პირველად ესე სიტყუაჲ ვყავ ყოვლისა მისთჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელი-იგი იწყო იესუ საქმედ და სწავლად
ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი-იგი გამოირჩინა, და აღმაღლდა,
რომელთაცა-იგი წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა მისისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისაჲსა,
თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: "იერუსალჱმით ნუ განეშოვრებით*, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მას მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
რაჲმეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა დღეთა ამათ შემდგომად".
ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: "უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა* კუალად მოაგო სასუფეველი ისრაჱლსა?"
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: "არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ გინა წელთაჲ, რომელი-იგი მამამან* დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა;
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა მას სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა".
და ესე ვითარცა თქუა, ვიდრე ხედვიდესღა იგინი, აღმაღლდა და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.
და ვითარცა დგესღა და ჰხედვიდესღა იგინი ზეცად ამაღლებასა მისსა, აჰა ესერა ორ კაც ზედა-მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,
რომელთა ჰრქუეს მათ: "კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად მიმართ? ესე იესუ, რომელი აღმაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრევე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმაღლებული ზეცად".
მაშინ მოიქცეს იგინი იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ შაბათის გზა ოდენ.
და ოდეს შევიდეს იგინი ქალაქად, აჴდეს იგინი ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოჰანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოზ, იაკობ ალფჱსი და სჳმონ მოშურნჱ და იუდა იაკობისი.
ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ერთბამად ლოცვასა დედებითურთ, და მარიამ, დედაჲ იესუჲსი, და ძმებითურთ მისით.
და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (იყო ერი რიცხჳთ ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ კაც):
"კაცნო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი ესე, რომელი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი-იგი იქმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,
რამეთუ შერაცხილ იყო ჩუენ შორის, და ხუედრებულ იყო ნაწილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ;
ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდელითა სიცრუვისაჲთა, და განსივნა და განსთქდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი;
და საცნაურ იქმნა წინაშე ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, ვითარმედ ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა მით სიტყჳთა მათითა აკალდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.
რამეთუ წერილ არს წიგნსა ფსალმუნთასა: "იყავნ საყოფელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა; და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ".
ჯერ-არს შეკრებულთა ამათ ჩუენ თანა კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელთა შორის* შემოვიდა და განვიდა ჩუენგან უფალი იესუ,
იწყო ნათლის-ცემითგან იოჰანესისა ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა** ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი".
და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იუსტოს, და მატათია.
და ილოცეს და თქუეს: "შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ამათ ორთაგანი ერთი,
მიღებად წილი მსახურებისაჲ, რომლისაგანცა განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა".
და მისცეს წილი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას ზედა და თანა-შეერაცხა ათერთმეტთა მოციქულთა მეათორმეტედ.