TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 14
Previous part

Canon: g-g-add.  
Ode: adid.  
ადიდენნი ჴმაჲ გ̃ი


Ms. page: 189r  
Page of ed.: 877 
Hymn number: 867(1)  
Hymn type: h     ადიდებს სული ჩემი უფალსა, რომელმან გადნადიდა წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ გამოვიდა უცვალებელი პირისაგან მაღლისა, მოვიდა სოფლად სოფლისა შემოქმედი ღმერთი, რომელ არს პირველით ს[ი]ტყუაჲ ბუნებითი და ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის ღმერთი ღმერთთაჲ სიონს დამჳდრებული, ამას [ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 868(2)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიან მე ყოველნი ტომნი ნათესავნი და ენანი, - მიუგო უბიწომან გაბრიელს მთავარანგელოზსა, რაჟამს ერწმუნა მის მიერ საიდუმლოჲ უაღრესი ბუნებათაჲ, ძე ღმრთისაჲ მხოლოდ-შობილი, რომელი იშვა ჴორცითა და ჰგიეს უსაზღვროჲთა მით არსებითა ღმრთეებისაჲთა, ამ[ას ყოველნი გალობით ავდიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 869(3)  
Hymn type: h     
ყო სიმტკ[ი]ცითა მკლავისა თჳსისაჲთა შურის-გებაჲ მტერთა მიმართ უხილავთა სულთა უკეთურთა, რამეთუ დათრგუნა მტერობაჲ მთავრისა მის ბნელისა და განანათლა სოფლი თჳთ მაღლით გამოჩინებულმან იესო, მზემან სიმართლისამან, [გარე]შეუწერელმან ღმერთმან, ამას ყოველნი გალობით ვადიდ[დებდეთ].
Hymn type: t     
--

Ms. page: 189v  
Page of ed.: 879 
Hymn number: 870(4)  
Hymn type: h     
შე/ეწია ისრაელსა მონასა თჳსსა, და შეზღუდა იგი შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა, რომელთა მიერ ეზრახა მათ უცნაურად იგავთა მათ საცნაურთა, ხოლო აქა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა საყუარელისა, რომელ არს პირმშოჲ საუკუკნეთაჲ, რომლისაგან შექმნა ყოველი, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 871(5)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან უტყუებაჲ მღდელისაჲ ღმრთისმეტყუელ ყო და დუმილითა შეპყრობილმან ისწავა მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ, რაჟამს შჯული, და აღიტყუა მღდელი, იშვა რაჲ განმზადებული გზათა უფლისათა, წინამორბედი იოვანე, ქადაგი ჭეშმარიტი, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 872(6)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსითაჲთა, განკაცნა ღმერთი ქალწულისაგან და ვიხილეთ დიდებაჲ ძისა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავე მადლითა და ჭეშმარიტებითა, რომელ წიაღთა მამისა...* აქ წყდება ტექსტი
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.