და ვითარცა ეტყოდეს იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი,
ლმობილნი* სწავლისა მისთჳს ერისა და მითხრობისა მისთჳს იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდართაჲსა.
და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა**, რამეთუ შემწუხრდებოდა.
და მრავალთა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა. და იყო რიცხჳ* მორწმუნეთაჲ მათ კაცთაჲ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ, ხუცესთა* და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს*,
და ანა მღდელთმოძღუარი და კაიაფა* და იოჰანე და ალექსანდრე და რავდენნი იგი იყვნეს ნათესავნი მღდელთმოძღუართანი.
და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: "რომლითა ძალითა ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?"
მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: "მთავარნო ერისანო* და მოხუცებულნო ისრაჱლისანო*,
უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხვით ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა-ესე ცხონდა,
ცხად იყავნ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტჱს ნაზარეველისაჲთა, რომელი* თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა* მკუდრეთით, ამის მიერ ესე დგას თქუენ წინაშე ცოცხალი.
ესე არს ლოდი იგი, რომელი* შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშჱნებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, და არა ვინაჲ არს სხჳთა ცხორებაჲ,
და არცა სახელი სხუაჲ არს ცასა ქუეშე მოცემულ კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებად ჩუენდა".
ხოლო იგინი ხედვიდეს პეტრჱსსა მას განცხადებულებასა და იოჰანჱსსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან* უმეცარნი: უკჳრდა და იცნოდეს, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.
და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა და განკურნებულსა, და ვერ ეძლო მათ ცილობად.
და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან; იტყოდეს ურთიერთას
და თქუეს: "რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებულ იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩას* და ვერ ჴელ-გუეწიფების უვარის-ყოფად?
არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, უთქუმიდეთ* მათ, რაჲთა არა უთხრობღენ სახელითა ამით* არავის კაცსა".
და მოუწოდეს მათ და ამცნეს: "ყოვლითურთ ნუ იტყჳთ, ნუცა ასწავებთ სახელითა იესუჲსითა".
ხოლო პეტრე და იოჰანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: "უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა და თქუენი სმენად უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ.
რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდეთ".
ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდესღა და განუტევნეს, და ვერარას ჰპოებდეს, ვითარმცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს*,
რამეთუ უმეტჱს* ორმეოცისა წლისა* იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.
ხოლო ესენი ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა ჰრქუეს.
და მათ ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: "უფალო შენ ღმერთო, რომელმან ჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა,
რომელმან მამისა ჩუენისა მიერ სულითა წმიდითა პირითა დავითის მონისა შენისაჲთა სთქუ: "რად აიძრნეს* წარმართნი* და ერმან იზრახა ცუდი?
მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს".
რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას* წმიდასა ძესა ზედა შენსა იესუს, რომელსა სცხე*, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა
საქმედ, რავდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად.
და აწ, უფალო, მოხედე* თქუმასა მას ზედა მათსა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყუასა შენსა,
და განრთხმად* ჴელი შენი კურნებასა და სასწაულსა და ნიშებსა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა".
და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადაცა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
ხოლო სიმრავლისაჲ* მის მორწმუნეთაჲსაჲ იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები *მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად.
და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, და მადლი დიდი* იყო მათ ყოველთა ზედა.
არავინ* ნაკლულევან იყო მას* შორის, და რომელნი-იგი* პოვნიერნი იყვნეს დაბნებისანი გინა სახლებისანი, განჰყიდდეს* და მოაქუნდა სასყიდელი მათი, რომელ-იგი განყიდიან,
და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა* და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, ვითარცა რაჲ ვის უჴმდა.
ხოლო იოსეფ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა* მიერ, ძჱ ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი, კჳპრელი ნათესავით,
განყიდა და მოიღო ფასი და დადვა იგი* ფერჴთა თანა მოციქულთასა.