TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 15
Previous part

Codex: Sin.-3  
დამატება
(Sin. 3-ის მიხედვით)



Ms. page: 7r  
Page of ed.: 880 
Hymn type:      სამებასა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ მორწმუნენი ერთღმრთეებად აღვიარებთ და ესრეთ უღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, [საუკუნითგან უკუნისამდე].



Canon: a  
Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 1  
Hymn type: h     
ყრმანი ბაბილონს შეუწუველნი პირველად სახე გექმნნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშვა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
Hymn type: t     
შენ, უბიწოო ღმრთისმშობელო ქალწულო, ევედრე ჩუენთჳს, რომელი ჰშევ უთესლოდ, რაჲთა მიჴსნნეს საბრჴეთაგან მტერისათა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენ მორწმუნეთაჲ, რომელი გაკურთხევთ შენ.

Hymn number: 2  
Hymn type: h     
საჴუმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა საკჳრველებათა მითხრობისა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი მძლავრ შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცვა ღმრთეებისა ცეცხლმან და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
გუნდი უსხეულოთაჲ ზარ-განჴდილ იქმნა, რაჟამს იხილეს ღმერთი შობილად შენდა, სძალო წმიდაო, Page of ed.: 881  და ღაღადებით იტყოდეს: მაღალთა შინა დიდებაჲ ღმერთსა ყოველთასა, ხოლო გამოჴსნილნი ესრეთ იტყჳან: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

Hymn number: 3  
Hymn type: h     
საჴუმილსა რაჲ შეთხეულ იყვნეს ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ, განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებასა ყოლად წმიდასა მორწმუნენი უგალობთ, მამასა, ძესა სულით წმიდითურთ განუყოფელად უღაღადებთ და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდ[ით და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 4  
Hymn type: h     
არავინაჲ შეიგინნეს ყრმანი ტაბლისაგან მეფისა, არამედ შევიდეს სიხარულით ცეცხლსა შინა და შეცურეულნი გალობით იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
სამებაჲ ერთარსებაჲ გუესწავა თაყუანის-საცემელი და აღვიარებთ მართლითა სარწმუნოებითა ერთობით მორწმუნენი და ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

Hymn number: 5  
Ms. page: 7v  
Hymn type: h     
სიბრძნით სიმჴნე აჩუენეს ყრმათა მძლავრსა მას და არა შეძრწუნდეს ზარისა მისგან თუალთა მათ მკლველთა მძჳნვარეთა, რამეთუ შეიჭურნეს დიდებითა მხოლოჲსა ღმრთისაჲთა და დათრგუნეს ალი ცეცხლისაჲ სარწმუნოებით და გალობით იტყოდეს ყოველნი: უფალსა უგალობთ და უფროჲსად ავამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
ცხორებისა სასოდ ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, აღგიაარებთ შენ, ღმრთისა დედაო, Page of ed.: 882  გამოუკულეველად მშობელო მეუფისაო, და შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა სარწმუნოებით, გალობით ავამაღლებთ და უღაღადებთ: მაცხოვარო დაბადებულთაო, ყოველნი გაკურთხევთ და უფროჲსად აგამაღლებთ უკუნისამდე.

Hymn number: 6  
Hymn type: h     
საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა დაიცვნეს სამნი ყრმანი უვნებელად, რამეთუ გარდამოჴდა მსგავსი ამგელოზისაჲ, ხოლო მათ ღაღატ-ყვეს: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
Hymn type: t     
შეიწყნარეს სამთა მათ ყრმათა სიყუარული სამებისაჲ გონებასა, ვითარცა ისარი, და ცეცხლისა ალსა შინა ესრეთ ღაღადებდეს: საქმენი უფლისანი აკურთხევ[დით უფალსა].

Hymn number: 7  
Hymn type: h     
გალობასა შევსწირავთ შენდა, უფალო, ვითარცა ყრმანი საჴუმილსა შინა, აგამაღლებთ და ვიტყჳთ: აკურთხევდით საქმენი, ქმნულნი უფლისანი, უფალსა.
Hymn type: t     
აღიარეს სამებაჲ სამთა მათ ყრმათა საჴუმილსა შინა სარწმუნოებით და ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი, ქმნულნი უფლისანი, უფალსა.

