Page of ms. L: _ Page of ms. P: 294R მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:
რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამენ.
ხოლო თავადმან მიუგო და თქუა მათ: რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებათა ღმრთისათა მოძღურებითა Page of ms. P: 294V თქუენითა?
რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს და დედისათჳს, მოკუედინ.
ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა , დედასა თჳსსა ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო,
არა პატივ-სცეს მამასა და დედასა თჳსსა, ესევითარმან, დაუმტკიცებელ ყავნ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.
ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელა თქუენთჳს ესაია და თქუა:
ერი ესე ბაგითა თჳსითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან;
ამაოდ მმსახურებენ მე, -- ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა მათ: ისმინეთ და გულისხმა-ყავთ:
არა თუ შემავალი პირად შეაგინებს კაცსა, არამედ გამომავალი პირით შეაგინებს კაცსა.
მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, დაჰბრკოლდეს?
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგოს მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.
ხოლო უტევენით, ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ბრმაჲ ბრმასა რაჲ წინა-უძღუებინ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამომითარგმანე ჩუენ იგავი ესე.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ თქუენცა უგულისხმოვე ხართა?
და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად მივალს და განსავალით განვალს.
ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, იგი შეაგი\ნებს Page of ms. P: 295R კაცსა.
რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი.
ესე არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო ჴელითა უბანელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.