პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა ცხრა ჟამს.
და კაცი ვინმე იყო*, მკელობელი მუცლითგან დედისაჲთ იყო, რომელი* აღიკიდიან, დასჳან* დღითი-დღედ კართა თანა ტაძრისათა, რომელსა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმარისა* შემავალთაგან ტაძრად,
რომელმან იხილნა* პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, ითხოვდა ქველის-საქმარსა მათგან.
მიხედა მას პეტრე* იოვანჱთურთ და* ჰრქუა: "მოიხილე ჩუენდა".
ხოლო იგი ხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე* მათგან.
ჰრქუა მას პეტრე: "ოქროჲ და ვეცხლი* არა მაქუს ჩუენ*; ხოლო რომელი მაქუს, გცეთ* შენ სახელითა იესუ ქრისტჱს ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!"
და უპყრა ჴელი მარჯუენჱ* მისი, აღადგინა იგი. მეყსეულად განუმტკიცნეს* ფერჴნი* მისნი და კოჭნი;
და აღდგა* და ვიდოდა და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.
და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა იგი და აქებდა ღმერთსა.
იცოდეს იგი, რამეთუ ესე არს, რომელი იგი ზინ* ქველის-საქმარისათჳს* ბჭეთა ზედა შუენიერთა ტაძრისათა. და აივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი-იგი იქმნა მის ზედა.
და ვითარ ეპყრა მას პეტრე და იოჰანე*, შეკრბებოდა ყოველი ერი მათა სტოვასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველისა მისთჳს.
ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: "კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა მხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითა გჳყოფიეს სლვაჲ ეგე მაგისი?
ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან და ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძჱ თჳსი იესუ*, რომელი თქუენ მიეცით და უვარ-ჰყავთ წინაშე პილატჱსა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.
ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უვარ-ჰყავთ, და გამოითხოვეთ კაცი იგი კაცის-მკლველი.
ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ჩუენ ვართ მოწამე.
და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, რომელსა ამას ხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან, და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლჱ ესე წინაშე თქუენ ყოველთა.
და აწ უწყით, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.
ხოლო რომელი-იგი ღმერთმან წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მისთა მიერ, ვნებაჲ ცხებულისა მისისაჲ, აღასრულა ესრჱთ.
აწ უკუე შეინანეთ და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი,
რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტჱ იესუ*,
რომელი-იგი* ზეცით ჯერ-არს შეწყნარებად ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი პირითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა.
მოსე თქუა, რამეთუ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისაებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.
და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინაჲსწარმეტყუელისაჲ, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა".
და ყოველნივე წინაჲსწარმეტყუელნი სამოველისითგან* და შემდგომითი შემდგომად რავდენნი იტყოდეს, და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ*.
რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაჲსწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა თქუენთა და ჰრქუა აბრაჰამსა, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან* ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი".
თქუენ პირველად აღგიდგინა* ძჱ თჳსი იესუ და მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა".