ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელ* იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედ* ქურივთა* მათთაჲ.
მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას* მოწაფეთასა და ჰრქუეს: "არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა* ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.
გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დაადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა.
ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ".
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ წინაშე ყოველსა მას სიმრავლესა და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსჱ სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა*, და ფილიპე და პროქორონ* და ნიკარონა* და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოზ მწირი ანტიოქელი.
და ილოცეს და დაასხნეს* მათ ზედა ჴელნი მათნი.
და სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს ფრიად* სარწმუნოებასა.
ხოლო სტეფანე სავსე იყო სულითა წმიდითა და ძალითა იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდსა ერსა შორის*.
აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ერქუა ლიბელტიმელთაჲ* და კილიკიაჲთ და ასიაჲთ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ*, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა,
და ვერ შეუძლეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა*, რომელსა იტყოდა.
მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: "გუესმა ჩუენ მაგისი, იტყოდა რაჲ სიტყუასა გმობისასა მოსჱსთჳს და ღმრთისა".
აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნჲ და მწიგნობარნი, და ზედა მოუჴდეს, წარმოიტაცეს იგი და მოიყვანეს* კრებულსა წინაშე.
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: "კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუასა ბოროტსა ადგილისა ამისთჳს* წმიდისა და შჯულისა;
რამეთუ გუესმა მაგისგან, ვითარმედ ეგე იტყოდა, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან დაარღჳოს ადგილი ესე და* შჯული ცვალოს, რომელი მომცა ჩუენ მოსე".
და მიჰხედეს მას ყოველთავე, რომელნი სხდეს მუნ კრებულსა მას შორის, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.