ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან: "უკუეთუ ესე ესრჱთ არს*?"
ხოლო მან ჰრქუა: "კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი. ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამსა, ვიდრე იყოღა იგი შოვამდინარეს პირველ დამკჳდრებადმდე მისა ქარანს შინა.
და ჰრქუა მას: "გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა* ქუეყანად, რომელ* მე გიჩუენო შენ".
მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა და ეშჱნა ქარანს შინა. მერმე შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მოვიდა ქუეყანასა ამას, რომელსა ესე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ:
და არა სცა* მას შინა სამკჳდრებელი, არცა წარსადგმელ ფერჴის, და აღუთქუა მიცემად იგი მას სამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა. და არა ესუა მას შვილი.
ეტყოდა მას ღმერთი, ვითარმედ: იყოს ნათესავი შენი* მწირ ქუყანასა უცხოსა და დაიმონონ იგი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას* წელ.
და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მსახურებდენ მე ადგილსა ამას".
და მოსცა მას შჯული წინადაცუეთისაჲ. და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა* დღესა მერვესა, და ისაკმან - იაკობსა, და იაკობ - ათორმეტთა მათ მამადმთავართა*.
და მამადმთავარნი იგი ეშურობდეს იოსეფსა* და განყიდეს იგი ეგჳპტედ და იყო ღმერთი მის თანა,
და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მადლი და სიბრძნჱ წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა. და დაადგინა იგი მთავრად ეგჳპტესა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.
იყო სიყმილი ეგჳპტეს და ქანაანს* და ჭირი დიდი. და არა ჰპოვებდეს* საზრდელსა მამანი ჩუენნი.
ესმა რაჲ იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი* ეგჳპტეს, და წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად,
და მეორედ მისლვასა გამოეცხადა იოსეფ* ძმათა თჳსთა და განეცხადა სახლსა ფარაოჲსსა* ნათესავი იოსეფისი*;
წარავლინნა* იოსეფ* და მოუწოდა იაკობს, მამასა თჳსსა, და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოცდაათხუთმეტსა.
და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა* იგი და მამანი ჩუენნი.
და მოიხუნეს* სჳქემდ და დაჰფლნეს იგინი საფლავსა მას, რომელი მოეგო აბრაჰამსა სასყიდელითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს.
და ვითარცა მოიწია ჟამი იგი აღიქუმისაჲ, რომელ-იგი აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამსა, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა,
ვიდრემდე აღდგა სხუაჲ მეფჱ ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსეფი.
ესე ჰმძლავრობდა* ნათესავსა ჩუენსა და ძჳრსა უყოფდა* მამათა ჩუენთა და განუთხევდა ყრმათა მათთა*, რაჲთამცა არა ცხონდეს.
რომელსა ჟამსა იშვა მოსე, და იყო იგი მკჳრცხე წინაშე ღმრთისა, რომელი იზარდებოდა სამ თთუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
და გან-რაჲ-აგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად.
და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა ეგჳპტელთაჲთა(?); იყო ძლიერ სიტყჳთა და საქმითა.
და ვითარცა აღესრულებოდეს ორემოცნი წელნი ჟამთა* მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა,
და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა მავნებელსა მას და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი.
ჰგონებდა, ვითარმედ გულისხმა-ყონ* ძმათა მისთა, რამეთუ ღმერთმან ჴელითა მისითა მოსცეს მათ ცხორებაჲ, ხოლო მათ არავე* გულისხმა-ყვეს*.
მერმესა* დღესა ეჩუენა მათ იგი, ილალვიდეს რაჲ, დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა მათ: "კაცნო, ძმანი ხართ თქუენ: რაჲსა ავნებთ ურთიერთას?"
ხოლო რომელი-იგი* ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: "ვინ დაგადგინა* შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?
ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს, ვითარ-იგი მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი?"
ხოლო მოსე ივლტოდა სიტყჳთა ამით*, და მწირობდა იგი ქუეყანასა მას მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს მას ორ ძე.
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩუენა მას უდაბნოსა მთასა სინაჲსასა ანგელოზი უფლისაჲ ალითა ცეცხლისაჲთა მაყლოვანსა ზედა;
ხოლო მოსეს უკჳრდა, იხილა რაჲ ხილვაჲ იგი, და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო ჴმაჲ უფლისაჲ:
"მე ვარ* ღმერთი მამათა* შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი"; ხოლო მოსე შეძრწუნდა და ვერ იკადრებდა განცდად.
