შეგვედრებ თქუენ ფჳბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიაჲსა მის კენქრელთაჲსაჲ,
რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, საქმჱ თუ რაჲმე უქმდეს; რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-დამდგომ ექმნა და თჳთ მეცა.
კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ,
რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი,
და სახლად-სახლად კრებულსა მათსა. კითხვაჲ არქუთ ეპენეტეს, საყუარელსა ჩემსა, რომელ-იგი არს პირველი ნაყოფი ასიაჲსაჲ ქრისტჱს მიმართ.
კითხვაჲ არქუთ მარიას, რომელ-იგი ფრიად დაშურა Ms. page: A60R თქუენდა მიმართ.
კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაცა იყვნეს ქრისტჱს მიმართ.
კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, ქრისტჱს მიერ.
კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანა-შემწესა ჩემსა ქრისტჱს მიერ, და სტაქჳს, საყუარელსა ჩემსა.
კითხვაჲ არქუთ აპილესს, რჩეულსა ქრისტჱს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტობილჱსგანთა მათ.
კითხვაჲ არქუთ ეროდიანას, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ.
კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიმართ კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიმართ.
კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა.
კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლიგონს, ერმის, პატრობას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა.
კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნერეას Ms. page: A60V და დასა მისსა, და ულუმპეას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა.
მოიკითხევდით ურთიერთას ამბორითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტჱსნი.
გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშოვრენით მათგან.
რამეთუ ეგევითართა მათ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონიან, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.
ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ იყავნ; მიხარის თქუენთჳს და მნებავს უკუე თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო -- ბოროტისათჳს.
ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსროს ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი თქუენ ყოველთა თანა.
გიკითხავს თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, თანა-შემწენი ჩემნი.
გიკითხავ თქუენ მე, ტერტჳროს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ.
გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრჱ ჩემი და ყოველთა ეკლესიათაჲ. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნჱ ქალაქისაჲ, და კუარტოს, ძმაჲ ჩუენი.
ხოლო რომელ-იგი შემძლებელ არს განმტკიცებად თქუენდა სახარებითა ჩემითა და ქადაგებითა იესუ ქრისტჱსითა, გამოჩინებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამსა მათ საუკუნეთა დადუმებულთა.
1რომელ-ესე გამოჩნდა აწ წიგნებითა საწინაჲსწარმეტყუელოჲთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა,ყოველთა მიმართ წარმართთა გამოცხადებული,
1მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, იესუ ქრისტჱს მიერ, მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი სულისა თქუენისა თანა. ამენ.