კაცი ვინმე იყო, ანანია სახელით, საფირის თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ
და გამოაჴუა სასყიდელსა მას, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი რავდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
ჰრქუა მას პეტრე: "ანანია, რაჲსათჳს* აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუვებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მას დაბისასა?
ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო* და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასავე შენსა ეფლო? რაჲსათჳს დაიდევ საქმჱ ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე* კაცსა*, არამედ ღმერთსა".
ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარჰჴდეს*. დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს იგი.
და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება*, და* ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმჱ ესე; შევიდა
პეტრე და ჰრქუა მას*: "მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი". ხოლო მან ჰრქუა: "ჰე, ეგოდენის".
ჰრქუა მას პეტრე: "რაჲსათჳს ესრჱთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა წმიდასა? ანუ არა აჰა ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა დგანან და განგიღონ* შენცა?"
დაეცა მეყსეულად* ფერჴთა თანა მისთა და სულნი წარჰჴდეს*. შევიდეს ჭაბუკნი იგი და პოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები* მრავალი ერსა შორის*, და იყვნეს ერთბამად ყოველნი სტოვასა მას სოლომონისსა.
ხოლო სხუათა მათ ვერ ეძლო* შეხებად მათა, არამედ ადიდებდა მათ ერი.
უფროჲსღა შეეძინებოდა სიმრავლჱ მამათაჲ და დედათა მორწმუნეთაჲ უფალსა,
ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრჱსსა აჩრდილი ხოლო მიადგეს ვისმე მათ- განსა.
და შეკრბებოდა* სიმრავლჱ გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმდ, და მოაქუნდა უძლურები და ურვილები სულთაგან არაწმიდათა, და განიკურნებოდეს ყოველნი.
აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მის თანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ, და აღივსნეს შურითა
და დაასხნეს* ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილედ დამარხვად საეროდ.
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამჱ განახუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
"მივედით და* დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა".
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს* ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს* ერსა მას. მაშინ მოვიდა მღდელთმოძღუარი იგი და მისთანანი და მოუწოდეს კრებულსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს* საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა.
ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგი საპყრობილესა შინა. მოიქცეს იგინი და უთხრეს მათ,
ვითარმედ: "საპყრობილჱ იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა. გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოვეთ".
ხოლო მათ ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე, ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთმოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳს: რაჲ-მე იქმნა* ესე?
მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ, ვითარმედ: "კაცნი იგი, რომელნი შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა".
მაშინ მივიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოჰყვანდეს იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე* ქვაჲ დაჰკრიბონ.
მოიყვანნა იგინი და დაადგინნა* შორის კრებულსა. ჰკითხვიდა მათ მღდელთმოძღუარი იგი
და ჰრქუა: "მცნებით რაჲმე გამცნენით* თქუენ, რაჲთა არა ასწავებდეთ სახელითა მით; და აწვე ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა, და ჩუენ ზედა* მოწევნად სისხლი ამის კაცისაჲ".
მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: "მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ.
ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა.
ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მოცემად სინანული* ისრაჱლსა მოტევებად ცოდვათა.
და ჩუენ ვართ მისა მოწამე სიტყუათა ამათ და სული იგი წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორჩილთა მისთა".
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და ზრახეს მოკლვაჲ მათი.
აღ-ვინმე-დგა კრებულსა შორის ფარისეველი, რომლისა* სახელი გამალიელ*, შჯულის მოძღუარი, პატიოსანი ერსა შორის, და ბრძანა გარე განყვანებაჲ კაცთაჲ მათ;
და ჰრქუა მათ: "კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა მათთჳს, რაჲ გეგულების ყოფად?
რამეთუ უწინარჱს დღეთა ამათ აღდგა თევდა, იტყოდა თავისა თჳსისასა, ვითარმედ არს რაჲმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განირღუეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისა: იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.
და აწცა გეტყჳ თქუენ, განეშორენით კაცთა მათგან* და განუტევენით ეგე. უკუეთუ არს კაცთაგან სიტყუაჲ ესე გინათუ საქმჱ ესე, დაჰჴსნდეს*;
უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელ-გეწიფების დაჴსნად მათა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ". ხოლო იგინი ერჩდეს მას.
და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი, და ამცნეს, რაჲთა არა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი.
ხოლო იგინი წარვიდეს კრებულისა მისგან* და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს* გინებად.
და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა იყოფოდეს და არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტჱსითა.