TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 11
Previous part

Canon: d-add.  
Ode: adid.  
ადიდენნი ჴმაჲ


Hymn number: 842(1)  
Hymn type: h     ადიდებს სული ჩემი უფალსა და იხარებდინ გული ჩემი ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, - ამას ყოლად უბიწოჲ ქალწული სიხარულით ღაღადებდა: აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე Ms. page: 185r   Page of ed.: 861  ყოველ/ნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა ძლიერმან დიდებული და წმიდა არს სახელი მისი და აწ ყოველნი ნათესავნი, ვითარცა თჳთ იტყოდა, დედასა მჴსნელთასა ადიდებენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 843(2)  
Hymn type: h     
ადიდე, ქრისტე, მშობელი შენი უფროჲს ყოველთა ნათესავთა ადამისთა, რაჟამს მისგან სათნო-იყავ ჴორცთა შესხმაჲ მჴსნელმან და უფალმან დაბადებულთამან, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 844(3)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდეს მე ყოველი თესლები, - თქუა ქალწულმან, რაჟამს ანგელოზისაგან ესმა სიტყუაჲ, ეტყოდა რაჲ: გიხაროდენ, შენდა მოვალს ცათა დაუტევნელი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 845(4)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა ჴსნაჲ დაბადებულთა თჳსთა მეუფემან ცათა და ქუეყანისამან, მოავლინა ძე თჳსი საყუარელი და იშვა შენ[გან], ღირსო, დიდებულო ქალწულო.
Hymn type: t     
--

Hymn number: 846(5)  
Hymn type: h     
შეიწყნარა მან ისრაელი მონაჲ თჳსი და მოსცა უბიწოჲ სანატრელი თესლისაგან დავითისა, რომლისაგან იშვა ქრისტე უფალი, რომელმანცა იჴსნა ადამ ტყუეობისაგან.
Hymn type: t     
--

Hymn number: 847(6)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს მშობელი შენი, დაუსაბამოჲსა ღმრთისა სიტყუაო, რომელი მოივლინე Ms. page: 185v   Page of ed.: 863  ჴსნა/დ შეცთომილთა ადამის ნათესავთათჳს, რომლითა მკჳდრ ჰყვენ სასუფეველსა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 848(7)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა: ყოველი თესლები ადამის ნათესავთაჲ გნატრის, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენგან იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მჴსნელი დაბადებულთაჲ, და ქალწულებაჲ შენი ქალწულადვე დაიცვა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 849(8)  
Hymn type: h     
ადიდებს სული ჩემი უფალსა, იტყოდა უბ[ი]წოჲ ღმრთისმშობელი, რაჟამს ღმერთი დაუსაბამოჲ დაემკჳდრა საშოსა მისსა და შეიერთა ბუნებაჲ ჩუენი მიწისაგანი უსხეულოსა ბუნებასა ღმრთეებისასა და ჩუენ გამოგჳბრწყინდა ღმერთი სრული, შემოსილი კაცებითა, თანაარსი ორთა მათ თჳთებათა, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 850(9)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან გნატრიან ყოველნი ნათესავნი, ვითარცა თჳთ იტყოდე, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთაეს გადიდა ძემან შენმან ყოველთა დაბადებულთა ზეცისათა და ქუეყანისათა, შენ ხარ უვრცელესი ცათაჲ და უმაღლესი სამყაროთაჲ, შენ ხარ უაღრესი ქერაბინთაჲ და უზეშთაესი / სერაბინთაჲ, Ms. page: 186r   Page of ed.: 865  რომელმან გჳშევ ღმერთი ყოველთაჲ, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 851(10)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა ღმერთმან საუკუნეთამან ცხორება შორის ქუეყანასა და აცხოვნნა მკჳდრნი მისნი სიკუდილისაგან საუკუნოჲსა, რაჟამს ცხორება-შემოსილსა მას ტაძარსა დაემკჳდრა, ცათა უვრცელესსა ქალწულისა საშოსა, და დღეს გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი შეუქმნელი, ღმერთი ყოველთაჲ, ამას ყოვენი გალობ[ით ვადიდებთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 852(11)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ისრაელი, მონაჲ თჳსი, მოჴსენებითა წყალობისა თჳსისაჲთა, მოვიდა წიაღთაგან საღმრთოთა ქრისტე -- ცუარი ცხორებისაჲ და დაემკჳდრა ღრუბელსა სულმცირესა, ქალწულისა საშოსა და მიერ ეცურია მოკუდავთა უკუდავებაჲ და განხრწნილთა -- უხრწნელებაჲ, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 853(12)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ქუეყანისაგან უქმისა აღმოაცენა მორჩი უდაბნოჲსაჲ და წინამორბედი იოვანე და კუალად თჳთ თავადი აღმოსცენდა -- ნერგი დაუნერგველი მტილისაგან დაუთესველისა, რომელმან Ms. page: 186v   Page of ed.: 867  განაქარვა ნაყოფი ადამის ურჩებისაჲ და აჴოცა წყევაჲ დაბადებულთაჲ, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 854(13)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა და მამადმთავართაჲთა: ევმანოელ -- ჩუენ თანა ღმერთი, გამოჩნდა ქალწულისაგან, ბჭისაგან დაკრძალულისა გამოვიდა მთავარი მთავრობათაჲ, იშვა ლოდი იგი საკიდური მთისაგან საცნაურისა და წჳმაჲ სულიერი საწმისისაგან წმიდისა, ამას [ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.