ჰრქუა მას უფალმან: "წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდაჲ არს.
ხილვით ვიხილე ძჳრი იგი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს შინა, და სულთქუმანი მათნი მესმეს და გარდამოვედ განრინებად მათა*; და აწ მოვედ და მიგავლინო შენ ეგჳპტედ".
ესე მოსე უვარ-ყვეს და თქუეს: "ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?" ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოავლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი-იგი ეჩუენა მაყლოვანსა მას.
ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა ეგჳპტისასა და მეწამულსა ზღუასა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
ესე არს იგი მოსე, რომელმან ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა: წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ.
ესე არს, რომელი-იგი იყო ერისა მის თანა უდაბნოსა შინა ანგელოზისა მის თანა, რომელი-იგი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან-იგი შეიწყნარნა სიტყუანი ცხოველნი მოცემად თქუენდა;
რომლისა არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ თქუენთა, არამედ განიშორეს* იგი და უკუნიქცეს გულითა მათითა ქუეყანად ეგჳპტედ.
ეტყოდეს აჰრონს: "მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა უწყით, რაჲ ყოფილ არს მას".
და აღჰმართეს* მათ მათ დღეთა შინა ჴბოჲ იგი და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთაჲსა.
მიაქცინა ღმერთმან და მისცნა იგინი მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა: "საკლველებსა და ნუ* მსხუერპლებსა შესწირვიდეთ ჩემდა ორმეოცსა მას წელსა უდაბნოსა მას შინა, სახლი ეგე ისრაჱლისაჲ?
და აღიღეთ თქუენ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი იგი ღმრთისა მის თქუენისაჲ რეფაჲსი*, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-ცემად მათა, და მიგჴადნე* თქუენ მიერ კერძო ბაბილონისა*".
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა* უდაბნოსა მას ზედა*, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მისცა მან, რომელ-იგი* ეტყოდა მოსეს აღსაქმედ მისა მსგავსად საქმისა მის, რომელ-იგი* ეხილვა მას,
რომელიცა შემოიღეს შემდგომითი შემდგომად მამათა მათ ჩუენთა იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელ-იგი მოსპნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთაჲსა ვიდრე დღეთა მათმდე დავითისთა,
რომელმან-იგი პოვა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
სოლომონმანცა რაჲმე უშჱნა მას სახლი.
არამედ არათუ მაღალი იგი ჴელით-ქმნულთა ტაძართა მყოფ არს, ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან.
"ცანი საყდარნი ჩემნი არიან და ქუეყანაჲ კუარცხბერკი ფერჴთა ჩემთაჲ. რაბამი სახლი მიშჱნეთ* მე, - თქუა უფალმან, - ანუ რაჲმე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?
არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?".
გულფიცხელნო და ქედფიცხელნო, წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა მჴდომად* წინა-აღუდგებით, ვითარცა-იგი მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი* [არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და]** მოწყჳდნეს*, რომელნი-იგი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისასა, რომლისათჳს აწ თქუენ განმცემელ და მკლველ იქმნენით,
რომელთა მოიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ".
ვითარცა ესმა ესე, განსთქდებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა.
ხოლო იგი სავსე იყო სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, აღხედა* ცად და იხილა დიდებაჲ უფლისაჲ და იესუ, მდგომარჱ* მარჯუენით ღმრთისა.
და თქუა: "აჰა ესერა ვხედავ მე ცათა განხმულთა და ძესა ღმრთისა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა".
მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს*, ჴელნი ყურთა შეისხნეს და მოუჴდეს მას ზედა,
და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და ქვასა დაჰკრებდეს. და რომელ-იგი მკლველნი* იყვნეს, განიძარცუვიდეს სამოსელსა მათსა და დასდებდეს ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.
და ქვითა განსტჳნვიდეს* სტეფანეს, და იგი ღაღადებდა და იტყოდა: "უფალო, შეივედრე სული ჩემი".
დაიდგნა მუჴლნი, ღაღად-ყო* და თქუა ჴმითა დიდითა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას". და ესე რაჲ თქუა, შეისუნა.