TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 13
Previous part

Canon: b-g-add.  
Ode: adid.  
ადიდენნი ჴმაჲ გ̃ი


Hymn number: 861(1)  
Hymn type: h     ადიდებს სული ჩემი უფალსა, რომელი იდიდების დასთაგან მღჳძარეთაჲსა, შემოკრიბნა ცისკიდენი ქუეყანისანი დიდებისმეტყუელებად ღმრთეებისა თჳსისა, რამეთუ დაუსაბამოჲ დაებადა, მაღალი დამდაბლდა, უხილავი იხილვა და ღმერთმან შეუწერელმან კაცებაჲ უცოდველი შეიმოსა Ms. page: 188r   Page of ed.: 873  კაცთა ჴსნისა და ცხორებისათჳს, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 862(2)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან და უკუნისამდე გნატრიან, გიგალობენ და გადიდებენ შენ დასნი უჴორცოთანი და ენანი ადამეანთანი, ქალაქო სულიერო მეუფისა დიდისაო, რომლისათჳსცა დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, ღმრთისა დედაო, შენ გიხილეს ქალწულთა, შეგიყუარეს, დედოფა[ლ]ნი გაქებდეს, რომელმან გჳშევ ღმერთი საუკუნეთაჲ, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 863(3)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა საკჳრვეელი მხოლომან, რაჟამს ძიება ყო წარწყმედულობისა ჩუენისათჳს დაუსაბამომან მამამან, მოავლინა სიტყუაჲ თანამფლობელი ჴორცთა შესხმად, იშვა დედისაგან, რომელ არს პირველ თჳთ ნათელი ნათლისაგან ბუნებითისა, ძე მამისაგან მაღლისა, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 864(4)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ისრაელი, მონაჲ თჳსი სახიერებით, რაჟამს დავითის თესლისაგან Ms. page: 188v   Page of ed.: 875  აღმოს/ცენდა ნაყოფი ცხოველს-მყოფელი, მიზეზი მოკუდავთა ცხორებისაჲ, მოვიდა მოლოდებაჲ წარმართთაჲ, სიტყუაჲ უხილავისა მამისაჲ, შეეზავა უსხეულოჲ სხეულევანსა, უნივთოჲ -- ნივთიერსა, ღმრთეებაჲ -- კაცებასა, ამას ყოველნი გალო[ბით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 865(5)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რამეთუ გამოაჩინა ძალითა და სულითა ელიაჲსითა წინამორბედი იოვანე და უწოდა მას უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, რომელმან ენით მით ღმრთისმეტყუელითა უდაბნოს ჴმა-ყო სინანული ცხორებისაჲ და გუახარა განბანაჲ სულითა და ცეცხლითა, ამა[ს] ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 866(6)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსითაჲთა: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა, რომელი მოვიდა მაღლით და მაცხოვნა ჩუენ, ესე არს ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე მთავარი მშჳდობისაჲ მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ, ამას უყოველნი გალო[ბით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.