Hymn number: 8  
Hymn type: h     
გალობით ვაკურთხევდეთ, ვითარცა ყრმანი საჴუმილსა შინა, ქრისტესა ღმერთსა და ესრეთ ვღაღადებდეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
კრებული უსხეულოთაჲ და ნათესავი ადამეანთაჲ გიგალობენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვითარცა ხარ უზეშთაესი ყოველთაჲ, მეოხ გუეყავ ჩუენ.



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 9(1)  
Hymn type: h     
ჯერ არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, Page of ed.: 883  არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევკრიბოთ შესხმაჲ, რომლითა გადიდედით.
Hymn type: t     
ღირსად ადიდა ძემან მშობელი თჳსი, რამეთუ მისგან შეიმოსა კაცებაჲ და ძე მაღლისაჲ ძე ქალწულისა იწოდა, ერთი ორითა ბუნებითა დაადგრა, რომელსა ღირსად მორწმუნენი ვადიდებთ.

Hymn number: 10(2)  
Hymn type: h     
დაუკჳრდა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, ყოველსა ბუნებასა დაბადებულთასა და იტყჳს: დიდებაჲ შობასა შენსა, მარიამ, უქორწინებელო სძალო, შენ მხოლოჲ დედათა შორის სანატრელ იქმენ.
Hymn type: t     
ბუნებანი ადამეანთანი გნატრიან, მზისა უბრწყინვალესო, ცათა უვრცელესო ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მიერ იცნეს ღმერთი დამბადებელი მათი მხოლოჲ, ჴორცითა მოსრული მათდა და თაყუანის-სცეს.

Hymn number: 11(3)  
Ms. page: 8r  
Hymn type: h     
სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო, მოესწავა საიდუმლოჲ -- მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწუებოდა და აწ გევედრებით: დაშრიტე, ღმრთისმშობელო, ალი ცოდვათაჲ, რაჲთა გადიდებდეთ.
Hymn type: ta     
შეცვალნა წესნი ბუნებათანი შობამან შენმან, ქალწულო უბიწოო, რამეთუ ღმერთი ბუნებათაჲ შენგან გუეუწყა და ბუნებაჲ ჩუენი მან განმიახლა დაძუელებული ცოდვითა, ამისთჳს მარადის გადიდებთ შენ.
Hymn type: tb     
გიხაროდენ, კარაო ღმრთისაო სულიერო, რომელსა შინა სათნო-იყო დატევნად ცათა შინა და შენ თანა დაემკჳდრა უზეშთაეს ბუნებათა განმაახლებელი საშოსა შენსა.

Hymn number: 12(4)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან ღმერთი, მიზეზი ყოველთა არსთაჲ, ჰშევ, Page of ed.: 884  ქალწულო უბიწოო, უფროჲს ბუნებათა ცნობისა და ზეშთა სიტყჳსა და მიწად მიქცეულნი შენ მიერ განვახლდით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, სამართლად გადიდებთ.
Hymn type: ta     
შენ, რომელმან გჳშევ მამისა სწორი ბუნებითა სულისა წმიდისა მადლითა ძე ღმრთისაჲ უწინარეს საუკუნეთა, მისა მიმართ ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენთჳს, ღმრთისმშობელო მარიამ, გალობით გადიდებთ.
Hymn type: tb     
შენ, ყოველთა შემოქმედო, ერთო ღმერთო ბუნებით, სამგუამოვნად აღგიარებთ უშობელად და მშობელად სიტყუასა, ძესა და სულთა თანაარსსა სამარადისოსა, განუყოფელად გადიდებთ ყოველსა ჟამსა.

Hymn number: 13(5)  
Hymn type: h     
ძლეულ იქმნნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უსძლო[ო], ქალწულებრივი შობაჲ და სიკუდილი, ცხორებისა მომცემელი, და შემდგომად შობისაცა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
დიდებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოველი ენაჲ გნატრის შენ, რამეთუ შენგან იშვა მჴსნელი სოფლისაჲ, ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი, დამბადებელი ყოველთაჲ, რომელსა ჩუენ, მორწმუნენი, ძალთა თანა ზეცისათა გალობით ვადიდებთ მას.

Hymn number: 14(6)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულთა სიქადულო, გიხაროდენ, დედაო, უსძლოო ღმრთისმშობელო, რომელსა ჩუენ, ყოველნი, გადიდებთ.
Hymn type: ta     
გიხაროდენ, ქალწულო უბიწოო, რომელმან დაიტიე საშოსა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და გჳშევ ყოველთა მაცხოვარი.
Hymn type: tb     
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა კრებულო, და დაუყვენინ პირნი Page of ed.: 885  ბილწნი მწვალებელთანი, რომელნი სამებასა განჰყოფენ.

