TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 12
Previous part

Canon: a-g-add.  
Ode: adid.  
ადიდენი გ̃ი


Hymn number: 855(1)  
Hymn type: h     ადიდებს სული ჩემი უფალსა, რომელმან განადიდა წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ მოხედნა მაღლით ლოცვასა მდაბალთასა და განკაცნა დამბადებელი ბუნებათაჲ, უაღრეს ბუნებათა დაებადა ჴორცითა, ღმერთი -- დამბადებელი დაბადებულთაჲ, იშვა, ვითარცა კაცი, ღმერთი საუკუნეთა მფლობელი, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 856(2)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან გნატრიან ყოველნი ენანი მეტყუელთა ადამეანთაჲ, დაუსაბამოჲსა ღმრთისა დედაო, რამეთუ შენ მიერ შეიერთა ღმრთეებაჲ კაცებასა და მოკუდავი უკუდავ ყო Ms. page: 187r   Page of ed.: 869  ღმერთმან -- უკუდავებისა მფლობელმან, რომელი იწოდე სძლად ზეცისა სიძისა და მიზეზ ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ ჰშევ ქრისტე -- თუალი ცხორებისაჲ, ამას ყოველნი გალობით ვა[დიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 857(3)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა, რამეთუ შექმნა ყოველი პირმეტყუელი და დაჴსნა პირველი პატიჟი წყევისაჲ და განაღო ედემი ურჩებით დაჴშული ძემან მამისა თანამფლობელმან, რამეთუ ჴორცითა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისაჲ, არსებაჲ დაუსაბამოჲ იშვა არსებითა მით დასაბამიერითა, ჴსნაჲ ადამეანთაჲ, ამას ყოველნი გალობით ვადიდე[ბდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 858(4)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ახალი ისრაელი -- მონაჲ თჳსი, ერი წარმართთა, საღმრთოჲთა სისხლითა მოგებული, ყო ერ საზეპურე თავისა თჳსისა, რომელთა მიერ იხარებს თჳთ თავადი უფალი ქმნულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ვართ ჩუენ თავისუფალ აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან განგუააზნაურნ[ა] ჩუენ შობითა ქალწულისაგან, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 859(5)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ Ms. page: 187v   Page of ed.: 871  შო/ბითა ქალწულისაგან, რომელი ქადაგა ნაშობმან ბერწისამან, ქადაგმან სინანულისამან, ტარიგმან ღმრთისა უცოდველად, რომელმან ნათელ-სცა მნათობთა ნათლისა მომცემელსა, თჳთ უხილავსა, უსხეულოსა, შეუხებელსა, მზესა სიმართლისასა -- ღმრთისა სიტყუასა, დაუსაბამოსა, ამას ყოველნი გალობით [ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 860(6)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთაჲთა გამოჴსნასა ჩუენსა ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა: აჰა, ესერა, მოვიდა მაღლით სიმდაბლედ მაღალთა ცათა ზედა მფლობელი ღმერთი, იშვა ქალწულისაგან, ვითარცა კაცი და იჴსნა ხატი თჳსი დამონებული მთავრობასა თავისა მის ბოროტთაჲსა, ესე არს ღმერთი განკაცებული, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.