პავლე, ჩინებული მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,
ეკლესიათა ღმრთისათა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი არიან კორინთეს შინა, ჩინებულთა წმიდათა ყოვლითურთ, რომელნი ჰხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, ყოველთა ადგილთა ჩუენთა და თქუენთა:
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, რომელ მოცემულ არს თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.
რამეთუ ყოვლითავე განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტჱსი განმტკიცნა თქუენ შორის.
რამეთუ არარაჲთ ნაკლულევან ხართ თქუენ არცაღა ერთითა მადლითა და მოელოდეთ გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა,
რომელმან-იგი მტკიცე გყვნეს თქუენ სრულიად უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა.
სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იწოდენით ზიარებასა მას ძისა მისისა იესუ ქრისტჱს უფლისა ჩუენისასა.
გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკეცილ მითვე მეცნიერებითა და მითვე გონებითა.
რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს: მე პავლჱსი ვარ, მე აპოლოჲსი ვარ, მე კეფაჲსი ვარ, მე ქრისტჱსი ვარ.
გან-მე-ყოფილ არსა ქრისტჱ? ანუ პავლე ჯუარს-ეცუა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლჱსისა ნათელ-იღეთ?
ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, გარნა კრისპეს და გაიოსს,
რაჲთა არავინ სთქუათ, რამეთუ სახელითა ჩემითა ნათელ-იღეთ.
ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსსაცა სახლსა; მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.
რამეთუ არა მომავლინა მე უფალმან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერად იყოს ჯუარი იგი ქრისტჱსი.
რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათ სიცოფე არს, ხოლო ცხოვრებულთა მათ ძალ ღმრთისა არს.
ვითარცა წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნჱ იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო(1).
Is. 29,14
სადა არს ბრძენი? ანუ სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? გან-რაჲ-მე-აცოფა ღმერთმან სიბრძნჱ იგი ამის სოფლისაჲ?
რამეთუ სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-უჩნდა ღმერთსა ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხოვრებად მორწმუნეთა მათ.
რამეთუ ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარს-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე.
ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.
რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერჱს კაცთა არს.
აწ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, Ms. page: A63R ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?
არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა.
და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს.
რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.
მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ და სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნა.
რაჲთა, ვითარცა წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ(1).
Jer. 9,24