TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 174
Previous part

Chapter: 5  
თავი 5


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   Page of ms. L: _   Page of ms. P: 267V   რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დაადგინიან ღმრთისა მიერ, რაჲთა შესწირვიდეს იგი შესაწირავსა და მსხუერპლსა ცოდვათათჳს შენდობით.
Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
და სწორად შემძლებელ არნ უმეცართა მათ შეცდომილთა; და მასცა ზედააცს [უძრულებაჲ].
Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
[და ამისთჳს თანააცს] ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.
Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
და არავინ თავით თჳსით მოიღოს პატივი, არამედ რომელიცა წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ეგრე\ცა Page of ms. P: 268R   ქრისტე არა თავით თჳსით ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღურად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძჱ ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა.
Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა-იგი დღეთა მათ ჴორცთა მისთასა ვედრებასა და ლოცვასა შემძლებელისა მის მიმართ ჴსნად მისა სიკუდილისაგან ჴმითა მაღლითა და ცრემლითა შეწირა, და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან.
Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
და რამეთუ ძჱღა იყო, ისწავა, ვინაჲთგან-იგი ივნო მან მორჩილებით;
Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
და სრულ იქმნა იგი და იყო ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხორებისა საუკუნოჲსა;
Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.