TITUS
Epistulae Pauli georgice (AB)
Part No. 72
Previous part

Chapter: 2  
Part: 2  
Verse: h1  
თავი ბ̂

2


Verse: 1   Link to pavlecd Link to gnt   ამას გეტყჳ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,

Verse: 1V     
ქრისტესისა B, ქრისტესა LE.


Verse: 2   Link to pavlecd Link to gnt   
რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა Ms. page: A139R  თქუენითა და ნუცა აღშფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღჱ იგი უფლისაჲ.


Verse: 3   Link to pavlecd Link to gnt   
ნუვინ გაცთუნებნ თქუენ რომლითავე სახითა, ვიდრემდე მოიწიოს განდგომილებაჲ პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ,

Verse: 3V     
განდგომილებაჲ] + იგი BE, ურჩულოებისაჲ E.


Verse: 4   Link to pavlecd Link to gnt   
მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოიჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი.

Verse: 4V     
სახელ-დებულ] საგონებელ B.


Verse: 5   Link to pavlecd Link to gnt   
არა გაჴსოვსა, ვიდრე-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამას გეტყოდე თქუენ?

Verse: 5V     
გაჴსოსა B, ვიყავ] + ღა BE.


Verse: 6   Link to pavlecd Link to gnt   
და აწ, რომელ-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.

Verse: 6V     
რომელი-იგი BE, და იცით B, გამოჩინებად AL, მას] -- B.


Verse: 7   Link to pavlecd Link to gnt   
რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს,

Verse: 7V     
ურჩულოვებისაჲ E, ესე რომელსა B.


Verse: 8   Link to pavlecd Link to gnt   
და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოებაჲ იგი, რომელ-იგი აღჴოცოს უფალმან სულითა პირისა მისისაჲთა Ms. page: A139V  და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,

Verse: 8V     
უშჯულოჲ B, ურჩულოჲ E, რომელი-იგი BE, უფალმან აჴოცოს BE.


Verse: 9   Link to pavlecd Link to gnt   
რომლისაჲ-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითა ძალითა და ნიშებითა ტყუილისაჲთა

Verse: 9V     
რომლისა-იგი E, ყოვლითა] + ვე BE, ტყუვილისაჲთა BE.


Verse: 10   Link to pavlecd Link to gnt   
და ყოვლითავე საცთურითა სიცრუჲსაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხოვნდეს იგინი,

Verse: 10V     
სიცრუვისაჲთა BE, ცხონდეს BE.


Verse: 11   Link to pavlecd Link to gnt   
და ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან საცთურებისა, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუილი იგი,

Verse: 11V     
მათ] -- E, რწმენეს B, ტყუვილი BE.


Verse: 12   Link to pavlecd Link to gnt   
რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისაჲ მის, არამედ სათნო-იყვნეს სიცრუესა შინა.

Verse: 12V     
რწმენა B, სათნო-იყვეს A, სათნო-ეყვნეს E, სიცრუვესა BE.



Part: 3  
Verse: h2  
თავი გ̂


Verse: 13   Link to pavlecd Link to gnt   
ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველ ნაყოფად ცხოვრებისა განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა Ms. page: A140R  ჭეშმარიტებისაჲთა,


Verse: 14   Link to pavlecd Link to gnt   
რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებითა მით ჩუენითა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.


Verse: 15   Link to pavlecd Link to gnt   
ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელცა-ეგე გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ამით ჩუენითა.


Verse: 16   Link to pavlecd Link to gnt   
ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით

Verse: 16V     
თავადმან] + ღმერთმან და B, საუკუნჱ B.


Verse: 17   Link to pavlecd Link to gnt   
ნუგეშინის-ცემად გულთა თქუენთა და განმტკიცებად ყოვლითა საქმითა კეთილითა და სიტყჳთა.

Verse: 17V     
და ნუგეშინის-ცემად B, საქმითა] + და AE.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (AB).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 3.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.