რამეთუ ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების.
ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ ერისა მიმართ იოვანესთუის და თქუა: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
არამედ რაჲსა გამოხუედით [ხილვად?] კაცისა, ჩჩვილითა სამოსლითა შემოსილისა? რამეთუ, აჰა, ესერა, რომელნი ჩჩვილითა სამოსლითა არიან, სახლსა შინა სამეუფოსა არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? გეტყუი თქუენ, უფროის ხოლო წინაწარმეტყუელისა. Page of ms. L: 566V
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
ამენ გეტყუი თქუენ, რამეთუ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროის იოვანესა ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი იგი უფროის მისა არს სასუფეველსა ცათასა.
რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე მოაქამდე სასუფეველი [ცათაჲ ი]ძულების, და რომელნი იძულებდენ, მათ მოიტაცონ იგი.
რამეთუ შჯული და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდენ ვიდრე იოვანესამდენ.
უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
Page of ms. L: 628R მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებთ შენ, მამაო, [უფალო] ცისა და ქუეყანისაო, რომელმან დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა.
ჰე, მამაო, რამეთუ ესრე სათნო-იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; არავინ იცის ძჱ, გარნა მამამან, და Page of ms. L: 628V მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; რომლისა უნდეს ძესა, გამოეცხადოს.
მოედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი და რომელთა ტუირთი მძიმე გეტჳრთა, და მე განგისუენო თქუენ.
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშუიდ ვარ და მდაბალ გულითა, ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტუირთი ჩემი მცირე არს.