TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 177
Previous part

Chapter: 8  
თავი 8


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ხოლო თავად თქუმულთა ამათ ზედა ესე არს: ეგევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ცათა შინა,
Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტებისაჲ, რომელი აღაშჱნა უფალმან Page of ms. P: 287R   და არა კაცმან.

Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. P: 288R   უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არამცა მეორისაჲ საძიებელ იყო ადგილი,
Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა, ესერა, დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა აღთქუმაჲ ახალი
Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათ გამოყვანებად მათი ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვნე იგინი, თქუა უფალმან ყოვლისა მპყრობელმან,
Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა, შემდგომად ..., იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა გამოვწერნე იგინი; და Page of ms. P: 288V   ვიყო მე მათა ღმრთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
და არღარა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა და ჰრქუას: "იცანთ უფალი", რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან ვიდრე დიდადმდე მათა;
Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უსჯულოებანი და ცოდვანი მათნი არა მოვიჴსენნე მერმე,
Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რაჟამს-იგი თქუას "ახალი", დააძუელა პირველი იგი. დაძუელებადი მახლობელ არს განრყუნისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.