TITUS
Actus Apostolorum iberice (Redactio AB)
Part No. 10
Previous part

Chapter: 10 
Verse: 1  Link to sakme Link to gnt Link to armnt   და კაცი ვინმე იყო კესარიას, სახელი ერქუა მას კორნელიოს, ასისთავი, ტომისა მისგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკჱ,

Verse: 2  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლით მისით, იქმოდა ქველისსაქმესა მრავალსა შორის ერსა მას და ევედრებინ იგი ღმერთსა მარადის.
Verse: 2V    
სახლით -სა და -ს შორის სამიოდე ასო გადაშლილია B-ში.

Verse: 3  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
იხილა მან ჩუენებაჲ განცხადებულად ვითარ მეცხრესა ჟამსა ოდენ მის დღისასა: ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: "კორნელიე!"

Verse: 4  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და მან მიხედა მას, ზარი განჰჴდა შიშითა და ჰრქუა: "შენ ვინ ხარ, უფალო"; მან ჰრქუა მას: "ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა.
Verse: 4V    
განჴდა B; წინაშე უფლისა B-ში აშიაზეა მიწერილი.

Verse: 5  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და აწ მიავლინენ შენ კაცნი იოპედ და მოიყვანე სჳმონ, რომელსა სახელი ჰრქჳან პეტრე.

Verse: 6  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ამისი ვანი არს სიმონისა ვისამე მეპრატაკისასა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა".
Verse: 6V    
მეპატრაკისასა B.

Verse: 7  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისაგანი ერთი კეთილად მსახური წინაშე მდგომელთაგანი მისთაჲ მარადის,
Verse: 7V    
მარადის მა გადაშლილია B-ში.

Verse: 8  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ.
Verse: 8V    
წარავლინა B.

Verse: 9  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და ხვალისაგან, ვითარცა მივიდეს იგინი გზასა და ქალაქსა მას შეიწეოდეს, აჴდა პეტრე ერდოსა ზედა თაყუანის-ცემად ცხრა ჟამს ოდენ.

Verse: 10  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
შეემშია და უნდა პირის ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ;

Verse: 11  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და ხედვიდა, ვითარ ცანი განხუმულ იყვნეს, და ჭური რაჲმე მსგავსი დიდისა ტილოჲსაჲ ოთხთავე კიდეთა ზეცით ქუეყანად;
Verse: 11V    
განხმულ B.

Verse: 12  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და მას შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი ქუეყანისაჲ და მფრინველი ცათაჲ.
Verse: 12V    
ფრინველი B.

Verse: 13  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და იყო ჴმაჲ პეტრჱსა მიმართ და თქუა: "აღდეგ, პეტრე, და კალ, ჭამე".
Verse: 13V    
პეტრეს B.

Verse: 14  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მიუგო პეტრე და თქუა: "ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არა წმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა".

Verse: 15  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მერმე ჴმაჲ იყო მეორედ და ჰრქუა მას: "რომელ იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ იგი ნუ შეგინებულად გიჩნნ".
Verse: 15V    
ჰრქუა] თქუა B; რომელი B; გიჩნ B.

Verse: 16  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ესე იყო სამგზის და აღმაღლდა ჭური იგი მუნვე ზეცად.

Verse: 17  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ვითარ-იგი განიზრახვიდა გულსა თჳსსა პეტრე, ვითარმედ რაჲმე იყოს ხილვაჲ იგი, რომელ ეჩუენა მას, აჰა, ესერა, კაცნი იგი, რომელ კორნელიესგან მოვიდეს, იკითხვიდეს სახლსა მას სიმონისსა, და მოვიდეს და დადგეს იგინი ბჭეთა მათ ზედა მისთა.
Verse: 17V    
რომელი B; კორნელეჲს B (-სა და -ს შორის ერთი ასო წაშლილია კორნიელეჲს ?); ზედა მიწერილია აშიაზე B-ში.

Verse: 18  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მო-ვისმე-ხადეს და ჰკითხვიდეს: "ნანდჳლ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი აქა არსა?"

Verse: 19  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და პეტრე, ვიდრე იგი გულისზრახვად დგომილ იყო ჩუენებისა მისგან, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: "აჰა, ეგერა, სამნი კაცნი დგანან გარეშე და გეძიებენ შენ;

Verse: 20  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა, და ნურარას ორგულობ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი შენდა".
Verse: 20V    
ნურას B; ორგულებ B.

Verse: 21  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
აღდგა მეყსეულად პეტრე და გარდავიდა კაცთა მათ და ჰრქუა: "აჰა, ესერა, მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ; აწ რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომლისათჳს თქუენ მოსრულ ხართ?"
Verse: 21V    
გარდმოვიდა B.

Verse: 22  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: "კორნელიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, მოიღო ბრძანებაჲ ანგელოზისაგან მიყვანებად შენდა სახიდ თჳსა და სმენად მისა სიტყუათა შენთაგან".
Verse: 22V    
შენდა] B-ში ეწერა შენდადა, შემდეგ და წაუშლიათ; სახიდ] სახედ B; სიტყუათა + მათ B.

Verse: 23  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მან კაცთა მათ შეუწოდა და მას დღესა მუნ დაიყენნა. ხვალისაგან აღდგა და წარვიდა მათ თანა, და ძმათაგანნიცა, რომელნი იყვნეს იოპეს, მიჰყვეს მას.

Verse: 24  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, და კორნელიოს ელოდა მას, შეეკრიბა თესლტომი თჳსი და საყუარელნი მეგობარნი.
Verse: 24V    
კორნელეოს B.

