Page of ms. P: 353V მაშინ გამოვიდა იესუ სახლისაგან და დაჯდა ზღჳს-კიდესა.
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
და თესვასა მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა და არა იყო მიწაჲ ფრიად; მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმჱ მიწისაჲ,
მზჱ აღმოჰჴდა და დასცხა, რამეთუ ძირნი არღა დაებნეს, და განჴმა.
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
Page of ms. P: 354R და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა და რომელიმე სამეოცსა და [რომელნი]მე ოც და ათსა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმენენ.
Page of ms. P: 354R მოუჴდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?
ხოლო იესუ ჰრქუა: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელიცა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ეშინის, ესმის და არა ისმენენ და არცა გულისხმა-ჰყოფენ.
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: სმენით ესმოდის და არა გულისხმა-ყონ, და ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ.
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი.
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმა, და არა ესმა.
Page of ms. P: 354R სხუაჲ იგავი დაუდვა მათ იესუ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი აგარაკსა თჳსსა.
და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა და წარვიდა.
და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი და ნაყოფი Page of ms. P: 354V გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.
[მოვიდეს მონანი იგი] და ჰრქუეს სახლისა უფალსა; უფალო, აგარაკსა შენსა თესლი კეთილი დავსთესეთ, ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი?
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო ესე. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს: გნებავს, რაჲთა მივიდეთ და გამოვაჩინოთ იგი?
ხოლო მან ჰრქუა: ნუუკუე კრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურეთ მის თანა იფქლიცა.
აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა თჳსსა.
Page of ms. P: 354V სხუაჲ იგავი დაუდგა მათ იესუ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,
რომელი უმცირჱს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძინდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის ხე დიდ, ვიდრემდის მივიდოდიან მფრინველნი და დაადგრიან რტოთა მისთა.
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა ყოველი იგი.
ამას იგავით ეტყოდა იესუ ერსა მას და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ,
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.
Page of ms. P: 354V მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სა\ხლსა. Page of ms. P: 355R მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: მითხარ ჩუენ იგავი ესე ღუარძლისაჲ მის და აგარაკისაჲ.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ; რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძჱ კაცისაჲ არს;
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურებისანი.
ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ, და მომკალნი იგი ანგელოზნი არიან.
ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწუან, ვერჱთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზის-თუალნი, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
Page of ms. P: 380V მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მისითა წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა.
და რაჟამს პოვის პატიოსანი იგი მარგალიტი, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
და აღივსის და გამოიღიან კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიან.
ესრჱთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი მართალთაგან
და შთასთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჰრქუა მათ იესუ: გულისხმა-ყავთ ესე ყოველი? მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
ჰრქუა მათ იესუ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, Page of ms. P: 381R რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.