Hymn number: 15(7)  
Hymn type: h     
შენ, ყოლად ქებულო, დიდებულო ღმრთისმშობელო, რომელი შემდგომად მეორედ ეზოჲ ტაძრისაჲ ხარ, რომელსა ჰრქჳან წმიდაჲ წმიდათაჲ, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, სამკაულსა ყოველთა დაბადებულთასა და განმანათლებელსა კიდეთა ქუეყნისათა, ქალწულებით მშობელსა ღმრთისასა, გალობით გადიდებთ.

Hymn number: 16(8)  
Hymn type: h     
შენ, დიდებულო ქალწულო, დედაო ნათლისაო, გონებითა წმიდითა, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთასა, ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, მზისა უბრწყინვალესო, უაღრეს ბუნებათა სიტყჳსა დამტევნელო და უზეშთაეს მშობელო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ.

Hymn number: 17(9)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან მუცლად-იღე ქრისტე ხარებითა ანგელოზისაჲთა, ქალწულო, და მით განაახლე პირველი დედაჲ ჩუენი, ამისთჳს ჩუენცა ზეცისა ძალთა თანა გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, რომელმან გამოიღე ყუავილი იგი განმასულნელებელი კიდეთა სოფლისათაჲ, ღირსო, უბიწოო მშობელო ყოველთა მაცხოვრისაო, გალობით გადიდებთ.

Hymn number: 18(10)  
Hymn type: h     
ერთსა ღმერთსა ბუნებითსა აღვიარებთ ჩუენ სარწმუნოებით, სამგუამოვნებით ცნობილსა თაყუანის-ვსცემთ მარადის და დაუცხრომელად გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, რომელი გიხილა მოსე მაყუალად შეუწუველად, იაკობ გიცნა კიბედ ზეცისად სულიერად, რომლისაგან გამოჩნდა ქრისტე -- მეუფე ჩუენი, დედაო უბიწოო, გალობით გადიდებთ.

Hymn number: 19(11)  
Hymn type: h     
ნათელი და ცხორებაჲ ჩუენი ერთშემოქმედება, ერთღმერთეება, ერთჴელმწიფება არს, სამებაჲ ერთარსებაჲ, რომელსა აღვიარებთ Page of ed.: 886  და ანგელოზთა თანა გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, რომელი პირველადვე მთად სიონად გიწოდა, რომელსა დაემკჳდრა დამბადებელი ცათაჲ და გამოგჳჩნდა შენგან სოფლისა მაცხოვარი, დედაო ღმრთისაო, გალობით გადიდებთ შენ.

Hymn number: 20(12)  
Hymn type: h     
ნათლითა შემოსილსა ღრუბელსა, რომელსა ზედა გარდამოჴდა ყოველთა მეუფჱ, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა, და ჴორციელ იქმნა შენგან დაუსაბამოჲ ღმერთი, გადიდებთ შენ, სძალო უსძლოო, ღმრთისა დედაო და ქალწულო.
Hymn type: t     
ბუნებაჲ კაცობრივი განხრწნილი უხრწნელებად გარდასცვალე შობითა მით შენგან სიტყჳთა მით ღმრთისა მამისაჲთა, ღმრთისმშობელო უბიწოო, უფროჲს ზეშთა სიტყჳსა, მას ევედრე ჩუენთჳს, წმიდაო, ღმრთისა დედაო და ქალწულო.

Hymn number: 21(13)  
Hymn type: h     
ცხორებისა წყაროსა დაუწყუედელსა, სასანთლესა ბრწყინვალესა მადლისასა, ტაძარსა სულიერსა, კარავსა წმიდასა ცათა და ქუეყანისა უვრცელესსა, ღმრთისმშობელსა მარიამს ჩუენ, ყოველნი, ვადიდებთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისა მაღლისაო, რომელსა შინა სათნო-იყო დამკჳდრებაჲ ცათა მეუფემან ქრისტემან, რომელი არა მოაკლდა ცათა შინა სიტყუასა მარადის, შენ თანა დაემკჳდრა და განმაახლნა ჩუენ საშოსა შენსა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.