Verse: 25  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და იყო შესლვასა მას პეტრჱსსა, მოეგებვოდა მას კორნელიოს, შეურდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას.
Verse: 25V    
პეტრესსა B; მოეგებოდა B; კურნელიოს A; თაყუანი-სცა B.

Verse: 26  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა: "აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ".

Verse: 27  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და იტყოდეს თანად, და ეგრჱთ შევიდეს იგინი შინა, და პოვა მუნ მრავალი კრებული.
Verse: 27V    
იტყოდეს ჩამატებულია B-ში.

Verse: 28  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ჰრქუა მათ პეტრე: "თქუენ თჳთ უწყით, ვითარ არა რაჲ ეგების კაცისა ჰურიისაჲ მიხებად წარმართთა გინათუ შეხებად უცხოთესლთა მათ; და მე ბრძანებაჲ მომცა ღმერთმან, რამეთუ რაჲთურთით არა რაჲ ბილწად და არა წმიდად შევჰრაცხო ყოველი კაცი.
Verse: 28V    
მათ აშიაზეა ჩამატებული B-ში; რაჲთურთით] არათჳრთით B; ბილწად] ბიწად B; შევჰრაცხო] შეურაცხო B.

Verse: 29  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა. აწ მნებავს, რაჲთამცა უწყოდე, რომლისა-იგი სიტყჳსათჳს მომხადეთ მე".

Verse: 30  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და ჰრქუა მას კორნელიოს: "ოთხით ჟამითგან მის დღისა მოაქაჟამადმდე ვილოცევდ მე თაყუანის-ცემასა ჩემსა ცხრა ჟამს სახლსა ამას შინა ჩემსა, მოვიდა და დადგა წინაშე ჩემსა კაცი სამოსლითა სპეტაკითა და მრქუა მე:

Verse: 31  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
კორნელიე, ლოცვანი შენნი და წყალობანი ქველისსაქმისა მაგის შენისანი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა.

Verse: 32  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე შენ სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე; მას ვანი დაუც სიმონისა ვისამე მეპრატაკისასა ზღჳსკიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ.
Verse: 32V    
მეპატრაკისასა B.

Verse: 33  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ამის გამო მუნქუესვე წარვავლინენ შენდა, და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ, ესერა, ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა, რაჲ-იგი ბრძანებულ არს შენდა უფლისა მიერ".
Verse: 33V    
წარვავლინენ -სა და -ს შორის ერთი ასო წაშლილია B-ში; შენდა] და A.

Verse: 34  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
აღაღო პირი თჳსი პეტრე და თქუა: "ესე ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება წინაშე ღმრთისა,

Verse: 35  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
არამედ ყოველსა შორის თესლსა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო არს.
Verse: 35V    
ყოველთა B; თესლთა B.

Verse: 36  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
სიტყუაჲ იგი, რომელ მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებელად მშჳდობისა იესუ ქრისტჱს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ.

Verse: 37  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელ იყო ყოველსა მას ზედა ჰურიასტანსა, რომელ-იგი იწყო გალილეაჲთგან და შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე:

Verse: 38  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო უფალმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა და იქცეოდა ჩუენ შორის, იქმოდა ქველისსაქმესა და განჰკურნებდა სნეულთა, იჴსნიდა მიმძლავრებულთა მათ ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.
Verse: 38V    
განკურნებდა B; ჰეშმაკისათა B.

Verse: 39  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთა მათ საქმეთა, რომელ-რაჲ ქმნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და ქალაქსა მას შინა იერუსალჱმსა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა მით ძელსა მას;

Verse: 40  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
რომელ-იგი ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,

Verse: 41  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელ-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.
Verse: 41V    
ადგომისა B.

Verse: 42  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერსა მას და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს რჩეული ღმერთისაჲ, მსაჯული ცხოველთაჲ და მკუდართაჲ.
Verse: 42V    
რამეთუ] რომელი B; ცხოველთა B.

Verse: 43  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ამას ყოველსა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა მას ცოდვათასა მოღებად ჴელითა მით სახელისა მისისაჲთა ყოველთა მორწმუნეთა მისა მიმართთა".
Verse: 43V    
ყოველს B; მისა -სა და -ს შორის ერთი ასო წაშლილია B-ში; მიმართთა თა ჩამატებულია B-ში.

Verse: 44  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
ვიდრე-იგი ამას იტყოდა პეტრე, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა მათ ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი.

Verse: 45  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
დაუკჳრდებოდა მათ, რომელნი-იგი წინადაცუეთილებისაგანნი მორწმუნენი იყვნეს, რომელნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა მიმართ ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს,
Verse: 45V    
წინადაცუეთილებისაგანნი 1 ჩამატებულია B-ში; პეტრჱს B; სულისაჲ B.

Verse: 46  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
რამეთუ ესმოდა მათ სიტყუაჲ იგი მათი ენად-ენადი, რომელსა იტყოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

Verse: 47  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
მას ჟამსა შინა მიუგო პეტრე და ჰრქუა: "წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არს ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელნი-ესე აწვე სავსე არიან სულითა წმიდითა, ვითარცა-იგი ჩუენ, რომელთა ესე დასაბამითგან გურწმენა?"
Verse: 47V    
ნათლის-ცემა B.

Verse: 48  Link to sakme Link to gnt Link to armnt   
და უბრძანა მათ სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა ნათლის-ღებად. მაშინ ევედრებოდეს მას, რაჲთამცა დაადგრა მათ თანა დღე რავდენმე.


Next part



This text is part of the TITUS edition of Actus Apostolorum iberice (Redactio AB).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.