და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა* იყვნეს ყოველნი ერთბამად შეკრებულ ურთიერთას,
და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი სხდეს;
და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა ზედა.
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა, და იწყეს სიტყუად უცხოჲთა ენითა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად.
იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
და ვითარცა იყო ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლჱ ერისაჲ და შეშფოთნა, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი.
განჰკრთეს ყოველნი, დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: "ანუ არა აჰა ესერა ყოველნი არიან, რომელნი იტყჳან გალილეველ?
და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი, რომელნი ვართ?
სპარსნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შოვამდინარისანი და ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსა და ასიაჲსანი,
ფრიგჳაჲსა და პანფილიაჲსანი, ეგჳპტისაჲ და ადგილისა ლუბიაჲსანი კჳრინჱთ კერძონი, და მოსრულნი ჰრომნი,
ჰურიანი და მწირნი, კრეტელნი და არაბიელნი, გუესმის სიტყუაჲ მათი ჩუენითა ენითა სიმდიდრჱ ესე ღმრთისაჲ".
განუკჳრდებოდა ყოველთა ერთსა ერთისა თანა და იტყოდეს: "რაჲ-მე** ჰნებავს ამათ ყოფად?"
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.
დადგა პეტრე შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ: "კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს, ესე ცხად იყავნ თქუენ შორის და ყურად იხუენით სიტყუანი ჩემნი,
რამეთუ არა ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისა ამის მესამჱ.
არამედ** ესე არს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ იოველისი:
"და იყოს ამისა შემდგომად, იტყჳს უფალი ღმერთი, მივჰფინო* სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ, და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განეცხადოს,
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა* მათ დღეთა სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ.
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ* ქუეყანასა ზედა სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ;
მზჱ გარდაიქცეს ბნელად და მთოვარჱ სისხლად პირველ მოსლვადმდე დღისა მის უფლისაჲსა დიდისა და განჩინებულისა.
და იყოს, ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს".
კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით* სიტყუანი ჩემნი*. ესე იესუ ნაზარეველი*, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ ძალითა და ნიშებითა* და სასწაულებითა, რომელი-იგი ქმნა მის მიერ ღმერთმან შორის თქუენსა, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით,
ესე განჩინებულითა* ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა და განცემითა ჴელთა* ურჩულოთაჲთა* შემშჭუალეთ და მოჰკალთ,
რომელი ღმერთმან აღადგინა, და დაჰჴსნნა* სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ,
რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: "წინაჲსწარ ვხედევდ* უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა;
ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და იხარებდა ენაჲ ჩემი უფროჲს**, ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა ვსცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი;
მაუწყენ მე, უფალო*, გზანი შენნი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა".
კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამადმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე*.
წინაჲსწარმეტყუელი იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა აღდგინებად ქრისტჱ და დაჯდომად საყდართა მისთა.
წინაჲსწარ აუწყებდა და იტყოდა* აღდგომისათჳს ქრისტჱსისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს და არცა იხილეს ჴორცთა მისთა განსარყუნელი.
ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისათჳს ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
მარჯუენითა ღმრთისაჲთა აღმაღლდა* და აღთქუმაჲ სულისაჲ მოიღო მამისაგან, მოჰფინა ესე, რომელსა** თქუენ ჰხედავთ და გესმის;
რამეთუ არა დავით აღმაღლდა ცად; იტყჳს იგივე: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა".
განცხადებულად უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ".
ესმა რაჲ ესე, შეინანეს გულითა და* ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მოციქულთა: "და* რაჲ-მე** ვყოთ, კაცნო ძმანო?".
ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: "შეინანეთ, და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა მისატევებელად ცოდვათა თქუენთა, და მოიღოთ თქუენ აღთქუმაჲ იგი სულისა წმიდისაჲ;
რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რომელთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩუენმან".
და სხჳთა სიტყჳთა მრავლითა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: "განერენით ნათესავისა ამისგან დრკუჲსა*".
ხოლო მათ მხიარულად შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, და ნათელ-იღეს მას დღესა შინა ვითარ სამ ათას ოდენ.
და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და კურთხევასა და ლოცვასა.
იყო ყოველსა ზედა სულსა შიში; მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა იერუსალჱმს; შიში დიდი იყო მათ ყოველთა ზედა.
ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად და აქუნდა ყოველივე* ზოგად;
*დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა რაჲ ვის უჴმდა.
დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა და მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა* და განმარტებულითა გულითა;
აქებდეს ღმერთსა და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა.
ხოლო უფალი შესძინებდა ცხორებულთა მათ უფროჲს დღითი-დღედ ეკლესიასა.