Page of ms. L: _ Page of ms. P: 384V მას ჟამსა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა, ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴოველისასა და ჭამად.
ხოლო ფარისეველთა ვითარცა იხილეს, ჰრქუეს მას: აჰა ესერა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა საქმედ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, იდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო შეჭმაჲ მათი, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათსა შინა მღდელთა შაბათი შეურაცხ-ყვიან?
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქ[ა].
უკუეთუმცა ცოდეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასჯიდით უბრალოთა,
რამეთუ უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაბათისაცა.
Page of ms. P: _ Page of ms. L: 567V და წარმოვიდოდა მიერ იესუ, მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელი ედგა. ჰკითხეს მათ: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოარი ერთი და შთავარდეს იგი ჯურღმულსა დღესა შაბათსა, არამე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
ანუ არამე უფროის არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს კეთილისა საქმეჲ დღესა შაბათსა.
მაშინ ჰრქუა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან Page of ms. L: 568R განირთხა ჴელი მისი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო ფარისეველნი იგი მოვიდეს და ზრახვა-ყვეს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისხმა-ყო, განეშორა მათგან და წარვიდა.
და მოსდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყუის:
აჰა, ესერა, ძეჲ ჩემი, რომელი სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. მე დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
ლერწამი დაჩხერილი არა შემუსროს და პატრუკი ბდჳნვარჱ არა Page of ms. L: 567V დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევაჲ საშჯელისაჲ.
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუი, და განკურნა ყოველი იგი და იტყოდა მართალ.
და უკუირდა ერსა მას, იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძჱ დავითისი?
Page of ms. L: _ Page of ms. P: 298V მაშინ მიუგეს ვიეთმე მწიგნობართა და ფარისეველთა და ჰრქუეს იესუს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მომრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მათ, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრჱთ იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა მის თანა და დასჯიდენ მათ. ხოლო შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა ნათესავისა მის თანა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა: და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.