ხოლო მე, ძმანო, მოვედ თქუენდა, მოვედ არა მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ.
რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და იგიცა ჯუარს-ცუმულივე.
მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ.
და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა მით სიბრ\ძნისა Ms. page: A63V სიტყჳთა, არამედ გამოცხადებითა სულისა წმიდისაჲთა და ძალითა,
რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.
ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ სრულთა მათ მიმართ, სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცაღა მთავართასა მას ამის სოფლისასა, რომელნი განქარვებად არიან,
არამედ ვიტყჳ ღმრთისა სიბრძნესა, საიდუმლოსა მას დაფარულსა, რომელ-იგი პირველადვე გამოაჩინა ღმერთმან უწინარჱს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა,
რომელ-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა; უკუეთუმცა იცნეს, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-აცუეს.
არამედ ვითარცა წერილ არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა(1).
Is. 64,4
რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადა ღმერთმან სულითა თჳსითა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა.
ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე Ms. page: A64R კაცისამან, რომელ არს მის თანა? ეგრეცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
ხოლო ჩუენ არა სული ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული ჩუენდა;
რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა სულიერთა მათ თანა სულიერსა შევატყუებთ.
ხოლო მშჳნვიერმან მან კაცმან არა შეიწყნარის სულისა მისგან ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნ მას, და ვერ შემძლებელ არნ ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
სულიერმან მან განიკითხის ყოველი, ხოლო იგი არავისგან განიკითხვის.
ვინ-მე უკუე ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ-მე თანა-მზრახვალ ეყო მას?(1) ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტჱსი გუაქუს.
Is. 40,13