Page of ms. P: 267R და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა მთასა მაღალსა თჳსაგან.
და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ; და სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი.
და ეჩუენნეს მათ მის თანა მოსე და ელია, და მას თანა-ზრახვიდეს.
მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენი აქა ყოფაჲ: ვქმნეთ სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა.
და იყო, ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ და ჴმაჲ იყო ზეცით გამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად.
მოვიდა იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით, ნუ გეშინინ!
და აღიხილნეს თუალნი მათნი Page of ms. P: 267V და არავინ იხილეს, გარნა იესუ.
და გარდამოვიდეს მთისა მისგან, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.
Page of ms. P: 263V და მოვიდეს იგინი კაფარნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი ხარკსა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოსცესა ხარკი?
ჰრქუა [მან]: ჰე. და ვითარცა მოვიდეს იგინი სახიდ, უსწრო მათ და ჰრქუა იესუ: რაჲ გნებავს, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?
და ჰრქუა პეტრე: უცხოთაგან. ჰრქუა მას [იესუ]: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.
ხოლო რაჲთა არა დავაპკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მას შინა სასწორი, მიიღე და მიეც შენთჳს და ჩემთჳს.