Page of ms. P: 274R მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა სამთავროთა მთავარსა, ამბავი იესუჲსთჳს,
და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
ხოლო ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოჰანე და შესუა იგი საპყრობილესა ეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპჱს, ძმისა მისისა.
რამეთუ ეტყოდა მათ იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.
და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა იგი.
და ვითარცა შუებისა დღენი იყვნენ ჰეროდესნი, Page of ms. P: 274V როკვიდა ასული იგი ეროდიაჲსი შორის [მათსა] და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი,
რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს.
ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკლითა თავი იოჰანე ნათლის-მცემელისაჲ.
და ღათუ შეწუხნა მეფჱ იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და თანამეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას.
და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.
და მოართუეს თავი ლანკლითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი. და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
Page of ms. P: _ Page of ms. L: 569V და გამოვიდა იესუ, იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს მას იგინი, განკურნნა სნეულებანი მათნი.
და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასულ არს; განუტევე [ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თუისისა საზრდელი].